ამბობენ, ევროპის ერთი ნიშა ის გახლავთ, რომ ევროპელები ცდილობენ რაც შეიძლება ხშირად იგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არა პირადი ავტომობილებითო.
მცხეთა-თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის გადამკიდეს კი, ერთი სული გაქვს, როდის გექნება საშუალება შენი მანქანა იყიდო რომ მათზე აღარ იყო დამოკიდებული. ანუ შანსი ევროპელობისა ამ მხრივადაც მინიმუმამდეა დასული, სხვა რამეებზე რომ აღარ ვისაუბრო.
უკვე წლებია მოუგვარებელ, დაურეგულერებელ პრობლემად იქცა მცხეთიდან-თბილისისკენ მგზავრობა და პირიქით. იმედგადაწურულმა მოსახლეობამ, ვინც ადრე ამავე მარშრუტკებით მგზავრობდა და მიხვდა რომ გამოსწორების შანსი არ იყო, ავტომობილები შეიძინა და დღეს პრობლემა ნახევარი მცხეთისთვის "ამ ჩემ ჭირას" პრინციპზე გადავიდა.
გუშინ, 17:10 იქნებოდა სახლიდან რომ გავედი, 18:00-ზე ლექციას მივუსწრებთქო. დაღმართზე ჩავდიოდი როდესაც მარშრუტკამ ჩაიშხუილა. შორიდანაც მოკრავდით თვალს კარზე აკრულ მგზავრებს, როგორც ადრე - ბედნიერი და ხალისიანი დილა რომ გამითენდა. მეორე მარშრუტკა მოვიდა 17:27-ზე. შორიდან ცოტა ეჭვისთვალით ვუყურებდი, მაგრამ ავედი თუ არა, ამოვისუნთქე - 20 ადგილიდან 16 თავისუფალი იყო. 5 მგზავრი მცხეთიდან თბილისამდე - ეს მარშრუტკისთვის გაკოტრების ტოლფასია.
21:25 - დიდუბის მეტროდან გამოვდივარ და კისრისტეხით გავრბივარ მარშრუტკების გაჩერებისკენ. როდესაც დიდ მოედანზე შემოვუხვიე, სადაც მეგულება პატივცემული მიკროავტობუსები, ვხედავ რომ მხოლოდ ერთი დგას. საათს დავხედე - ჩემმა ტელეფონა - 21:31 მიჩვენა.
- გამარჯობა, ეს 10 საათიანი მარშრუტკაა? - თან ბილეთის ფული გავუწოდე და საუბარი გავუბი.
- დიახ.
- ამის წინა დიდი ხნის წინ გავიდა?
- არა, ათის ნახევარზე. რამდენი ბილეთი?
- ერთი. მადლობა
ავდივარ მარშრუტკაში და 5-6 ადამიანი უკვე ზის.
არალოგიკურია, თუ 10-ის ნახევარზე გავიდა, 2 წუთში ამდენი ადამიანი აქ ვერ მოხვდებოდა - გაყვებოდა წინა მარშრუტკას, რადგან უმრავლესობა სკოლის მოსწავლე ან სტუდენტის ასაკისანი არიან. არის მეორე ვარიანტი - წინა მარშრუტკა ისეთი სავსე გავიდა, რომ ესენი ფიზიკურად ვერ დაეტივნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში, რატომ დგას აქ მხოლოდ ერთი მარშრუტკა? განა ნახევარ საათში 15 ადაიანზე მეტი არ მოვა?
ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ჩემი ბოლო განაფიქრი ახდა. 21:57 წუთი. დიდუბიდან მცხეთის მარშრუტკა დაიძრა, 20 ადამიანი სკამებთან მოკალათდა, 14 ადამიანი კი სკამებს შორის დგას გაუნძრევლად, ჩაპრესილები. და ქვემოთ 7 ადამიანი გვიყურებს შურის თვალებით - მათი ადგილი მარშრუტკაში აღარ იყო და ახლა 23:00-ს უნდა დალოდებოდნენ. ბოლო ხანებში, მცხეთის მერიამ მოიფიქრა და დაადგინა, რომ მცხეთაც შესაძლოა ქალაქი გახდეს და თბილისიდან ბოლო მარშრუტკა რომ ათ საათზე გამოდის, მოსახლეობისთვის საშინლად არაკომფორტულია. რადგან ბევრი გვიანობამდე მუშაობს და ეგეც არ იყოს, უბრალოდ თბილისში შემოღამება მრავალთათვის ფრიად სასიამოვნოა. ამიტომ 22:00 და 23:00 არის დიდუბიდან მცხეთისკენ მიმავალი ბოლო ორი მიკროავტობუსის გასვლის დრო.
როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?
რთული გზა:
• დავაყენოთ მცხეთაში გაჩერებებზე კამერები, რომელიც დაკავშირებული იქნება მიკროავტობუსების გაჩერებასთან, როცა მძღოლი დაინახავს რომ გაჩერებებზე ხალხი მომრავლდა, გამოვა სადგომიდან.
• ჩატარდეს საფუძვლიანი მოკვლევა და ანალიზი (რაც ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა), რომ დადგინდეს მიკროავტობუსებმა როგორი განრიგით უნდა იარონ მცხეთიდან თბილისიკენ. იგულისხმება - დილის საათებში რა ინტერვალით, შუადღის საათებში რა ინტერვალი და საღამოს საათებში რა ინტერვალით. სეზონების მიხედვით. ასევე სადღესასწაულო დღეებსა თუ კვირებში. უფრო კონკრეტულად - დაკვირვება და მოსახლეობის გამოკითხვა.
• დაინიშნოს ვაგონი "ვაგზალის მოედანი - დიდუბე - მცხეთა - არმაზი - ძეგვი" - ეს ზედმეტად რთული გზაა.
მარტივი გზები:
1. დაურიგდეს მძღოლებს კორპორაციული ნომრები.
2. ამოქმედდეს კანონი, რომელიც კრძალავს ფეხზე დგომას მარშრუტკაში.
3. ყველა მარშრუტკაში იყოს გამოკრული განცხადება, წითელი სათაურით - ყურადღება!!! და შავით თეთრზე დაწერილი, მსხვილი შრიფტით: "მიკროავტობუსში დასაჯდომი ადგილების შევსებისთანავე, მგზავრები ვალდებულნი არიან მძღოლს შეახსენონ, დარეკოს დისპეჩერთან, რათა მომდევნო მარშრუტკა დაუყონებლივ გამოვიდეს სადგომიდან"!
მეორე პუნქტის, მესამეს გარეშე ამოქმედება დაუშვებელია!
კიდევ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ ეს ის ელემენტარული რჩევებია, რომლებიც ვფიქრობ, აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.
და ბოლოს, კიდევ ერთი რჩევა.
ინტერნეტი სავსეა ღამის მცხეთის ფოტოებით, შესანიშნავი დასათვალიერებელია ეს ქალაქი ღამით და სასეირნოდაც ფრიად საამო, მაგრამ რად გინდა, როდესაც ჯგუფელები გაიგებენ რომ მცხეთიდან ბოლო მარშრუტკა 9-ის ნახევარზე გამოდის, ზაფხულში კი ამ დროს ჯერ კიდევ დღეა, ქალაქის მონახულების სურვილი კლებულობს. ამიტომ, იქნებ თბილისელებსაც სურთ მცხეთაში დიდხანს ყოფნა ან ტურისტებს ან სხვებს და სხვებს, იქნება კიდევ ერთი მარშრუტკა დაემატოს მცხეთიდან თბილისისკენ წამსვლელი, ათისნახევრიანი?
მადლობა ყურადღებისთვის.
რო ვკითხულობდი თან შენი საუბარის მანერა ჩმახსენდებოა, ზე საყვარელი რო ხარ :დ <3 კარგი იყო
მადლობა ჩემო სულის კოკობო ♥
წერის და საუბრის ჩემი მანერა მგონი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან :D პრობლემაც ესაა, ხშირად.
კვლავ უზუსტობაა! სულის კოკობი ერთია და დანარჩენები შეიძლება იყვნენ ხოხბები, ან ხოხობები, ან ხოხობნი :D
ზოგჯერ არც ვიცი, უნდა გამიხარდეს თუ უნდა მეწყინოს ანტიკურობა :((
ამ შემთხვევაში სათქმელი მართლა არ მაქვს. რუსთავის მარშრუტკები გვჯონბიან! :(((
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია