კინომანიის კატეგორიაში, ჩემს ბლოგზე ძველადმოხვედრილთათვის, ვისაც რამდენიმე ფილმის განხილვაზე თვალი მოუკრავს ალბათ გაუკვირდება, აქამდე რატომ არ დაწერეო, ხოლო ახადმოხვედრილები უბრალოდ გაოცდებიან, რა ფილმებზე საუბრდი იქამდე, თუ სერბი რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი, ემირ კუსტურიცა არ გიხსენებიაო.
მოკლედ, ცოდვა გამხელილი სჯობსო და კუსტურიცასთან რამდენიმე კვირის წინ პირველად შევიჭყიტე და ეს შეწყიტება იყო, ჩემი მეგობრის, ალბათ შარშან გაზაფხულზე ნარჩევი და მას შემდეგ დაბუქმარქებული "მიწისქვეშეთი" (Underground), სერბულად Подземље.
ფილმი ხანგრძლივია, დაახლოებით ორსაათნახევარი და მოიცავს ისტორიას მეორე მსოფლიო ომიდან 90-იანი წლების გარიჟრაჟამდე. ფილმი გადაღებულია 1995 წელს და ფილმის სამშობლოდ მიჩნეულია იუგოსლავია.
ტრადიციული შეკითხვა - რატომ უნდა უყუროთ ამ ფილმს?
IMDb-ს რეიტინგს მოვიყვანდი მიზეზად (საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს 8,1), მაგრამ არ შეიძლება. ბოლო დროს IMDb-ს რეიტინგები პანტა-პუნტით იწევს არცმაინცდამაინც ღირსსახილველ სერიალებსა და ფილმებზე. აი, კინოკრიტიკოსები კი ერთმნიშვნელოვნად იღვრებიან ქება-დიდებით მიწისქვეშეთის მიმართ. ჩემს შთაბეჭდილებებს რაც შეეხება, პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ აქ ვერ ნახავთ თქვენთვის ჰოლივუდიდან ამორჩეულ საყვარელ სახეებს, მაგრამ მსახიობები რომლებიც ამ ფილმში არიან, ოსტატობის უსაზღვრო ნიმუშებით, წარუშლელ სახეებად დარჩება თქვენს გონებაში. სახელებისა და გვარების რა მოგახსენოთ (მიკი მანოილოვიჩი, ლაზარ რისტოვსკი, მარიანა იოკოვიჩი), მაგრამ არ დაგავიწყდებათ არცერთი მათგანის სახე - ალბათ, ესეც ემირის დამსახურებით.
ფილმი არის დოკუმენტურიც, მხატვრულიც, მისტიკურიც, კომედიურიც, ფენტეზიც, მელოდიურიც და უსაზღვროდ დრამატულიც. ოღონდ, ეს ყველაფერი ხანგრძლივობის ხარჯზე არა - თითოეული ეპიზოდი მოიცავს ყველა ამ ჟანრს (კიდევ შეიძლება რაიმეს მიმატება, მაგალითად დეტექტივი).
მუსიკა, რომელიც ისმის ფილმში, პირველი 10-15 წუთი აუტანელია, მაგრამ როცა აცნობიერებ რომ მთელი ფილმის განმავლობაში ამის მოსმენა მოგიწევს, ეჩვევი და უკვე მოგწონს კიდეც. რას ვიზამთ, კუსტურიცას თავისი ბენდი ჰყავდა და ფილმებში დააპორწიალებდა (პრინციპში შეიძლება ახლაც დაჰყავს - 2016_ში მისი ახალი ფილმის "ირმის ნახტომზე" (On the Milky Road) პრემიერა იქნება).
მეორე მსოფლიო ომი იწყება და როგორც სჩვევია ხოლმე ომებს, გადატრიალებებსა და არეულობებს და განსაკუთრებით საბჭოეთში შეიძლებოდა ამის მოხერხება - ყაჩაღები, ბანდიტები და მკვლელები, სახელმწიფო გმირები ხდებიან, ერთი იმიტომ რომ "დაიღუპა" და მეორე იმიტომ, რომ დაღუპულის მეგობარი იყო ამით "გაპიარდა".
არ მინდა ფილმი ოდნავადაც კი მოგიყვეთ, რადგან თითოეული ეპოზოდი - ეს არის მრავალი ემოცია თქვენს გონებაში და ყველა ემოცია მხოლოდ სიამოვნების გამომწვევი:
მაგალითად, ფილმის დასაწყისში ნახავ, როგორ შეიძლება სახლს დაცემულმა ჭურვებმაც კი ვერ შეგაწყვეტინოს ორი ძირითადი ინსტიქტი - ჭამისა და გამრავლებისა (არადა, ჩვენ ჰოლივუდიდან ვიცით, რომ როცა ბომბი ვარდება, უმალ ყველაფერი ჩერდება და საომარ სიტუაციაზე გადადის, მაგრამ ემირმა ზღაპრებში ცხოვრობთო).
ნახავთ, როგორ შეიძლება იყოს სიყვარული უღალატობის მიზეზი და ღალატის გამართლება.
ფილმიდან გაიგებთ იმასაც, რა ძალაა გამოგონილი სამყარო, რომელიც არცაა აუცილებელი რომ იყოს ფერადი.
და გზაგასაყარი ათენსა და ბერლინს შორის?!
მოკლედ, ძალიან ბევრი რამის ნახვაა შესაძლებელი ამ ფილმში და თუ აქამდე არ მიკარებიხართ კუსტურიცას, გირჩევთ დაიწყოთ. ხოლო, მათ ვისაც ნანახი გაქვთ, ეპიზოდების გახსენებაში გიწვევთ - სასიამოვნო დროს გავატარებთ მჯერა.
ჩემი მომავალი გაჩერებაა - თეთრი კატა, შავი კატა.
ნახვა: 692
ტეგები: Qwelly, ბლოგი, იუგოსლავია, კინომანია, კუსტურიცა, მიწიქვეშეთი, სერბეთი, ფილმი, ქველი
ყაჩაღების გმირებად და "ხელმწიფეებად" ქცევაში ხო ? 1 - 1_ში მასე იყო :D
ხოლო ვისაც ნანახი გაქვთ კუსტურიცას ფილმები, შეგიძლიათ ნახოთ მეორედ, მესამედ, მეათედ, მეასედ... შეუძლებელია კუსტურიცა მოგბეზრდეს. :)
მობეზრებას ვინ ჩივის, ყოველ ნახვაზე რამე ახალი არ იპოვო - ფაქტობრივად შეუძლებელია ))
კი და კუსტურიცას ფილმებში კიდევ ის მიყვარს რომ უარყოფითი პერსონაჟებიც კი საყვარლები არიან. :) მუსიკას რაც შეეხება ყურსი მიჩვევა უნდა, ასე ვთქვათ ,,დამუღამება". ბრეგოვიჩის მუსიკას არაფერი შეედრება ჩემთვის...
ბრეგოვიჩიც გათვალისწინებულია QWELLY- ზე, ნატალი - http://www.qwelly.com/video/black-cat-white-cat-bubamara
კი ვნახე ეგ პოსტიც George. :)
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია