ამბობენ, ევროპის ერთი ნიშა ის გახლავთ, რომ ევროპელები ცდილობენ რაც შეიძლება ხშირად იგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არა პირადი ავტომობილებითო.
მცხეთა-თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის გადამკიდეს კი, ერთი სული გაქვს, როდის გექნება საშუალება შენი მანქანა იყიდო რომ მათზე აღარ იყო დამოკიდებული. ანუ შანსი ევროპელობისა ამ მხრივადაც მინიმუმამდეა დასული, სხვა რამეებზე რომ აღარ ვისაუბრო.
უკვე წლებია მოუგვარებელ, დაურეგულერებელ პრობლემად იქცა მცხეთიდან-თბილისისკენ მგზავრობა და პირიქით. იმედგადაწურულმა მოსახლეობამ, ვინც ადრე ამავე მარშრუტკებით მგზავრობდა და მიხვდა რომ გამოსწორების შანსი არ იყო, ავტომობილები შეიძინა და დღეს პრობლემა ნახევარი მცხეთისთვის "ამ ჩემ ჭირას" პრინციპზე გადავიდა.
გუშინ, 17:10 იქნებოდა სახლიდან რომ გავედი, 18:00-ზე ლექციას მივუსწრებთქო. დაღმართზე ჩავდიოდი როდესაც მარშრუტკამ ჩაიშხუილა. შორიდანაც მოკრავდით თვალს კარზე აკრულ მგზავრებს, როგორც ადრე - ბედნიერი და ხალისიანი დილა რომ გამითენდა. მეორე მარშრუტკა მოვიდა 17:27-ზე. შორიდან ცოტა ეჭვისთვალით ვუყურებდი, მაგრამ ავედი თუ არა, ამოვისუნთქე - 20 ადგილიდან 16 თავისუფალი იყო. 5 მგზავრი მცხეთიდან თბილისამდე - ეს მარშრუტკისთვის გაკოტრების ტოლფასია.
21:25 - დიდუბის მეტროდან გამოვდივარ და კისრისტეხით გავრბივარ მარშრუტკების გაჩერებისკენ. როდესაც დიდ მოედანზე შემოვუხვიე, სადაც მეგულება პატივცემული მიკროავტობუსები, ვხედავ რომ მხოლოდ ერთი დგას. საათს დავხედე - ჩემმა ტელეფონა - 21:31 მიჩვენა.
- გამარჯობა, ეს 10 საათიანი მარშრუტკაა? - თან ბილეთის ფული გავუწოდე და საუბარი გავუბი.
- დიახ.
- ამის წინა დიდი ხნის წინ გავიდა?
- არა, ათის ნახევარზე. რამდენი ბილეთი?
- ერთი. მადლობა
ავდივარ მარშრუტკაში და 5-6 ადამიანი უკვე ზის.
არალოგიკურია, თუ 10-ის ნახევარზე გავიდა, 2 წუთში ამდენი ადამიანი აქ ვერ მოხვდებოდა - გაყვებოდა წინა მარშრუტკას, რადგან უმრავლესობა სკოლის მოსწავლე ან სტუდენტის ასაკისანი არიან. არის მეორე ვარიანტი - წინა მარშრუტკა ისეთი სავსე გავიდა, რომ ესენი ფიზიკურად ვერ დაეტივნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში, რატომ დგას აქ მხოლოდ ერთი მარშრუტკა? განა ნახევარ საათში 15 ადაიანზე მეტი არ მოვა?
ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ჩემი ბოლო განაფიქრი ახდა. 21:57 წუთი. დიდუბიდან მცხეთის მარშრუტკა დაიძრა, 20 ადამიანი სკამებთან მოკალათდა, 14 ადამიანი კი სკამებს შორის დგას გაუნძრევლად, ჩაპრესილები. და ქვემოთ 7 ადამიანი გვიყურებს შურის თვალებით - მათი ადგილი მარშრუტკაში აღარ იყო და ახლა 23:00-ს უნდა დალოდებოდნენ. ბოლო ხანებში, მცხეთის მერიამ მოიფიქრა და დაადგინა, რომ მცხეთაც შესაძლოა ქალაქი გახდეს და თბილისიდან ბოლო მარშრუტკა რომ ათ საათზე გამოდის, მოსახლეობისთვის საშინლად არაკომფორტულია. რადგან ბევრი გვიანობამდე მუშაობს და ეგეც არ იყოს, უბრალოდ თბილისში შემოღამება მრავალთათვის ფრიად სასიამოვნოა. ამიტომ 22:00 და 23:00 არის დიდუბიდან მცხეთისკენ მიმავალი ბოლო ორი მიკროავტობუსის გასვლის დრო.
როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?
რთული გზა:
• დავაყენოთ მცხეთაში გაჩერებებზე კამერები, რომელიც დაკავშირებული იქნება მიკროავტობუსების გაჩერებასთან, როცა მძღოლი დაინახავს რომ გაჩერებებზე ხალხი მომრავლდა, გამოვა სადგომიდან.
• ჩატარდეს საფუძვლიანი მოკვლევა და ანალიზი (რაც ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა), რომ დადგინდეს მიკროავტობუსებმა როგორი განრიგით უნდა იარონ მცხეთიდან თბილისიკენ. იგულისხმება - დილის საათებში რა ინტერვალით, შუადღის საათებში რა ინტერვალი და საღამოს საათებში რა ინტერვალით. სეზონების მიხედვით. ასევე სადღესასწაულო დღეებსა თუ კვირებში. უფრო კონკრეტულად - დაკვირვება და მოსახლეობის გამოკითხვა.
• დაინიშნოს ვაგონი "ვაგზალის მოედანი - დიდუბე - მცხეთა - არმაზი - ძეგვი" - ეს ზედმეტად რთული გზაა.
მარტივი გზები:
1. დაურიგდეს მძღოლებს კორპორაციული ნომრები.
2. ამოქმედდეს კანონი, რომელიც კრძალავს ფეხზე დგომას მარშრუტკაში.
3. ყველა მარშრუტკაში იყოს გამოკრული განცხადება, წითელი სათაურით - ყურადღება!!! და შავით თეთრზე დაწერილი, მსხვილი შრიფტით: "მიკროავტობუსში დასაჯდომი ადგილების შევსებისთანავე, მგზავრები ვალდებულნი არიან მძღოლს შეახსენონ, დარეკოს დისპეჩერთან, რათა მომდევნო მარშრუტკა დაუყონებლივ გამოვიდეს სადგომიდან"!
მეორე პუნქტის, მესამეს გარეშე ამოქმედება დაუშვებელია!
კიდევ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ ეს ის ელემენტარული რჩევებია, რომლებიც ვფიქრობ, აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.
და ბოლოს, კიდევ ერთი რჩევა.
ინტერნეტი სავსეა ღამის მცხეთის ფოტოებით, შესანიშნავი დასათვალიერებელია ეს ქალაქი ღამით და სასეირნოდაც ფრიად საამო, მაგრამ რად გინდა, როდესაც ჯგუფელები გაიგებენ რომ მცხეთიდან ბოლო მარშრუტკა 9-ის ნახევარზე გამოდის, ზაფხულში კი ამ დროს ჯერ კიდევ დღეა, ქალაქის მონახულების სურვილი კლებულობს. ამიტომ, იქნებ თბილისელებსაც სურთ მცხეთაში დიდხანს ყოფნა ან ტურისტებს ან სხვებს და სხვებს, იქნება კიდევ ერთი მარშრუტკა დაემატოს მცხეთიდან თბილისისკენ წამსვლელი, ათისნახევრიანი?
მადლობა ყურადღებისთვის.
Kakha, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ გზას კიდევ "მართვის მოწმობა" სჭირდება, უარს ვიტყოდი მაგ "შემოთავაზებაზე", ხოლო მეორე გზას რაც შეეხება - ესეც განწირული სულისკვეთება იყო ჩემი მხრიდან, რადგან "რთულ გზაში" შედის ეგ და არავინ აირჩევს მაგ გზას :D
ეგ სხვა პრობლემაა და მაგაზე თბილისელებმა პოსტონ :P :D ან თ მინცდამაინც კუთხის პატრიოტები დარჩნენ ლიხს იქით, იმათმაც :D
ჩემი მხოლოდ ერთი უბანია და იქ, არცერთი რეგიონალურ-რაონული მარშრუტკა არ მოძრაობს :D ეგეც არ იყოს, არც ამ რეგიონალური მარშრუტკების მგზავრები ცხოვრობენ იმ უბანში (ნუ, თითოოროლა შეიძლება) :D
ლაშ როგორც ვიცი ფეხზე დგომა იკრძალება, მაგრამ მძღოლები მგაზვრებს მაინც უშვებენ. აბა ხომ არ დატოვებენ? თან ფარდებს აფარებენ პატრულმა რომ არ შეამჩნიოს :D :D :D
Kakha, დახურე ეგ გზები და რითი იმგზავრებ მაგასაც ვნახავ :D სამტრედიაც მოგენატრება და ოზურგეთიც :D იქნება და ურმებს გამოვყვე ხოლმე და შემოგისკუპავ შენც :D
თათია, ჩემო გემრიელო, სწორედ ამიტომაა აუცილებელი მეორე და მესამე პუნქტების ერთად შესრულება, თორემ როცა მაგ წესის დაცვა დაიწყეს, ყველაზე მეტად მე გავიჭყლიტე :D :D
და რკინიგზის "სადგური-ნარეკვავის" "მიკროავტობუსზე" რას გვეტყვი? ცხრის თხუთმეტ წუთზე რომ გავდივარ სახლიდან და ცხრას თხუთმეტი რომ აკლია,ძლივს მივდივარ სკოლაში,ისიც თანამშრომლის მანქანით და ისიც ღია გაკვეთილის დღეს,როცა პირველი ქართულია? ეჰ,შენ ხომ არ იცი,როგორ მენატრება ეგ დრო ჩემს ცხოვრებაში,რომელზეც შენ ჩივი...
Kakha შუქი არა პრობლემა, ყოველ მეორე დღეს ან ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე. პურის რიგები ჯერ არ ჩანს, მაგრამ ვნახო, ვნახოთ... :D
რაც შეეხება მეორე კომენტარს, გაკომფორტულებულ მგზავრობასთან დაკავშირებით, მინდა დაგეთანხმო - კი! დღეს მაგალითად, ისეთი სავსე მოვიდა ერთი მარშრუტკა რომ ვერ ავედი, ხოლო მეორეს წინ გადავუდექი გააჩერეთქო და გააჩერა, თორემ ისიც ხელების გასავსავებით აპირებდა ჩაქროლვას - ავედი კარებზე და ასე ჩავედი თბილისამდე.
აი, წამოსვლისას კი თბილისში 15 წუთი ველოდე რომ საერთოდ მოსულიყო მარშურტკა დიდუბეში :D
თამარ გელიშვილი ასაკობრივ პრობლემებზე ნუ ვისაუბრებთ (ციტ. "მენატრება ეგ დრო ჩემს ცხოვრებაში,რომელზეც შენ ჩივი"). რაც შეეხება ადგილობრივ, ქალაქის შიდა მუნიციპალურ ტრანსპორტს.
ასევე დიდი პრობლემებია მაგ ტრანსპორტთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც პრობლემას წამოაყენებ შემდეგ რაიმე გზაც უნდა შესთავაზო გამოსწორების და ჯერ არ მიფიქრია მაგაზე. მოვიფიქრბ და გეტყვი აუცილებლად.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია