მაპატიე..მაპატიე უფალო,რომ ისეთი არ ვარ როგორიც გინდა,რომ ვიყო...მაპატიე რომ ყოველ წუთს ვცოდავ..მაპატიე,რომ ყოველ ჩემს აღსარებას,კიდევ ერთი ცოდვა ემატება,მაპატიე რომ არ გიფასებ ამაგს...მაპატიე რომ ზოგჯერ არ ვიცავ მცნებებს და ვარღვევ მარხვას,მაპატიე რომ არ ვზრუნავ სულზე ისე,როგორც სხეულზე,მაპატიე რომ უნებურად ვტკენ,ვანერვიულებ..მაპატიე რომ გტკენ...მაპატიე რომ ზოგჯერ ცოდვას ნებით ჩავდივარ,იმ იმედით რომ მაპატიებ...მაპატიე,რომ ისე ძლიერ არ მიყვარხარ როგორც უნდა მიყვარდე,მაპატიე რომ დაპირებებს არ ვასრულებ პირნათლად..მაპატიე,რომ ზოგჯერ ვცრუობ,მაგრამ არასოდეს სხვის საზიანოდ..თუმცა რა მნიშვნელობა აქვს....დიდი და პატარა ცოდვა ხომ არ არსებობს,ისევე როგორც "ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქურდია"....მაპატიე,რომ ვერ გსტუმრობ ხშირად...მაპატიე,რომ ზოგჯერ ცოდვას ვარჩევ,ტკბილ ზიარებას...მაპატიე,რომ დაღლილი,ურცხვად მოვდივარ შენთან ატირებული,გიჩოქებ და შენდობას ვითხოვ,მე ხომ ვიცი რომ არ ვარ კარგი..უფალო შენ ხომ იცი,რომ ეს ცრემლები სინანულისაა,ხომ იცი როგორ მინდა კარგი გავხდე,ხომ იცი როგორ ვცდილობ..მე ვიცი,რომ შენ იცი,ვგრძნობ..ვგრძნობ,რომ არასოდეს არ მტოვებ,ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძობ...როცა მტკივა,როცა მიჭირს,შენთან მოვდივარ და საოცარ შვებას ვგრძნობ..შენი სიყვარული მავსებს უფალო...ხშირად მიფიქრია,რომელი მეგობარი გვაპატიებდა ერთსა და იგივე შეცდომებს ამდენჯერ,რომელი მეგობარი მოგცემდა ამდენ შანსს?და თუ გვაპატიებდა,გვაპატიებდა კი ისე,რომ გულში არ ჩაედო?ერთხელ მაინც რომ არ შეეხსენებინა?მაპატიე უფალო..მაპატიე,რომ ერთიდაიგივე შეცდომას ვუშვებდი და როცა მეგონა,რომ არ მაპატიებდი,სწორედ მაშინ ხელში აყვანილი მიგყავდი ტაძრამდე,თავზე შენს თბილ ხელს გადამისვამდი და შენს სისხლსა და ხორცს მაზიარებდი...მაპატიე უფალო,მაპატიე ისიც რომ ესე ვფიქრობდი..შემეწიე უფალო,მარტო არ დამტოვო...დამეხმარე,რომ სწორი გზით ვიარო..დამეხმარე,რომ შენს სიყვარულსა და რწმენაში გავძლიერდე..დამეხმარე,რომ არასოდეს წავიდე შენი მცნებების წინააღმდეგ..დამეხმარე,რომ სიყვარული ისევ შევძლო,რომ არ დავეცე,ან თუ დავეცემი ისევ შევძლო წამოდგომა..დამეხმარე,რომ ჩემი მძიმე ჯვრის ტარება შევძო და სხვებსაც ხელი შევაშველო...დამეხმარე,რომ მეტის დათმენა შევძლო,პატიება შევძლო.მიმრავლე ცრემლი სიხარულის,სინანულის,ბედნიერების...გამხადე ღირსი ხშირად ვეზიარო შენს სისხლსა და ხორცს,საკურნებლად სულისა და ხორცისა...დაიფარე უფალო სრულიად საქართველო და ქართველნი,გაუნათლე გონება და გული,დაიფარე და დაიცავი ავისგან და ცუდისგან ჩემი მეგობრები..გაგვაძლიერე და განგვამტკიცე რწმენაში...თვალცრემლიანი გევედრები უფალო,დაიფარე ყველა განურჩევლად სქესისა,ასაკისა და ეროვნებისა..უფალო შეგვიწყალენ...ამინ...

ნახვა: 502

ტეგები: qwelly, qwellyland

ლაშა: აგვისტო 27, 2013||2:11am

ანი, შენი დაწერილია? 

ani: აგვისტო 27, 2013||11:38am

არაა ლაშაა :) შემთხვევით ვნახე :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters