როგორც ყოველთვის, იმ დღესაც მზე აღმოსავლეთიდან ამოიწვერა და თავისი თბილი სხივებით სიცოცხლე შთაბერა დღეს და გათენდა 1992 წლის 14 აგვისტოს დილა.

     აფხაზეთში წუთიწუთზე ომი უნდა დაიწყოს.

     ქალაქ თბილისში, ცნობილი პუბლიცისტის, გრიგოლ ასათიანის ოჯახში ზეიმია.

     მისი უმშვენიერესი და ულამაზესი ასული თამარი დაბადების დღეს იხდის.

     დარბაზში შეკრებილ ახალგაზრდა გოგონებს შორის უთუოდ გამოარჩევთ იუბილარს. როგორც მამაკაცები ამბობენ მასზე:"ამ არსებას ყველაფერი თავის ადგილას აქვს". მისი სხეული თავად სრულქმნილი ცოცხალი "მექანიზმია", რომელსაც უფალმა სული შთაბერა და ამ ქვეყნად მოავლინა. ტანად - აშოლტილი, დარად - ალვის ხისა და ამ ხეზე სრული ჰარმონიით ასხმული სხეულის ნაწილები, გრძელი ფეხები, რომელთაც არ სჩვეოდათ ჩქარი, დაუფიქრებელი ნაბიჯები, ასევე გრძელი, ნატიფად "ნაგები" ხელები, რომლებიც საუბრისას ჰაერში ნაზად ირხეოდნენ და საოცრად მეტყველი სახე, ულამაზესი მკვეთრი ნაკვთებით, რომლის მიმართ ვერცერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი ვერ დარჩებოდა გულგრილი, მაგრამ მათ განსაკუთრებით ამ მანდილოსნის თეთრი ქათქათა კბილების ეშმაკური ღიმი და დიდი შავი თვალების გამჭოლი მზერა აგიჟებდათ, ხოლო ბევრი მათგანი ოცნებობდა თამარზე, როგორც უკვდავების წყაროზე, რათა წყურვილი მოეკლა და შეეგრძნო მისი გემო. ისე კი თამარს ყველა იცნობდა, როგორც საყვარელ, უტყვ, კეთილ, ზრდილ და თავაზიან ახალგაზრდას, რომელიც არავის სძულდა და რომლისადმი არანაირი უარყოფითი გრძნობა არავის ამოძრავებდა, არამედ ყველას უყვარდა და გატაცებული იყო მისით.

     დღეს ის განსაკუთრებულად მხიარული და მომღიმარია, მას 20 წელი შეუსრულდა და როგორც ის თვლის, მხოლოდ ახლა იწყებს ნამდვილ ცხოვრებას, ამიტომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვნად მიაჩნდა.

     ყველა იმ ადამიანის სახეზე, რომელსაც ასათიანების ოჯახში მოეყარა თავი შეგეძლოთ ამოგეკითხათ სიხარული, ყველა ბედნიერი იყო. აფხაზეთის მოსახლეობა კი შიშს და პანიკას მოეცვა ომის დაწყების მოლოდინში.

     და აი, სწორედ ახლა თამარს სთხოვენ, რომ როიალზე შეასრულოს ამ განწყობისა და აურის შესაბამისი ნაწარმოები და მხიარული ნოტებით გააჯეროს ოთახში არსებული სივრცე და აქ მყოფი ადამიანების ყურთასმენა.

     თამარი უკრავს.... თამარი უკრავს და სხეულის თითოეული უჯრედით შეიგრძნობს მელოდიას. ის ჰაერში აბნევს მხიარულ ნოტებს... ნოტები ცეკვავენ... ნოტებთან ერთად ცეკვავენ ახალგაზრდები და სწორედ ამ დროს, როდესაც ოთახი გაჟღენთილია ასეთი ჰანგებით და ყველა ბედნიერია, აფხაზეთში ომი დაიწყო!

     თითოეული ნოტის გაჟღერების პარალელურად აფხაზეთში ისმის ტყვიამფქრქვევების ყურისწამღები ზუზუნი.

     თამადა ლოცავს იუბილარს, პირველ რიგში კი მის მშობლებს, ასეთი კარგი შვილის აღზრდისთვის!

     თამარი გულში მადლობას სწირასვს უფალს, რომ ამ ქვეყნად მოავლინა... ლოცავს მისი გაჩენის დღეს!..

     შვილმოკლული, გამწარებული დედები კი დღევანდელ დღეს წყევლიან!..

     იუბილარი ახალგაზრდებს შორის მხიარულად დანავარდობს და მათ ოხუნჯობასა და იუმორზე გაუჩერებლად კისკისებს. მას უხარია!.. მას უხარია, რომ ბედნიერია! მას უხარია რომ ამ წუთას ამ ოთახში არანაირი სადარდებელი და საზრუნავი არ გააჩნია! მას უხარია რომ მოწყენილობის მიზეზი არა აქვს! და მას ყველაზე მეტად ის უხარია, რომ დღეს ის როგორც არასდროს ყველას თაყვანისცემის ობიექტია!

     განადგურებული და გამწარებული ხალხი, რომელთაც განგებამ მათთვის საყვარელი ადამიანები წაართვა, ტირის და მოთქვამს...

     თამარი იცინის...

     სოხუმში ათიოდე წლის, დაობლებული, ბედის ანაბარა დარჩენილი ბავშვი დედის ცხედარს თავს დატრიალებს და ტირის...

     თამარი იცინის... ბავშვი ტირის....

     როდესაც ვიღაცა იცინის, ვიღაცა ტირის...

ნახვა: 476

ტეგები: qwelly, ბლოგი, დოჩია, მონაცვლეობა, სიცილი, ტირილი

ლაშა: ნოემბერი 7, 2012||11:18pm

სალო შენ დაწერე??? 

მაგარია :(

salome: ნოემბერი 7, 2012||11:19pm

კიიი.. ჯერ კიდევ სკოლაში....

ლაშა: ნოემბერი 7, 2012||11:20pm

შენი ფანი ვარ!!! :*

salome: ნოემბერი 7, 2012||11:27pm

არ გინდა ))) მაგრამ მადლობა :*

თამუნა გოგინაშვილი: ნოემბერი 7, 2012||11:49pm

სალო რა კარგიაა...ძაან მომეწონაა

თათია: ნოემბერი 8, 2012||3:41pm

გამაჟრჟოლა !

ძალიან მომეწონა ... ყოჩაღ სალო ყოჩაღ !! :*

salome: ნოემბერი 8, 2012||11:21pm

მადლობა ბავშვებოო )) :* :* :*
თათიიიი საყვარელო :*:*

თათია: ნოემბერი 11, 2012||10:22pm

გენაცვალე შენ :*

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters