ისევ და ისევ ბავშვობა... ის წელი, რომლის მატარებლმა დიდი ხნის უკან ჩაიარა და სამწუხაროდ უკან არ დაბრუნდება. ერთი წამით, რომ შევაჩეროთ დრო და ბავშვობაში ჩავიხედოთ ალბათ ძალიან ბევრს ვიცინებთ საკუთარ თავზე, ჩვენი ბავშური ფანტაზიებისა და საქციელების შემყურე და რახან ეს შეუძლებელია მოდი ერთად გავიხსენოთ, თუ რა გვეგონა როცა პატარები ვიყავით...

ბავშვობის მოგონებები, bavshvobis mogonebebi, Qwelly, ქველი, ბლოგი, ბავშვობა, მოგონება, სურვილი, ოცნება, სიზმარი

1) ბავშვობაში მეგონა, რომ მაღაზიის გამყიდველებს შეეძლოთ ეჭამათ ტკბილეული და ნაყინი უფასოდ მთელი დღის განმავლობაში და მშურდა მათი.

2) როცა დავაცემინებდი და მეუბნებოდნენ ახედე ჭერში ბაბუა არისო, ვეძებდი თუ სად იყო.

3) მეგონა, რომ ტელევიზორში წამყვანები მართლა ისხდნენ და მიკვირდა როგორ ეტეოდნენ და სულ უკან ვუყურებდი ტელევიზორს.

4) მეგონა, რომ ფილმებში მართლა იხოცებოდნენ და მერე სხვა ფილმებში, რომ ვხედავდი მიკვირდა აქ როგორ არის თქო.

5) მეგონა, რომ ბასტი და ბუბუ მართლა ცოცხლები იყვნენ და ვოცნებობდი, რომ მათთან ერთად მეთამაშა და ჩავხუტებოდი.

6) მეგონა, რომ ლამაზ ყდიან წიგნში ძალიან მაგარი რაღაცეები ეწერა.

7) როცა ავტომანქანით ვმგზავრობდი, მეგონა გზა და ხე დადიოდა და არა მანქანა.

8) მეგონა, რომ თუ კურკას სადღაც გადავაგდებდი იქ ამოვიდოდა ხე.

9) მეგონა, ჩემი თოჯინები საღამოობით ცოცხლდებოდნენ და როცა დავწვებოდი ახლოს დავისვამდი და საღამოს ჩუმად თვალს ვახელდი, რომ დამენახა რას აკეთებდნენ. და კიდე ველაპარაკებოდი, მეგონა ესმოდათ ჩემი.

10) მეგონა, არსებობდნენ პატარა კაცუნები, რომლებიც სახლში დარბოდნენ და ვერ ვხედავდი.

11) მეგონა, მასწავლებლები საჭმელს არ ჭამდნენ და არც სვმადნენ, იმიტომ, რომ მასწ-ები იყვნენ.

12) ქუჩაში ყველას უნდა მივსალმებოდი თუნდაც არ ვიცნობდე.

13) მეგონა, წვიმის დროს მზე მართლა პირს იბანდა და სულ ცას ვუყურებდი.

14) მეგონა, რომ თუ ცისარტყელას გადავუფრენდი, ბიჭი გავხდებოდი და სულ ვოცნებობდი.

15) მეგონა, რომ მე კი არ ვიზრდებოდი არამედ ტანსაცმელები პატარავდებოდა.

16) მეგონა, ადრე ცხოვრებაც შავ-თეთრი იყო როგორც ფოტოზე და ფილმეში.

17) მეგონა, რომ დავწვებოდი საწოლის ქვეშ ვიღაც იყო და თუ არ დავიძინებდი წამიყვანდა (კი არა, წამათრევდა სადღაც).

18) მეგონა, დიდობა კარგი იყო და ვოცნებობდი გავიზარდო მალეთქო. სულ მშურდა უფროსები რო გვიანობდამდე იყვნენ და სადღაც მეპარებოდნენ და რომ არ წავეყვანე მე ადრე მაძინებდნენ, არ მეძინებოდა მაგრამ მაინც.

19) მეგონა, მზე მართლა ჩადიოდა ზღვაში.

20) მეგონა, რომ ციცინათელები ცეცხლს ყლაპავდნენ და მეშინოდა ხელში დაჭერა.

21) ნუკრი და სულიკო ბიჭის სახელი მეგონა მიკვირდა გოგოს რატო ქვია და სულ მეცინებოდა.

22) მეგონა, თოვლის ბაბუ მართლა არსებობდა და ვოცნებობდი ჩამოსულიყო ჩემთანაც, ახალი წლის ღამეს სულ ცაში ვიყურებოდი და ვოცნებობდი დამენახა .

23) მეგონა,უცხოპლანეტელები მართლა თეფშებით დაფრინავდნენ

24) მეგონა, რომ "თუთა" (ხილი) მკვადრი მატლი იყო და არასდროს ვჭამდი.

25) მეგონა მატლი გველის შვილი იყო და თუ მოვკლავდი, გაწვიმდებოდა.

26) და მეგონა, რომ დიდობა ძალიან ძალიან მაგარი იყო!

      ბევრი რამ აღარც მახსოვს რა მეგონა თქვენც ალბათ ესე იყავით ხო?

ბავშვობის მოგონებები, bavshvobis mogonebebi, Qwelly, ქველი, ბლოგი, ბავშვობა, მოგონება, სურვილი, ოცნება, სიზმარი

ბავშვობის მოგონებები, bavshvobis mogonebebi, Qwelly, ქველი, ბლოგი, ბავშვობა, მოგონება, სურვილი, ოცნება, სიზმარი

ნახვა: 5519

ტეგები: Qwelly, ბავშვობა, ბლოგი, სიზმარი, ქველი

makuna: დეკემბერი 28, 2013||12:01am
Mარი ამ ყოველივეს,რომ ვკითხულობდი, მაგონდებოდა ჩემი ბავშვობის განვლილი კადრები..:)
მარი: ოქტომბერი 8, 2014||10:31pm

მარიამ კვარაცხელია: მეცც და დღემდე არ ვჭამ თუთას :D :D

ლაშა: ოქტომბერი 19, 2016||12:30am

გოგოებო, თეთრი თუთაც არსებობს. გაწვიმება კი, მე ბაყაყზე ვიცოდი. :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Steal a Brainrot: How to Get Eclipse Sammyni Spookyni in 2026

გამოაქვეყნა Humboy_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2026.
საათი: 12:37pm 0 კომენტარი

Eclipse Sammyni Spookyni is a Halloween-themed Brainrot that players may want to add to their collection in Steal a Brainrot. Limited-time Halloween content can make rare Brainrots especially desirable, but obtaining a specific variant may…

გაგრძელება

WoW Forever Hunter Guide on U4GM for Safer Positioning

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2026.
საათი: 7:12am 0 კომენტარი

The Hunter in WoW Forever can keep firing while moving, so safer positioning means using range, wide arcs, and an open escape route as elite foes and large groups grow more dangerous. You can review…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters