ორი ათასწლეული და კიდევ საუკუნის მეთექვსმეტედი გავიდა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, იმ ხანად რომ დაბადებულიყავით. ალბათ როგორ ხარობდა ქვეყნიერება. პირველად დედამიწა ალბათ ხარებისას შეინძრა და გული აუჩქარდა, როდესაც მოისმინა იესოს სამომავლო განკაცების ამბავი, ხარება ხომ მაცხოვრის ადამიანში სრულად დამკვიდრების დღესასწაულია. რას გრძნობდა მიწა, როდესაც მიდგომილი ქალწული დააბიჯებდა? არ ვიცი. და დღეს შობაა. განცხადება უფლის განკაცებისა. როდესაც გაზაფხულდება მიწის სურნელიც კი იცვლება, როდესაც ყინვისგან გაშეშებულ ფოთლებს მზე მოეფერება, სიცოცხლის სურნელი ემატება, როდესაც დაკარგული ხბო მწყესის ხმას გაიგონებს მეტისმეტი მონდომებით ზმუის და ეძახის, როდესაც ბიცოლაჩემის ხმაზე ქათმები და ინდაურებიც კი მოგროვდებოდნენ ხოლმე, რას იგრძნობდა დედამიწა როდესაც თავის შემოქმედს მიიღებდა? როდესაც თავის შემოქმედს იმით შემოსავდა, რითიც საუკუნეებით ადრე თავად შემოქმედმა შემოსა ადამიანი? რას გრძნობდა მიწა, როცა უყურებდა როგორ იქცა შემოქმედის ერთადერთ თავშესაფრად? რას გრძნობდა მიწა შობის დღესასწაულზე?!

      და დღეს შობაა და მე არ ვიცი რას ვგრძნობ, რას ველი, მაქვს თუ არა რაიმე ღირებული უფალს რომ დავახვედრო, შემიძლია თუ არა შევმოსო და თავშესაფარი მივცე მას.

Qwelly, blog, დედამიწა, მაცხოვრის შობა, მიწა, საშობაო, შობა, შობის სიხარული

ქრისტეს შობას გილოცავთ!

მოუსმინეთ:

• საშობაო მინიატურა

ნახვა: 480

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დედამიწა, რელიგია, სარწმუნოება, ქველი, შობა

ლაშა: იანვარი 7, 2016||4:27pm

ერთ მომენტში გავიფიქრე, როცა ჩვენს ძილმოსურნე და მძინარე სახეებს შევხედე, ნეტავ ჩვენი ახლობლის შვილი რომ იბადებოდეს და სამშობიაროსთან ვიდგეთ, დაგვეძინებოდა? ანდა სულაც, ჩვენი შვილი რომ იბადებოდეს, და თუნდაც ორი დღის გამოუძინებელი ვიყოთ, რა განცდა გვექნებოდა? როგორ შევხვდებოდით საკუთარი შვილის დაბადებას?

გუშინდელს შემდეგ სულ ამაზე ვფიქრობ, როგორ უნდა იქცეს შობა უფრო დიდ დღესასწაულად, უფრო დიდ ზეიმად, უფრო დიდ გრძნობად?

სვეტიცხოვლის საკურთხეველში ვიდექით. პირველის წუთებზე ვიღაცამ, სვეტიცხოვლის უბნიდან საახალწლო მაშხალა ისროლა და ხმამ ტაძარში შემოაღწია, საკურთხევლის ფანჯარამ კი ფერადი შუქი აირეკლა. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters