გთხოვთ წამოდგეთ რიგითო ეშმაკუნებო, თავადი ბელზებული მობრძანდება.
პატარა ეშმაკუნები კუდის ქანქარითა და რქების ჭახა-ჭუხით წამოიშალნენ და აჟიოტაჟით მიეგებნენ მთავარს, რომელიც მეტისმეტი მედიდურობით მოიკლაკნებოდა და მოიმანჭებოდა.
- სხდომას გახსნილად ვაცხადებ - წამოიწყო ვასილისკომ - პირველი მომხსენებელი იქნება "დაყავი და იბატონეს" სატანა. გთხოვთ მთავარ ბელზებულს წარუდგინოთ რა ხდება ადამიანთა შორის, რა ამბებია?
- ახლავე მოგახსენებთ ბატონო - სიამაყითა და მეტისმეტი ქვეშ-ქვეშობით დაიწყო - უნდა გითხრათ რომ ქრისტეს ნამდვილი მიმდევრები იშვიათობაა და საქმე უფრო და უფრო მიმარტივდება, ისე არიან დათითოკაცებულნი, როგორც აქამდე არასდროს. რაც, ვფიქრობ ჩვენი გამარჯვებაა!
- ბრიყვო! - დაიღრიალა ბელზებულმა - რას ამბობ? ჩვენი გამარჯვება? ეს სიტყვები ხომ სწორედ კაცთაგან სმენია როცა დამარცხების სუნი ასდის მათ სულებს? ეგეც არ იყოს, შენი ნახარები "დათითოკაცების" ამბავი ვერ გადავწყვიტე კარგია თუ ცუდი?!
- რას აბობთ, განა სულ იმას არ ვცდილობდით მათი ერთობა მოგვესპო? ახლა რაშია საქმე?
- საქმე იმაშია, რომ როდესაც ერთად არიან, თავი დაცულები და ყველაზე ძლიერები ჰგონიათ, ღმრთისაგან გამორჩეულობა ისე ავსებს და აღმაღლებს მათ ბუნებას, ისე აღტკინებულები არიან საკუთარი პატივმოყვარეობით, რომ ჩემი კერძი ხდებიან - პატივმოყვარეობა ხომ ჩემი საყვარელი ცოდვაა.
- მაშ, ჯობს ერთობით ილოცონ?
- ვაი თუ მათი ლოცვა ზეციურ საუფლოს მიწვდეს? იქნებ მართლაც ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან? ერთობა დიდი ძალაა!
- მაშ დავყოთ, როგორც აქამდე ვაკეთებდი და რისი ხარებაც დღეს თქვენთვის მეწადა დიდო თავადო.
- დავყოთ! მაგრამ დაყოფისას, დათითოკაცებული ქრისტიანები, უარყოფილნი ყველასაგან - ოჯახისგან, მეგობრებისგან, ზოგჯერ ეკლესიიდანაც კი, თუკი სასოწარკვეთილებას არ მიეცემიან (დარბაზში სასოწარკვეთილების სატანამ ნიშნის მოგებით გადაიხარხარა), მაშინ მათი ერთადერთი გზა ქრისტეს სასოება და მისდამი მორჩილებაა, მორჩილება კი ყველაზე ძლიერი იარაღია ჩვენს გასანადგურებლად.
- მაშ, რა ვქნათ? გამოსავალი არ გვაქვს არც ჩვენ და არც მათ?
- მათი გამოსავალი როგორც ყოველთვის ქრისტეა, ზომიერება და თავმდაბლობა, ჩვენი კი ამ ზომიერების უზომოობაში გადაზრდა და თავმდაბლობიდან პატივმოყვარეობამდე აღტაცება!
"აბა, ქრისტეს ვერაფერს ვუხერხებთ და..." - სადღაც შორიდან სიტყვა ჩააკვეხა და ჩაიცინა ცინიკოსმა სატანამ.
იხილეთ ჩემი სხვა ზე-აღსვლები:
ნახვა: 782
ტეგები: Qwelly, ბლოგი, ვარიაცია, თავმდაბლობა, მორჩილება, ქველი, ქრისტიანობა, შეკრებები_ჯოჯოხეთში
ამათ აქვთ თუ აქვთ :D
ღამბურძგლა :-(
რბილი ავეჯის გარდა კიდევ იმდენი მოსახიბლი და სანეტარო ამბებია იქ, რა ჩამოთვლის მაგას :D
არ იქნება მანდ კრიზისი :D სულ იყიდება მაგათი პროდუქცია
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია