თამარ აბაკელია

1.09.1905 – 14.05.1953

მოქანდაკე, გრაფიკოსი, კინოსა და თეატრის მხატვარი

თამარ აბაკელია დაიბადა 1905 წლის 1 სექტემბერს ქალაქ ხონში. ბავშვობა მან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაატარა, რადგან მისი ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. ძირითადად ხონში, ქუთაისსა და ბათუმში უწევდა ცხოვრება. სწორედ ბათუმში მიიღო საშუალო განათლება. აქვე მოეწყო პირველად სამხატვრო სტუდიაში მხატვარ ვ. ილუშინის კლასში.

1920-1923 წლებში სწავლობდა ბათუმის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში.

1923-1929 აბაკელია თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. იგი პირველი ქალი მოქანდაკე იყო ქართველებს შორის. აკადემიაში მას ხელოვნების ისეთი ცნობილი მოღვაწეები ასწავლიდნენ, როგორებიც იყვნენ ი. შარლემანი (ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია), ე. ლანსერე (კომპოზიცია), ი. ნიკოლაძე და ნ. კანდელაკი (ქანდაკება). 

გამოფენებში 1927 წლიდან იღებდა მონაწილეობას.

1930 წლიდან იგი იყო ,,სარმას” წევრი.

1931 წელს მეუღლესთან-პოეტ კარლო კალაძესთან ერთად იმოგზაურა შუა აზიაში და შუააზიურ თემებზე შექმნა ნამუშევრები.

თამარ აბაკელია – კოლმეურნის ოჯახი

1933 წლიდან აბაკელია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი გახდა.

1938 წლიდან სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

1942 წელს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოვებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

1927 წლიდან მოყოლებული თამარ აბაკელია აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში, თუმცა მისი პერსონალური გამოფენა მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოეწყო 1954 და 1964 წლებში.

თამარ აბაკელია 1953 წლის 14 მაისს გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თამარ აბაკელია – ვეფხისტყაოსნის ილუსტრაცია 

ნახვა: 1243

ტეგები: თეატრი, კინო, მოქანდაკე, მხატვრობა

თა _ მო: დეკემბერი 7, 2013||3:01pm

ეს ყველაფრით ჩემი ყოფილა :)))

ლაშა: დეკემბერი 7, 2013||3:12pm

თა _ მო შენზე პოსტს მე გამოვაქვეყნებ :D 

თა _ მო: დეკემბერი 7, 2013||3:14pm

შენ სულ მასხრობის ხასიათზე როგორ უნდა იყო? :P

tamuna: დეკემბერი 9, 2013||9:08pm

თა _ მო აი ერთი კარგი საქმე გავაკეთე. შენნაირი თამარი გაპოვნინე :)

ლაშა: დეკემბერი 9, 2013||10:42pm

თა _ მო მასხრობის რატომ? :'( ცუდი რამე შემოგთავაზე? :'( 

თა _ მო: დეკემბერი 14, 2013||2:08am

tamuna შენ სულ მაგას არ შვები? აბა ცუდი საქმე აქ გაგიგია :) ლაშიკო ცუდი არა, უფრო არარეალური :)

ლაშა: დეკემბერი 14, 2013||2:10am

თა _ მო მე სრულიად რეალურ რამედ მიმაჩნია და იცოდე უკვე დავიწყებ წერას :D 

tamuna: დეკემბერი 14, 2013||2:15am

ლაშა დაწერე ლაშა, დაწერე, კიდევ ერთი მიემატება ჩემი თამარების სიას :)

თა _ მო: დეკემბერი 14, 2013||2:19am

ლაშა ნეტ რას დაწერ ძალიან მაინტერესებს, ჯერ ისეთი არაფერი ჩამიდენია თვით ლაშამ რო მიუძღვნას პოსტი :) იმედია ოდესმე ვიზამ რამეს :))))

ლაშა: დეკემბერი 14, 2013||2:26am

თა _ მო ხომ ხედავ tamuna_მაც მომცა უფლება :) 

ცოტას მოვაგროვებ შენი მრავალმხრივი შემოქმედებებიდან და საკმაოდ ტანიანი პოსტიც გამომივა :p 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters