god, qwelly, poetry, ლოცვა, სიყვარული, ტანჯული, უფალო, ძალა

- უფალო მისმენ?

- გისმენ

- დაჩოქილი გთხოვ მომეცი ძალა,

მომეცი ძალა, რომ გავუმკლავდე,

ამ დიდ სიყვარულს გულში რომ ვმალავ,

გული სწრაფად ძგერს უფალო გესმის?

გული რომ მტკივა რატომ არ მშველი?

ღმერთო, მომხედე სული მიკვდება,

ტანჯვით რომ ვკვდები ნუთუ არ გესმის?

ღმერთო, ვერ გხედავ, სადა ხარ ნეტა?

თვალთ დამიბნელდა, უფალო, ვკვდები?

სიყვარული მკლავს შიგნიდან ნელა

გულს რომ მიფლითავს ნუთუ ვერ ხვდები?

ღმერთო, არ მესმის, ძალიან მტკივა

ძალიან მტკივა, შენ გელოდები,

ტკივილი ცეკვავს, ტანჯვა ტაშს უკრავს,

ეშმაკი ზევით მწარედ დამცინის,

უბედურება ჩუმად ზეიმობს,ბედნიერებას სხეულში მიკლავს.

უფალო, გესმის? ხედავ რომ ვკვდები?

გულს რომ მაგლეჯენ რატომ არ მშველი?

უფალო სად ხარ? განა არ გესმის?

მარტო დამტოვე? სრულიად მარტო?

ხატის წინ წყნარად ვიღაც ლოცულობს

სანთელს უყურებს და ჩუმად ამბობს:

"გული წამართვა ტკივილმა გუშინ,

სიყვარულისგან მწარედ ტანჯული,

უბედურება ალბათ ზეიმობს,

ეშმაკი ჩუმად ზევიდან მღერის,

მე კი ისევ მწამს უფალო შენი,

ნუთუ არ გესმის? მომკიდე ხელი... ♥

ნახვა: 750

ტეგები: god, poetry, qwelly, ლოცვა, სიყვარული, ტანჯული, უფალო, ძალა

George: მაისი 4, 2012||8:14pm

Vau ))*patarav* - MAGARIA !! :)

ალექსანდრე: მაისი 4, 2012||8:43pm

იდეა გასაგებია, ლექსიც შედგა, მაგრამ უკეთეს შესრულებას მოველოდი...

ლაშა: მაისი 4, 2012||9:10pm

მომწონს... ძალიან კარგია... მაგრამ არ მჯერა და მაპატიე...

ნუთუ სიყვარული ასეთია... ნუთუ სიყვარული გკლავს... და თუ კვდები და უფალს ვერ ხედავ მაშ სიყვარული სადღაა, სად...

mariami: მარტი 1, 2014||10:56pm

ლაშა :) :)  ეგეთი სიყვარულიც არსებობს , კი ბატონო !

tamo: მარტი 1, 2014||11:14pm

აი ,ძაალიან  მომეწონა და  ძაალიან მაგაარიაა ***"))))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters