siketebo, boroteba, daxvewili boroteba, andaza, aforizmi, DC comics, Marvel, blog, cinematography, comics, diary, evil, film, goodness, heroes, movie, movies, superheroes, არსება, არსებობა, ბლოგი, ბოროტება, ბოროტსა სძლია კეთილმან, გმირები, დახვეწილი ბოროტება, დღიური, კინემატოგრაფია, კინო, კომიქსების გმირები, კომიქსი, მარველი, სიკეთე, სუპერგმირები, ფილმები, ფილმი

      რამდენიმე დღის წინ მარველის თაობაზე და მარვლეს აყოლილ თაობაზე ვსაუბრობდით და იმ დროის ფლანგვაზე, რომელსაც ის სთავაზობს საზოგადოებას (თუ ვინმემ არ იცის, მარველი (Marvel) მარტინ გუდმანის დაარსებული საგამომცემლო კომპანიაა, რომელმაც სახელი კომიქსებით გაითქვა). მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენს საზოგადოებაში კომიქსები იმდენად უჩვეულო ხილი იყო, რომ ახლა გადაღებულ კომიქსებს ნებისმიერი ასაკის კინომანი დიდი სიამოვნებით უთმობს დროს. მითუმეტეს, რომ გაფორმება, კომპიუტერული გრაფიკა და მისთანები ნამდვილად არ დაეწუნებათ. გუშინაც ასე დავკარგე 110 წუთი ჭიანჭველად ქცეული ადამიანის ყურებაში. გმირი პირველად 1962 წელს გამოჩნდა მარველის იანვრის ნომრის კომიქსში, მაგრამ კინოფირზე 2015 წელს გადაიტანეს. მეცნიერის გამოგონება - ნივთიერება, რომელიც ზომებს მნიშვნელოვნად ამცირებს მოლეკულებს შორის სივრცის შევიწროების ხარჯზე და ამ ნივთიერებით აღჭურვილი სპეციალური სამოსი, რომლის მატარებელს საშუალება აქვს წამისყოფით შემცირდეს ჭიანჭველის ზომამდე და შემდეგ ისევ გაიზარდოს (თუ საჭიროა სუბატომურ ზომამდეც შეუძლია შეკუმშვა, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევაა). ესაა ამ გმირის განსაკუთრებულობა, ფილმის დინამიური სიუჟეტი, მცირე დოზით, მაგრამ მაინც სამეცნიერო ფანტასტიკა, კარგი გაფორმება, მაიკლ დუგლასი, ვანჯელინ ლილი, პოლ რუდი და შედეგიც არ დააყოვნებს - მაყურებელი პირველივე კადრიდან ეჯაჭვება ეკრანს.

      საქმე ისაა, რომ ასეთი ფილმის ფინალი წინასწარ იცი - კეთილი კლავს ბოროტს და ამით სრულდება ყველაფერი, სამყარო გადარჩენილია, იქამდე შერისხული და საზოგადოებისგან ათვალწუნებული გმირი გმირად აღიარებული იქნება ფილმის ბოლოს და ათასი ბლა ბლა ბლა. კომიქსს რეალობაზე რა თქმა უნდა პრეტენზია არ ექნება, მითუმეტეს ამ ტიპის კომიქსს სადაც ადამიანები პატარავდებიან, ან მწვანდებიან, ან ფარსა და უროს ისვრიან, მაგრამ ხომ შეიძლება რეალობის ისეთ ინტერპრეტაციაზე მაინც ჰქონდეს პრეტენზია, რომელიც გამოგვადგებოდა? ასე მაგალითად, დღეს თითქმის აღარსად, არცერთი ბოროტება ცხადი ბოროტებით არ ებრძვის სიკეთეს. ორი მხარე, კეთილი და ბოროტი და მათი დაუსრულებელი ბრძოლა, ისეთი აშკარა როგორც ეს მარველის კომიქსებშია, დიდი ხანია მოძველდა, ახლა სიკეთეს "სიკეთით" ებრძვიან და "კეთილი" იდეებით. (ამ მხრივ კომიქსებში შემიძლია 2009 წელს გამოსული "გუშაგი" (Watchmen) შემოგთავაზოთ. ამჯერად საქმე გვაქვს დისი კომიქსის (DC Comics) ერთ-ერთ ბესთსელერთან (1986-1987), სადაც ბევრი მთავარი გმირია და მათ შორის არის დოქტორი მანჰეტენი, რომელიც ღმერთობის იდეას ატარებს და ფილმის დასასრულს არ გაქვს განცდა, რომ ბოროტსა სძლია კეთილმან ან პირიქით).

      დიდი ხანია ბოროტება მიხვდა, რომ არ ღირს სიკეთესთან ბრძოლა. თუ პირადი გამოცდილებიდან ვერ მიხვდებოდა, ამდენი ტექსტი (ლექსი, მოთხრობა, პოემა, იგავი და ა.შ.), ფოტო, ფილმი და სადღეგრძელო მაინც მიახვედრებდა და გააგებინებდა, რომ ყოველი ბრძოლა თუ ომი ბოროტისა სიკეთესთან, განწირულია მარცხისთვის. მაგრამ როგორც წესი, ბოროტები და მითუმეტეს კომიქსების ბოროტი გმირები, ჭკვიანი ადამიანები არიან, მეცნიერები, გამომგონებლები და ა.შ. შესაბამისად, ბოროტება როგორც ჭკვიანი რამ, აუცილებლად მიხვდებოდა და დიდი ხანია მიხვდა, სიკეთესთან ბრძოლა არ ღირს (იმედია ეს ბოროტება ქართველი არ არის და წაგებულ ომში ჩაბმა არ უყვარს), ომის მოსაგებად სიკეთე უნდა გახდეს, მაგრამ რადგან თავის კონკურენტ სიკეთეს ვერ შეურთდება, პრინციპული სხვაობის გამო - კეთილი არ არის, არამედ ბოროტია, ამიტომ ქმნის ალტერნატიულ სიკეთეს, სხვა სიკეთეს, რომელიც ძალიან, ძალიან მცირედით უხვევს ნამდვილი სიკეთისგან და ამ მცირე გადახვევით ებრძვის მას.

      კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ სამყაროში.

აქვე იხილეთ:

საყოველთაო სიკეთე

ბოროტება არ არსებობს

ნახვა: 1555

ტეგები: Qwelly, არსებობა, ბლოგი, კინომანია, სუპერგმირები

ლაშა: ნოემბერი 19, 2015||7:30pm

თაკო, არ იფიქრო რომ გამაჩუმე და არ გპასუხობ :D :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters