სალამი, ჩემო ძვირფასო ჯონათან! გადავწყვიტე, შენთვის ჩემი ფიქრებიდან ამონარიდი მომეწერა... ვიმედოვნებ ზღვის ნაპირზე შესვენებისას, ნახავ, რომ შენს სახელზე წერილია და წაიკითხავ... მეც შენნაირი სული ვარ ჯონა, ცხოვრებას მონდომებული და არა უაზრობაშემოცმულ, ნაღრძობ ყოფას დაჯერებული... მეც მიყვარს თავისუფლების შეგრძნება და ფრენა ოცნებებით... ბევრჯერ დავენარცხე მწარედ შენსავით, მაგრამ სულ კოელიო მახსენდება: "მეოცნებე ყველაზე მოუთვინიერებელი არსებაა ამქვეყნად"... ჰოდა ჩვენც ვიფრინოთ, ვიფრინოთ _მდე-ს გარეშე...
იცი, ხანდახან, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ცხოვრება კი არა, სიზმარია... ვზივარ ავტობუსში, მესმის ადამიანების ხმა, ხმაურობს რადიოც, მაგრამ მგონია, რომ ჩემივე "რამდენიმეწამიანი" სიზმრის მთავარი მოქმედი პირი ვარ და სხვები უბრალოდ მონაწილენი არიან... იქნებ გაორებული ვარ სულიერად... ან არასწორ დროს დავიბადე და ეს უცხოობის შეგრძნებაც ამის ბრალია, ან მართლაც "მეს" სიმრავლისგან შევდგებით, როგორც მეგობარი ჰესე იტყოდა... მგონია, შენც შეიძლება იგივეს განიცდიდე ჯონათან... გწერ ახლა და იქნებ ესეც სიზმარში ხდება, რომლის სინამდვილეც ადამიანებმა დაიჯერეს... მაღაზიიდან გამოსული, ნაყიდი თავდაჯერებულობით, ამაყად მომზირალი ცარიელი სახეებით რომ საუბრობენ, რომელ კრუასანს რომელი ყავა შეუფერეს დილით და "ბრენდული" ახალი კოლექციის მოლოდინში, მღელვარებას რომ განიცდიან... ილუზიები შეიქმნეს და ამ სიზმარს ცხოვრება უწოდეს, მისი ნამდვილობა რომ ერწმუნათ და ზედმეტი ფიქრით აღარ დატანჯულიყვნენ... სად არის რეალობა?.. იქნებ სწორედ ისაა ილუზია, რასაც რეალურს ვუწოდებთ... გიფიქრია ამაზე? - ალბათ კი.. იქნებ მართლა სიკვდილის შემდეგ ვიღვიძებთ რეალობაში?.. "სიკვდილი - ეს ცხოვრების ოცნებიდან გამოღვიძებაა" - ესეც ჯონ კიტსი... ამაზე რაღა აზრის ხართ, ძვირფასო ლივინგსტონ?.. ახლა ყურსასმენში "მეფის" მარადიული სიტყვები მესმის - "მე გადმოვცურავ ზღვას"... მან მართლაც გადაცურა ზღვა... წინ მიიწევდა მშვიდი ცურვით და "მისი ზღვის" თავზე შენ ირაოთი ტკბებოდი ალბათ, ჯონათან... მიაღწია გაღმა ნაპირს, და რატომღაც, იქ ნათქვამი მისი სიტყვა, "თავისუფლებამშვიდობისა" მგონია... მასაც ხომ გამჯდარი ჰქონდა შენი მოტივები: "ზეცა არც ადგილია, არც დრო. ზეცა სრულყოფილების დაუფლებაა"... "სინამდვილეში ყოველი ჩვენგანი დიადი თოლიას, ანუ თავისუფლების ყოვლისმომცველი იდეის განხორციელებას წარმოადგენს"...
ვზივარ ჩემს ამოჩემებულ ადგილას და გწერ ამ ყველაფერს... აქამდე სულ ფეხით ვიარე... არ მანაღვლებდა, რომ გავცდი სახლს, სადაც მელის ისევ ერთი და იგივე, დროის მექანიკური ხმაური, სულ დაცლილი ოთახების გაშტერებით მომზირალი ცივი კედლები, და არავინ... მოვდიოდი ტერფებატკიებული და ჩემთვის ვიმეორებდი აკუტაგავას სიტყვებს: "მე ნერვები მაქვს მხოლოდ... მე ნერვები მაქვს მხოლოდ"... კამიუს ტერმინს თუ გამოვიყენებთ, მეც აბსურდულ ადამიანად ვიწოდები... ბოლოს, ისევ მივალ სახლში, სადაც გამომწყვდეული მარტოობა დამხვდება ჩემივე გამოხედვით და შუაღამეზე, ფანჯარაში, ისევ გამოჩნდება ჩემი ძილდაკარგული სილუეტი... ეჰ, ჯონა, არარაობაა ეს სიტყვებიც... მაინც ვერ იტყვი ბოლომდე შენს შინაგანს... თუმცა, კენ კიზის თქმის არ იყოს, მე ვცადე მაინც, და ვიცი, გამიგებ...
დიდი მადლობაა თამოო ამ პოსტისთვის, ძალიან მიყვარსს ♥
მადლობა შენ :) :*
ამ შესანიშნავი წერილის ადრესატი → http://www.qwelly.com/profiles/blogs/jonathan :)
თამუნა, შენი წერის სტილით მოხიბლული, შენივე ბლოგის მკითხველ თაყვანისმცემლად მიგულე! :) ♥
დიდი მადლობა ლაშა :) <3
ჩემი მოწონებაც მიიღეთ! :)
ძალიან კარგია, ძალიან მომეწონა ეს ჩანახატი და შემდეგშიც ყურადღებით ვიქნები .. სიამოვნებით გავეცნობი შენი (თქვენი) ჩანაწერების სხვა ნიმუშებს . ჩემი აზრით, კარგად წერ'თ და წარმატებებს გისურვებ'თ :)
დიდი მადლობა :)
თამოოოოოო ჩვენი თოლიის გამარჯვებას გილოცაავვ ^^ ჯონათანი ხომ განსაკუთრებულია ♥♥
დიდი მადლობა სალოო ^^ :)) <3 <3
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია