ანუ შევჭამოთ პატრიარქი (ცოცხლად)!

მადლის მიღება ჩვენებურად, შევჭამოთ პატრიარქი ცოცხლად, ქველიბლოგი, ბლოგი, სვეტიცხოვლობა, პატრიარქი, მრევლი, წირვა, qwelly, patriarch, svetitkhoveli, sveticxoveli, blog
(პიროვნულად, ფოტოზე გამოსახულ არცერთ ადამიანს არ ეძღვნება ეს პოსტი!)

      წინასწარ ვიტყვი - ცოტა რომ მომეცადა და მერე დამეწერა, ალბათ ემოციაც გადამივლიდა და ასეთი სასტიკი არ ვიქნებოდი, ან საერთოდ არ დავწერდი და ცოტა მეტ ქრისტიანობას გამოვიჩენდი, მაგრამ ახლა... ოჰ ახლა როგორი გაბრაზებული ვარ!

      დიახ, შესაძლოა ძალიან გადავაჭარბე, თუმცა აღარც მგონია რომ ძალიან...

      კი, კი მკითხველო, ხალხს თუ მიუშვებ პატრიარქსაც ცოცხლად შეჭამენ ოღონდ კი მისი "წმინდა სხეულიდან" მადლი მათზე გადმოვიდეს. საშინელებაა არა?

      არ ვიცი ჩემო კარგებო რა დავარქვა ამას, ან რა უფლებით დავიწყო ვინმეს დამოძღვრა?! ადრე პატრიარქი წელიწადში ორჯერ სტუმრობდა სვეტიცხოველს და წელიწადში ორჯერ კიდევ გაუძლებ "მორწმუნეების შემოსევას" კაცი, მაგრამ ახლა ბოლო რამდენიმე კვირაა სულ სვეტიცხოველში აღესრულება უწმინდესის მიერ საღმრთო ლიტურღია და როგორც ჩანს ამან ჩემზეც იმოქმედა. რომ იტყვიან მოთმინების ფიალა ამევსო. ცინიკოსობა, იუმორი, სიცილი, ხარხარი, ცოტა გაბრაზება - ეს ყველაფერი ყოველ საპატრიარქო წირვას თან ახლავს და ვინაიდან ბოლო თვის განმავლობაში ნამეტანი დამიგროვდა, ახლა ერთიანად ამოხეთქა.

რა გჭირთ ხალხნო, რა?!

      დღეს ჩემს უკან პატარა გოგონა იდგა, 10 წლის თუ იქნებოდა, ისეთი ლამაზი თვალები, მრგვალი სახელი, თბილი გამოხედვა და ღიმილი გქონდა რომ მოფერება და ჩახუტება მოგინდებოდათ, მაგრამ მთელი წირვის განმავლობაში ძალს ის და ძალს მე.

      იდგა ჩუმად, სტიქაროსან-მგალობელს ვერაფერს მეუბნებოდა, უკნიდან აწვებოდნენ, ის მე მაწვებოდა და მეც ჯიქურ ვიდექი და ჩემს ფილას არ მოვშორებივარ, დანიშნული მაქვს და ვერსად წავალთქო. ხალხი კი მაინც აწვებოდა და აწვებოდა, კინაღამ გული შეუწუხდა ამ საყვარელ ბავშვს. მეცოდებოდა, შემეძლო ცოტა წინ გადამეშვა და ისიც დაისვენებდა და მეც, მაგრამ ერთს გაუშვებ და მერე ათი მოვა "მეც მინდას" ძახილით. ჰოდა, ამ მგალობელმა კაცმა და სხვა მართლმორწმუნე მრევლმა კინაღამ გავსრისეთ ეს უდანაშაულო გოგონა.

      ალბათ იკითხავთ რატომ?!

      აი, მე სულ ამას ვკითხულობდი.

დიალოგი N1

- უკაცრავად შეიძლება გადავიდე?

- იცით ადგილი არ არის და ვერ გადაგატარებთ, მერე იქიდან ისევ ჩვენ უნდა მოგვაწვეთ და ვერ ვიგალობებთ ასეთ რეჟიმში.

- აი, იცით იქ რომ დავდგე? ხელს არ შეგიშლით გპირდებით.

- რატომ უნდა დადგეთ იქ?

- პატრიარქი მინდა რომ ახლოდან ვნახო.

მერე უკვე ვცინიკოსობ...

- ტელევიზორში რომ ნახოთ, იქ სულ ახლო კადრით აჩვენებენ.

მერე სტანდარტული გამოხედვა სადაც ეწერა რომ თავხედი და ამპარტავანი ვარ (არადა ვიცინიკოსე) და რჩევა - "კარგით თქვენს საქმეს მიხედეთ".

- დიდი მადლობა - კვლავ ვიცინიკოსე.

დიალოგი N2

- ქალბატონო ხომ ხედავთ რომ ვერც თქვენ დგახართ, ჩვენც ვერ ვგალობთ და ხელი გვეშლება და იქნებ უკან, კვართი რომ არის, იმ სვეტთან გადაბრძანდეთ? არც ისე ბევრი ხალხია და თან კვართთან იქნებით.

- კი შვილო მაგრამ მინდა პატრიარქი უფრო ახლოს ვნახო, ახლოს უფრო მეტი მადლი იგრძნობა.

- ქალბატონო, პატრიარქი კვართის თაყვანისსაცემად არის აქ მოსული და ის იქიდან იღებს მადლს და არ ჯობს პირდაპირ თქვენ კვართისგან მიიღოთ?

- ვაიმე შვილო (მეტად თბილი სახით), დიდი მადლობა დედი, მაგრამ იქ გადავალ და ცოტა ახლოდან შევხედავ, მინდა სურათი გადავუღო.

- არადა ინტერნეტში რამდენი კარგი ფოტოა პატრიარქის (კვლავ ჩემი ცინიზმი).

დიალოგი N3

- ცოდოა ბავშვი, წინ გაიჭყლიტება.

- იცით, ამერიკაში მიდის და უნდა რომ პატრიარქის ფოტოები და მეუფის ფოტოც წაიღოს.

- ქალბატონო, ამერიკაში ინტერნეტი იქნება და თუ ზოგადად პატრიარქის ფოტო უნდა, იქნებ ისინი აჩვენოს მეგობრებს.

- არა, თავისი უნდა ხომ გესმით.

- კი, როგორ არ მესმის.

ეპიზოდი (განუმეორებელი)

ბავშვი ტირის. დედა ძუძუს აწოვებს. ჩემს გვერდით, არა - ცოტა უკან.


P.S.

      ეს მცირე მონახაზია იმისა, რაც იქ ხდება.

      ამ პოსტით არ არავის ძაგებას ვაპირებ და არც არავის ქილიკს, უბრალოდ მე ჩემი თავიც მეცოდება ამდენი ცინიკოსობით საღმრთო ლიტურღიაზე და ცოტათი ეს ხალხიც რომელსაც გული წრფელი აქვს და რწმენა მტკიცე (ალბათ), მაგრამ ცოტა განათლება აკლია.

      თუმცა რა?! როცა ხედავნ მგალობლების ხორხოცს, საუბარს, ჟრიამულს, ნაბახუსევ სახეებს, ტელეფონზე თამაშს, შვილისტოლა სტიქაროსნების ამაყ რჩევებს, მითითებებს, "კურთხევებს", დარიგებებს, ისინიც ბრზადებიან ჩვენზე და არც უნდა მიკვირდეს უბრალო მრევლის ასეთი ქმედება. არ ვიცი რაზე ვიდარდო, ნამდვილად აღარ ვიცი.

      ახლა არ დაიწყოთ ეს ხალხი ბნელიაო და ესაო და ისაო. ყველანი ვყოფილვართ ამ სიტუაციაში და ყველანი მოვქცეულვართ ისე როგორც იქცევა ბრბო. ვწერ იმიტომ რომ ხშირად წავიკითხო და მახსოვდეს - როგორ არ უნდა მოვიქცე ეკლესიაში საღმრთო ლიტურღიისას ანდა უბრალოდ სხვა მიერ გულით აღვლენილი ლოცვისას.

      პატივი ვცეთ ერთმანეთს ჩემო კარგებო და ნუ შევჭამთ პატრიარქს ცოცხლად. წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას და ისიც წარმოიდგინეთ რა საშინელი შეგრძნება იქნებოდა, ერთი წირვის განმავლობაში ათასობით ადამიანს რომ სდომოდა თქვენი ხელების დაკოცვნა, თვენს მხრებზე ხელის შეხება, თქვენს მიერ პირადი დალოცვა და კიდევ ვინ მოსთვლის რა აღარ...

გადავეჩვიოთ პრივატიზებას!

მადლის მიღება ჩვენებურად, შევჭამოთ პატრიარქი ცოცხლად, ქველიბლოგი, ბლოგი, სვეტიცხოვლობა, პატრიარქი, მრევლი, წირვა, qwelly, patriarch, svetitkhoveli, sveticxoveli, blog

ნახვა: 1088

ტეგები: Qwelly, დიალოგი, მრევლი, პატრიარქი, სარწმუნოება, სვეტიცხოვლობა, ქველი, ქრისტიანობა

Keti: ნოემბერი 10, 2013||6:45pm

სამწუხარო რეალობაა :( :( :( და ამას კიდევ კარგა ხანს არ ეშველბა არაფერი :((((

ლაშა: ნოემბერი 10, 2013||6:45pm

Keti ეშველება, ეშველება, ეშველება! 

ან, მე რომ მკითხოს კაცმა - რატომ უნდა ეშველოს??? იყოს როგორც არის! :( 

Keti: ნოემბერი 10, 2013||6:56pm

იმიტომ უნდა ეშველოს, რომ ეს ხალხი ტაძარში ღმერთათნ კიარა კონკრეტულ ადამიანებთან მოდიან, და ეს მარტო სვეტიცხოველში არ ხდება...
ზაფხულში სოფელში ვიყავი და კვირაობით წირვაზე მივდიოდი, ორი-სამი კაცი იყო ხოლმე, და როგორც კი ერთხელ მეუფე მოვიდა მერე ტაძარი გაივსო ხალხით

ლიკა: ნოემბერი 10, 2013||7:01pm

:D სად ის ბიჭი, ოღონდ იაროს და მე ვუყუროო რომ ამბობდა!! : ))))

ყუბანეიშვილი მახსენდება ხოლმე ასეთებზე :D

ლაშა: ნოემბერი 10, 2013||7:12pm

ყუბანეიშვილი - მოიყვანე რა ავტორიტეტი :( :( :( 

ის ბიჭი უყურებდა ლიკუნკუნა - ტელევიზიაში :P 

ლიკა: ნოემბერი 10, 2013||7:17pm

ავტორიტეტი რა შუაშია ლაშ, ის ერთი ნუ კარგად გამოუვიდა :დ

ნუ ის ბიჭი უკვე "წინ" იყო :დ

ლაშა: ნოემბერი 10, 2013||7:17pm

Keti, მე წინააღმდეგი არ ვარ მეუფეებს რომ მეტი მრევლი დახვდეს :( მაგრამ... ოხ, მაგრამ...

ino: ნოემბერი 10, 2013||7:30pm

მხოლოდ თვალებით.. :/

mariami: ნოემბერი 10, 2013||10:12pm

შენც კარგად ღშფოთავ ლაშა მარა მართალი ხარ!

"თუმცა რა?! როცა ხედავნ მგალობლების ხორხოცს, საუბარს, ჟრიამულს, ნაბახუსევ სახეებს, ტელეფონზე თამაშს, შვილისტოლა სტიქაროსნების ამაყ რჩევებს, მითითებებს, "კურთხევებს", დარიგებებს, ისინიც ბრზადებიან ჩვენზე და არც უნდა მიკვირდეს უბრალო მრევლის ასეთი ქმედება. არ ვიცი რაზე ვიდარდო, ნამდვილად აღარ ვიცი. "

 მხოლდოდ და მხოლოდ ჩვენ ადამიანები!!!!!!!!და ვის გონია თავი გამორჩეული ბრბოსგაბნ??......და საკუთარ თავზე მესამე და მეორე პირში ლაპარაკი...აქ ვიღუპებით მაგრა არა საყვარლად.

 

ლაშა: ნოემბერი 10, 2013||10:54pm

mariami კი, გეთანხმები... ალბათ გეთანხმები :) ვკითხულობ და აღარ მომწონს რომ გამოვაქვეყნე :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

Qwelly World

free counters