საღამოს ათის წუთები იყო თვალების საშინელი სიმძიმე ვიგრძენი, მოვკიდე ჩემს ლეპტოპს ხელი, დავიდგი სასთუმალთან და თვითონ წამოვწექი - ნახევარი საათით თვალებს დავასვენებთქო.
პირველი იყო დაწყებული როცა თვალი გავახილე. ლეპტოპი დამჯდარიყო. ავდექი. შემაცია. ყველას ეძინა დედას გარდა, მას სამზარეულოში ფუსფუსი არ დაესრულებინა - ხვალ პასკა აქვს გამოსაცხობი (დაუგვიანდა) და კვერცხი შესაღები.
ავდექი, ჩვეული საქმე გავაგრძელე კომპიუტერთან და უკვე ღამის 2-ზე თავიდან მივედი საწოლთან სიკვდილსმიმსგავსებული მდგომარეობისთვის. ვწევარ. ფიქრებმა გონება სახეტიალოდ გაწირეს. მერე კი მომაგონდა რამდენიმე საათის წინანდელი საქციელი.
მეც ზუსტად ისე, იმ დღეს და იმ დროს დამეძინა, თან უგუნოდ, როგორც გეთსემანიის ბაღში გამორჩეულ მოციქულებს. იქნებ, გუშინ ჩემს საწოლთანაც მოვიდა უფალი და მნახა, რომ მაშინ, როცა ის თავად სისხლმდინარე ცრემლებით ევედრებოდა მამას, მე, მის თანაზიარს, ამ დროს ტკბილად მეძინა? ზოგჯერ არის მომენტები, როდესაც შეხვედრაზე მისასვლელს დაგეძინება და გაღვიძება იწყება ნერვიულობით და ფორიაქით - დაიგვიანე, ვერ მიხვედი და ა.შ. ნერვიულობა ამ დროს ისეთი ძლიერია, აზროვნება ქვეითდება. მაგრამ ახლა არა (ხომ ხედავთ, წერასაც კი ვახერხებ). შინაგანი სიმშვიდე და მხოლოდ უძილობა. ნეტავ რას გრძნობდნენ პეტრე, იაკობი და იოანე, როდესაც უფალმა უთხრა - "გაიღვიძეთ, დროა" და უმალვე თავს წაადგნენ შესაპყრობად მოსულნი? პეტრეს უარყოფას, ცხოვრების ბოლომდე შეუშრობელი ცრემლი მოჰყვა, მაგრამ გეთსემანიაში ჩაძინებას? ამის შესახებ არაფერი მსმენია არცერთი მოციქულის ცხოვრებიდან. ნუთუ ყველა ასე მარტივად პატიობს ძილს საკუთარ თავს? განა, სულის მხნეობა ხორცს არ უნდა დაეტყოს? განსაკუთრებით აღმდგარ, სულიწმინდამოფენილ ეკლესიაში?!
უკვე 5 საათია. 2 საათში ადგომა მიწევს, რომ წავიდე და ვნების სახარებებს მოვუსმინო. რომ მივალ იქ, როგორ მოვიქცე? მეც შევიპარო და კოცონთან ჩამოვჯე გასათბობად? მე ხომ ვიცი, პეტერსგან განსხვავებით, ჩემი ამპარტავნება არ მომცემ საშუალებას უარვყო და ამის ნაცვლად ურცხვად ვიტყვი, მეც მისიანი ვართქო. მაგრამ როცა ის განსაცდელში იყო, მე ხომ მეძინა? როცა სულს გაუჭირდება და განსაცდელს ვერ ითმენს - იესო, იესო, იესოს ვიძახი და ამ დროს მის ცოცხლად გამოჩენასაც ვითხოვ. თავად კი, მხოლოდ ერთხელ დავჭირდი იესოს, ისიც მხოლოდ ფხიზლად ყოფნა მთხოვა, რომ განსაცდელში მარტო არ ყოფილიყო და ...
მამალიც არ ყივის დღეს. მხოლოდ ცა ტირის, ცხადია - ჩემს ნაცვლად, აბა მე და ტირილი? საიდან სადაო...
თავმდაბლობად ნუ მონათლავთ ამ ტექსტს.
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია