ერთ ძალიან ჩვეულებრივ გაზაფხულის დილას, როცა ჩვეულებისამებრ უნივერსიტეტში მივდიოდი, როგორც ყოველთვის ტრამვაიზე მაგვიანდებოდა, ამიტომ ჩემებური "უჩქარესი" ტემპით გავემზადე (არადა ყველა პირობა მაქვს იმისთვის, რომ არ დავაგვიანო, შემიძლია წინასწარ ინტერნეტში შევამოწმო როდის იქნება გაჩერებაზე ტრამვაი და რაც მთავარია გაჩერება ზუსტად საერთო საცხოვრებლის გვერდზეა). ჩაი მოვიმზადე და რა თქმა უნდა ვერ მოვასწარი დალევა, ამიტომ კიდევ ერთხელ შემომჩივლა ჩხრიალით, როცა ნიჟარაში გადავუძახე : "ასე რატომ მექცევიო"! მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ამიტომ ოთხი კარი სიჩქარეში უკან მოვიტოვე და ლიფტი გამოვიძახე... აი უკვე მე-7 წუთი იწურება და მასთან ერთად ჩემი მოთმინებაც, მაგრამ ლიფტი არ ჩანს...

     დღეს როგორც არასდროს ისე გამიმართლა, გავიფიქრე და საკუთარი თავის, უფრო მეტად კი საკუთარი ფეხების იმედად მე-17 სართულიდან ფეხით დავეშვი. მე-16, მე-15... მე-9... მე-5ზე უკვე თავბრუ დამეხვა ჩქარი სიარულისა თუ ყოველ სართულზე გაკეთებული მიხვევ-მოხვევებისგან. ფაქტობრივად ჩავბზრიალდი პირველ სართულზე.

     როცა მეგონა რომ ფინიშს მივაღწიე, წინ კიდევ ერთი "პატარა" დაბრკოლება მელოდა. საცხოვრებლის შემოსასვლელ კარებთან როტვეილერის სახით ეს "პატარა" დაბრკოლებაც გავიცანი. ვიღაც ჭკუათმყოფელმა შემოსასვლელ კარებთან მიაბა და ჩემდასაუბედუროდ სწორედ შიდა მხარეს.

     ვდგავართ ასე ერთმანეთის პირდაპირ მე და ეს ვაჟბატონი (სქესის დადგენა არც მიცდია, თუმცა რატომღაც გადავწყვიტე რომ მამრობითი სქესის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო).

- შენ შეძლებ ამას! სხვა გზა არც გაქვს პრინციპში!

     შევძახე საკუთარ თავს გასამხნევებლად და გავემართე წინ. რა მისმა თეთრმა კბილებმა გამოანათეს, წარმოვიდგინე როგორ ჩამავლო კბილები და მზერით წინასწარ მოვეფერე ფეხს. როგორც კი გადავდგი ნაბიჯი, ვაჟბატონმაც გამოიწია და ჩემ მიერ გადასალახი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. ჩემი მოძრაობების გამეორება დაიწყო და რომელ მხარესაც არ გავიწიე, ისიც გამომყვა. როცა უკვე დაიღალა ცეკვის მსგავსი მოძრაობებისგან პირდაპირ კარებთან დაწვა. ახლა უკვე ყველა იმედი გადამეწურა იმის, რომ მშვიდობიანად გადავლახავდი ამ დაბრკოლებას.

     შეხედავ, ისეთი მიამიტი მზერა აქვს, რომ თითქოს არ უნდა იყოს მტრულად განწყობილი, მაგრამ მისი ე.წ. ღიმილი და კბილების ბრწყინვალება მაშინებს ცოტა არ იყოს.

- ცუგა, გამიშვი რა, ძალიან გთხოვ! მეჩქარება ძალიან, არ შეიძლება ჩემი დაგვიანება დღეს.
აღმომხდა წუწუნით.

- შენ ქართული არ გეცოდინება ცუგა, Proszę bardzo bardzo...

     და იგივე პოლონურადაც გავუმეორე. არა, არ იძვრის ადგილიდან. შემდეგ გავიფიქრე მეგრულადაც ხომ არ გავუმეორო-მეთქი და ამ ფიქრისგან გამეცინა ჩემს თავზე.

     ამ დროს მოვიდა ჩემი იტალიელი(უნდა აღინიშნოს, ძალიან სიმპატიური) მეზობელი. რა გვნახა მე და ცუგა, მიხვდა ჩემს გასაჭირს და პრობლემის მოგვარებას ღიმილით შეუდგა (რა ღიმილი აქვს!)

     ცუგას მის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა, როგორც ჩვეულებრივ გოგონებს უბწყინავთ ხოლმე თვალები როცა მას ხედავენ. არცთუ ისე აღფრთოვანებული ფაქტით, რომ ცუგას სიმპატიური იტალიელის დანახვა გაუხარდა,წარბაწეული დაველოდე მოვლენების განვითარებას. როგორც აღმოჩნდა ცუგა მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ყოფილა! აი თურმე რა ყოფილა?! კონკურენტი! ამ ფიქრებისგან მე თვითონ მეცინებოდა. ზემოთაღნიშნული "წყვილის" დაკვირვებაში სულ გადამავიწყდა დრო და ის ფაქტი ვერც კი შევნიშნე, რომ გზა თავისუფალი იყო, სანამ ამ სიმპატიურმა ახალგაზრდამ ღიმილით არ მანიშნა გზა თავისუფალიაო.

     მე მადლობის გადახდას ძლივს მოვაბი თავი და წამებში მოვწყდი ადგილიდან. ტრამვაიზე რა თქმა უნდა დიდი ხნის დაგვიანებული მქონდა, იმდენად დიდი ხნის, რომ უკვე მეორემ თუ მესამემ ჩაიარა ჩემს წინ.

     რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ რიგით მერომელიღაცე ტრამვაიში ავედი. ჩემი „იღბლიანი“ დღე ამით არ დასრულებულა, როგორც აღმოჩნდა ბარათი დამრჩა, რისი საშუალებითაც ჩვეულებრივ ბილეთს ვიღებ ხოლმე. რვა თვის განმავლობაში თუ კონტროლიორი სულ ერთხელ ვნახე და ისიც შორიდან, რაღა ახლა მოუნდება გამოჩენა-თქო გავიფიქრე. გაფიქრება მოვასწარი და ტრამვაიში არსაიდან გამოჩნდა კონტროლიორი.

- აშკარად ძალიან მიმართლებს!

     გავიფიქრე და დავიწე ტექსტის მომზადება, როცა ჩემი ჯერი დადგებოდა. თუმცა უკვე იმ ფაქტსაც შევეგუე, რომ თვისბოლოსთვის შემორჩენილი თანხის დაახლოებით 80% უნდა გამეცა. უკვე დავემშვიდობე ტკბილეულსაც მინიმუმ ერთი კვირით და იმაზე ფიქრმა, რომ ნაყინს ერთი კვირა ვერ დავაგემოვნებდი, ცოტა შემაშფოთა.

     ჩემდასებდნიეროდ, ვიღაც ერთი ჩემნაირიც აღმოჩნდა ტრამვაიში, რომელსაც ჩემზე მეტად „გაუმართლა“ და კონტროლიორი სწორედ მას მიადგა პირველი. სანამ კონტროლიორი და მგზავრი არკვევდნენ თავიანთ საქმეებს, გაჩერების დროც მოვიდა და მოჩვნებითი სიმშვიდითა და თავდაჯერებულობით ჩავედი. ვინ იცის სწორედ ამ მოჩვენებითმა სიმშვიდემ გაჭრა თუ არა, მაგრამ გადავრჩი.

     ამჯერად მეტი უსაფრთხოებისთვის ფეხით მგზავრობა გადავწყვიტე და სულ რაღაც 1 საათის დაგვიანებით გამოვცხადდი უნივერსიტეტში. ალბათ გაინტერესებთ ბოლოს და ბოლოს როგორი იყო ამ ყველაფრის ფინალი და ის, თუ რისთვის მომიწია ამ დაბრკოლებების გადალახვა.

     ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა კარები შევაღე და სრულიად ცარიელი უნივერსიტეტი დამხვდა. მხოლოდ ერთადერთი დაცვის თანამშრომელი მოძრაობდა, რომლის ღიმილმაც მიმახვედრა, რომ რაღაც ვერ იყო კარგად. მომიახლოვდა და მომახსენა:

- სტუდენტები ოცნებებენ ამ კედლების დატოვებაზე და არ მეგონა თუ არსებობდა ადამიანი, რომელიც დასვენების დღესაც კი მოდის ამ აქაურობის სანახავად!

     ვიგრძენი როგორ გადამირბინა წამებში სიწითლემ სახეზე, მხოლოდ იმის თქმაღა მოვასწარი, სამწუხაროდ არ მიმიღია ინფორმაცია-მეთქი.

     ქუჩაში გამოსულს ისტერიული სიცილი ამიტყდა. მივდიოდი ჩემთვის და ვიცინოდი. ვიცინოდი და ვფიქრობდი... კადრები უკან დავაბრუნე.... დაცვა, კონტროლიორი, ტრამვაი, იტალიელი ბიჭი, ძაღლი, კიბეები, ლიფტი, ჩაი... იმ მომენტამდე მივედი, როცა დილით შვიდ საათზე მაღვიძარამ შემახსენა, რომ დრო იყო ადგომის და როცა გავიფიქრე, იქნება სახლში დარჩენა ჯობდეს-მეთქი.

     ამ სიტუაციაში იქნებ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება სახლში დარჩენა ყოფილიყო, მაგრამ მაშინ დღე ასე საინტერესოდ არ გაგრძელდებოდა ალბათ, არ ივლიდა ვიღაც ფეხით მოსიარულე, ვინმე ქართველი გოგონა ვროცლავის ქუჩებში და არ მოგვრიდა გამვლელებს ღიმილს თავისი არანორმალური ხარხარით. არც ქველის საზოგადოებაში იქნებოდა ერთით მეტი ჩანაწერი სახელწოდებით - "რა მოხდა ვროცლავში დღეს?"

     პ.ს. ბედნიერ და ღიმილიან დღეს გისურვებთ!

     გისურვებთ, რომ ღიმილი სხვამ მოგგვაროთ და არა საკუთარმა თავმა! :)))

 blog, dream, poland, qwelly, qwellyblog, qwellypost, salome dochia blog, students, university, wroclaw, wrocław, ვროცლავი, ისტერიული სიცილი, ოცნება, პოლონეთი, რა მოხდა ვროცლავში დღეს?, სალომე დოჩიას ბლოგი, სტუდენტობა, ღიმილი

ნახვა: 820

ტეგები: Qwelly, ვროცლავი, ოცნება, პოლონეთი, სიცილი, სტუდენტობა

ლაშა: მაისი 27, 2015||5:27pm

ვფიქრობ ნაბახუსევის ბრალია ყოველივე ეს. ახლა მე რა მაინტერესებს - რატომ არის დღეს დასვენება ვროცლავის უნივერსიტეტში? :D

salome: მაისი 27, 2015||5:47pm

ნაბახუსევის ბრალი იქნებოდა სახლში რომ დავრჩენილიყავი :D :D
დასვენების დღე არ იყო როგორც ასეთი, ჩვენი ფაკულტეტი ისვენებდა მხოლოდ, ისიც იმიტომ რომ მთელი რექტორატ-ლექტორატი იყო წასული რომელიღაც კონფერენციაზე და ოფიციალურად დასვენების დღედ გამოაცხადეს ფაკულტეტზე, მაგრამ დღევანდელ ლექციებს შაბათს ჩაატარებენ :D მე ლექციები არ მქონდა და ამიტომ ვისთანაც მქონდა საქმე მაგ ბატონს დაავიწყდა ინფორმირება ჩემი :D 

salome: მაისი 27, 2015||6:39pm

ნამდვილად ნამდვილად, კახა :D 

khatuna zitanishvili: მაისი 27, 2015||9:57pm

ძალიან საყვარელი ხარ♥))))

ლაშა: მაისი 27, 2015||10:44pm

არც აქამდე მოდიოდა ჩემამდე კარგი ხმები მაგ ბატონზე და კიდევ ერთი მიემატა :D გულიაობს ფაკულტეტი და შენ კიდევ ერთ სიმპატიურ იტალიელშიც არ გაგიმართლა ხო? :(((

salome: მაისი 27, 2015||11:27pm

ხათუნა, მადლობააა :D ♥ 

ხო, იტალიელში არ გამიმართლა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა დარბის ყოველ დილას, ამიტომ, ვფიქრობ, დავიწყო სირბილი ;) :D :D

salome: მაისი 28, 2015||10:07pm

კახა, აქ სულ ორი კონტროლიორი მუშაობს მგონი მთელს ქალაქში :D :D ამიტომ სულ ერთხელ გადავეყარე და ეს მეორე შემთხვევა იყო აქ ყოფნის განმავლობაში :D 

p.s. აქ უცხოელებს ერთი ხერხი აქვთ, თავის გასულელების და ამით როგორც ვიცი ბევრმა გადაირჩინა თავი :D :D 

ლაშა: მაისი 28, 2015||10:18pm

უნდა მანდ უცხოელი აკათებს იმას, რასაც თბილისში უბილეთ მგზავრი - არ ვიცოდი თ უნდა ამეღო ბილეთი, ახალი ჩამოსული ვარ ქალაქში :D

salome: მაისი 28, 2015||10:22pm

იგივე პონტია, ოღონდ აქ უფრო მეტად უნდა გაისულელო თავი, თითქოს არც ენა იცი და არც ის იცი რა უნდა ამ კაცს შენგან :D ალბათ ამიტომ მუშაობს ორადორი კონტროლიორი, დაღალეს უცხოელებმა :D :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters