შუაღამიანზე ლოცვა დიდი ხნის წინ მივატოვე, მაგრამ თუ შემთხვევით უძილობა გამოერია, ფილმისყურებას თავს ვერ ვაღწევ. ბოლო დღეებში გამიმართლა და რჩევებს აყოლილმა მეტნაკლებად კარგი ფილმები ვნახე (სხვებზეც მოგიყვებით მოგვიანებით). დღევანდელ დღეს, მარტინ სკორსეზეს შარშან გადაღებულ და ქართულ ინტერნეტ სივრცეში ბოლო პერიოდში გახმაურებულ ფილზე მინდა გესაუროთ.
საენციკლოპედიო ინფორმაცია ფილმის შესახებ:
საუკეთესო კინემატოგრაფიისთვის ოსკარზეც წარადგინეს წელს ფილმი, მაგრამ ამაოდ ლა ლა ლენდს დარჩა იქ ოსკარი (იხ. ოსკარის 2017-ის გამარჯვებულები)
გახმაურებულიათქო ვახსენე, მაგრამ თავად ფილმს ხმაურის ანტონიმი - "სიჩუმე" (silence) ჰქვია, უფრო ფილმისეული იქნება, თუ ვთარგმნით როგორც "დუმილი". ფილმი მოგვითხრობს, შუასაუკუნეების ბოლოს, იაპონიაში კათოლიკური ეკლესიის მისიონერებზე, რომლებიც ცდილობენ იაპონია გააქრისტიანონ. ფილმის დაძაბული სიუჟეტი მარტვილი იაპონელების და მათი დანჯვით რწმენაშერყეული პორტუგალიელ-ესპანელი მისიონერების დრამაა.
ფილმიდან კარგად ჩანს, ძლიერი ქვეყნის ტრადიციული მოსახლეობისთვის რა რთულია და პრინციპში, შეუძლებელიც კია, ქრისტიანობის მიღება. იქ არც თავისუფლებაა ისეთი, როგორც ქრისტიანები უხსნიან და არც ჭეშმარიტებაა ერთი და ურყევი, ასეთ დროს სასოწარკვეთა გარდაუვალია და ამიტომ ელოდებიან მისიონერებიც ხილულ სასწაულს და მხოლოდ იმის იმედადღა რჩებიან. მდუმარებაც ამიტომ ჰქვია ფილმს - აშკარაა, აქ უფლის მუდმარება იგულისხმება, რომელიც, ჩემი აზრით, სულაც არ დუმდა და ყოველი განაკუთრებული განსაცდელის დროს, სწორედ უფალი ჩნდებოდა მთავარი გმირის გვერდით, თან ისეთი სახით, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდა. სულ ბოლო კადრში კი, მამა ალეხანდროც (მთავარი გმირი) აღიარებს, რომ უფალი დუმდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ პადრეს არ ესმოდა მისი ან იქ ეძებდა, სადაც არ იყო (როგორც პრინციპში ხშირად ხდება ხოლმე). ფილმი მართლაც დაძაბულია და მთელი ორსაათნახევრის განმავლობაში მქონდა იმედი გამოდარების. შედეგს არ გაგიმხელთ. ერთი კი უნდა ვთქვა, ფილმი დასრულდა და მქონდა განცდა, რომ მას არ აქვს რაიმე კონკეტული შეტყობინება მაყურებლისთვის. ფართო დიაპაზონის, მრავალი სხვადასხვა საკითხის უზადო წარმოჩენის მიუხედავად, კონკრეტულად, რისი თქმა სურდა სკორსეზეს, ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს წავაწყდებით, თუკი რომელიმე ეპიზოდზე დაყრდნობით მთლიანად ფილმის მთავარ სათქმელს განვსაზღვრავთ.
ვინაიდან ახალი ფილმია და ჯერ ბევრს არ უნახავს, მიჭირს საუბარი (სპოილერობა დასჯადი უნდა იყოს!), ამიტომ მოკლედ მოვჭრი - ნახეთ ფილმი და შემდეგ ვიკომენტაროთ.
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია