ნეგატიური პოსტების პარალელურად, ხანდახან, რამე დადებითზეც ხომ ვწერ ხოლმე? მითხრეს, გეყოს ამდენი კრიტიკა (თითქოს, დიდი კრიტიკოსი ვიყო), რამე კარგზეც დაწერე, ხომ ხდება ჩვენს გარშემო კარგი რამეებიც-ო. დავთანხმდი და ყველაზე კარგი რაც ხდება ჩვენს გარშემო, ის მოვიფიქრე მეც - სამზარეულო. ჩემი საყვარელი თემაა, პრინციპში საყვარელ თემაზე უფრო მეტად, საყვარელი საქმიანობაა და მზარეულობაზე მეტად, დაგემოვნება, მაგრამ ამჯერად მოვშორდეთ დანა-ჩანგალს და ცოტა კულინარიაზე ვიბაასოთ (ვწეროთ).

Qwelly, კულინარია, სამზარეულო, კერძები, ბლოგი

      შემომხედავს ადამიანი თუ არა, ჩემი ჰაბიტუსის პატრონს, იმავე წამს გაიფიქრებს, ამას ჭამა ეყვარება და კარგი გურმანი იქნებაო, აბა სხვაგვარად ასეთი როგორ გახდებოდაო და არ მინდა წინასწარი შეხედულებები გავამტყუნო, ამიტომ თავიდანვე მსუყედ დავიწყოთ - ქართული სამზარეულო, ანუ ხორცი, ხორცი, ხორცი (ცხორი, ცხორი ცხორის ინტონაციით). რატომ ხორცი?! იმიტომ რომ სოფლის მეურნეობაში მეცხოველეობა ყველაზე კარგად გამოგვდიოდა (სიმბოლურია, რომ მწყემსვა დღესაც კარგად გამოსდით ჩვენს პოლიტიკოსებს, დაუყრიან ცოტაოდენ თივას ხალხს, ჩამოურიგებენ ჰაერში გასროლილ დაპირებებს საკვებად არჩევნების წინ, და მერე რძე და ყველით ივსებენ მუცელს წლების განმავლობაში (ოხ ეს ნეგატიური გადახვევები)). ცხვარი, ძროხა, ღორი - ადვილად მოვიშინაურეთ (აბა ჩვენში ლომი და ვეფხვი არ იყო თორემ, ვინ თქვა რომ მაგათი ხორცი უვარგისია საჭმელად?) და მერე ვკლავდით და ვჭამდით - ასე გაჩნდა ხაშლამა. ყველაზე ავტორიტეტული საჭმელი აღმოსავლეთ საქართველოში (დასავლეთელებშიც იშვიათად მომისმენია ხაშლამის აუგი), გურმანთა ლიგის (იქნებ არსებობს) N1 კერძი. აღმოსავლეთ საქართველო ვახსენეთ და იქვე უნდა ითქვას ბოზბაში, თან ხაშლამის ნახარს რომ ცხიმს მოხდი, აი იმით მომზადებული უკეთესიაო. ვისაც არ უჭამია, კაცია ადამიანიდან მაინც ემახსოვრება ჩიხირთმა-ბოზბაშის პაექრობის ამბავი. კარგი ცხვრის მსუყე ნაჭერი ბოზბაში, ზოგჯერ სულზე უტკბესიც აღმოჩენილა-ო. კახეთში კიდევ რა უნდა მიირთვა თუ არა მწვადი, რა თქმა უნდა თონიდან ამოყრილ ცხელ პურთან ერთად. შოთის პური, იქვე გამომცხვარი, განსაკუთრებით გემრიელი გამოსდით კახელებს და აქვე გავაფართოვოთ ჩვენი არეალი - ესეც მეორე მხარე - მიწათმოქმედება ანუ ხორბალი ბეღელში. ასე შეიქმნა ხინკალი. რა შუაშია და ცომში ჩატენილი ხორცი, სხვა რა არის თუ არა ხინკალი? თუ გნებავთ, მოხარშვის გარეშე - გამომცხვარი იყოს და უფრო დიდად დაკეპილი ცომით - გამოვა კუბდარი. შემწვარი წიწილა, გოჭი და მისთანები უფრო დასავლეთის ამბავია (ჩემი ფავორიტი კუპატიც), მაგრამ დასავლეთში მეტი აქცენტი რძის პროდუქტებზე კეთდება. რძე და ყველი რომ ვახსენეთ, ეს ჩვენი მესამე მიმართულებაა და აქაც სოფლის მეურნეობის ორივე ნახსენები მიმართულება იყრის თავს, ესაა პურში ჩატენილი ყველი - ხაჭაპური. ზღვირპირეთიდან თევზიც არ უნდა დაგვკლებოდა ქართველებს, მაგრამ რატომღაც შემწვარი ან თევზი ცოცხალის გარდა, სხვა დიდი კულინარიული ქართული მიგნება არ მაგონდება (შეიძლება, კარგად მოჩხრეკვაა საჭირო).

      კიდევ არის ერთი - საცივი, რომელსაც ჩვენში ტრადიციულად ამზადებენ ინდაურით, მაგრამ რამდენ ენციკლოპედიაშიც არ ჩავიხედე, არსად არ წერია, რომ ინდაური მაინცდამაინც ქართული ფრინველია. ამიტომ კოლუმბამდე რითი ვამზადებდით საცივს, ჩემთვის გამოცანაა.

      მოკლედ, მთელი ჩვენი ქართული ტრადიციული სამზარეულო, ამ სამი ფუძის გარშემო ტრიალებს და გვთავაზობს ვერსიებს (აქ უკვე ფანტაზიის და მარჯვე ხელების ამბავია) - ხორცი; ყველი და ცომი; ხორცი და ცომი.

      საინტერესოა, როდის გაჩნდა ქართულ სამზარეულოში იდეალი, დათუნია, ნაპოლეონი, ზანგის ღიმილი (ჰო, ვიცი რომ რასისტულია) და სხვა ნამცხვრები? ზოგადად, ქართული ტკბილეული რომელია - ნიგვზიანები? შეიძლება, კაკალი კავკასიაში ოდითგან ყოფილა გავრცელებული.

ღია კითხვა: რომელია თქვენი ფავორიტი ქართული კერძი და რატომ?

ნახვა: 734

ტეგები: Qwelly, ბლოგი, კერძები, კულინარია, სამზარეულო

BrOliKa: ოქტომბერი 16, 2016||10:34pm
ხაჭაპური იმიტომ, რომ ყველზე ვგიჟდევი :D
ლაშა: ოქტომბერი 17, 2016||6:32pm

ხაჭაპური და კერძი რაღაც ცუდად ხვდება ყურს. კერძი ცოტა უფრო მძაფრად უნდა ჟღერდეს, მაგალითად ყაურა

BrOliKa: ოქტომბერი 17, 2016||6:41pm
კარგი მაშინ ღომი და ხარჩო :D იმიტომ, რომ მეგრელი ვარ :D თან ძალიან გემრიელია ერთად :D
თათია: ოქტომბერი 17, 2016||8:05pm

რა ნოყიერი პოსტია ლაშ! აღარ მშია :D  მე განსაკუთრებულად მიყვარს ხინკალი, აბედნიერებს :D

ლაშა: ოქტომბერი 17, 2016||8:20pm

სამეგრელოში უფრო გემრიელადაც შეიძლება მოლხენა, ივდრე მარტო ღომი და ხარჩო. წიწილა და ელარჯი რითია ნაკლები? ))

თათი, ხინკალი უფრო აბედნიერებს თუ რაჭა? :D

BrOliKa: ოქტომბერი 17, 2016||8:36pm
კიდევ ბევრია ბაჟეში ჩადებული თევზი სასურველია სკუმბრია :D ყველაფერი მიყვარს მე მგონი :D
თათია: ოქტომბერი 17, 2016||9:38pm

ამ შემთხვევაში ხინკალი :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters