დამრგვალებამდე, ჩემი ბლოგის პოსტებში ერთიღა რჩება და ამ ერთსაც ფილმებს მივუძღვნი და მერე ვნახოთ, საიუბილეოდ რამე სხვაზე დავწერ. თანამედროვე ინტერნეტს ხომ სქროლვის ინტერნეტი ჰქვია, ალბათ ყველა თქვენგანისთვის ცნობილია. ერთი, MySpace ცდილობს მისი სქროლვა სიგანეზე იყოს, მაგრამ საქართველოში მიმდევრები ვერა და ვერ გაიჩინა. აი, ქვემოთ სქროლვა კი ნამდვილად ადვილად მოვირგეთ. სქორლვა - ასეთი ფილმი მგონი ჯერ არ გადაუღიათ, მაგრამ ერთი ულამაზესი ქალის ძიებისას, სწორედ გუგლში სქროლვამ მაჩვენა ეს ფოტო:

      დიდი იმედი მაქვს, რომ ფილნი ნანახი არ გაქვთ ჩემი პოსტის მკითხველთა დიდ ნაწილს და პირველივე შეხედვისთანავე ვერ ამოიცანით ეს ქალბატონი. მეტიც, თუ გინდათ, ნახვამდე ან დაგუგვლამდე, 5 ვერსია ჩამოთვალეთ და ამ ხუთეულში თუ მოხვდა მსახიობის სახელი და გვარი ე.ი. თქვენ უბრალოდ სხვა ქერა მსახიობი ქალები არ იცით ან კარგი იღბალი გაქვთ.

      ის ულამაზესი ქალი, რომელსაც მე ვეძებდი შერლიზ ტერონია, ეს ფოტო კი არის იმ ფილმიდან, რომელიც რამდენიმე თვის წინ ვნახე და შემოვინახე 'მერე დასაპოსტად'. ფილმს ჰქვია მონსტი (Monster) და დიახ, ეს ქალბატონი, მონსტრია!

      ამ არცისეკარგ დრამას სტანდარტულად მივაგენი. გახსოვთ, კევინ სპეიზე გითხარით, საყვარელი მსახიობების ოსკარის მიზეზებს ვეცებდითქო. შარლიზსაც, მთავარი როლის შესრულებისთვის ოსკარი სწორედ მონსტრში ნათამაშები მონსტრი ქალბატონისთვის მიანიჭეს.

      დასამალი ან განსაკუთრებული რა არის ამაში, ეშმაკის ადვოკატის ნახვის შემდეგ, ტერონი, ულამაზეს, თანამედროვე მსახიობ ქალთა სიაში პირველ ადგილზე მყავს წარმოდგენილი. ჰოდა, ჩემი გაკვირვება წარმოიდგინეთ, როცა ვეძებ ტერონს აქვს თუ არა ოსკარი ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის, აღმოჩნდა, რომ აქვს და ახლა მაინტერესებს რა ფილმში. ამომიგდო პოსტერი, სადაც ტერონი საერთოდ არ არის ან ისეთი არ არის, როგორიც მე წარმომიდგენია.

  • ჟანრი: კრიმინალური, დრამა;
  • რეჟისორი: პეტი ჯენკინსი;
  • ფილმის ანოტაცია: ფილმი გადაღებულია რეალურ ისტორიაზე, ამერიკელი სერიული მკვლელი ქალის, ეილინ ქეროლ უონროსის შესახებ, რომელმაც 1990-98 წლებში, ფლორიდის შტატში 7 მამაკაცი მოკლა.

      საერთოდ არაფერი აქ მიმზიდველი და საინტერესო არ არის გარდა თავად ქალის საოცარი გარდასახვისა და პირველი კადრების შემდეგ ძალაუნებური დაინტერესებისა. ფილმის დასაწყისში, გოგონა გვიყვება თავის ამბავს, თუ როგორც ოცნებობდა მსახიობობაზე ან ტელეწამყვანობაზე; იმის გამო, რომ ქერაა, მის ოცნებებში მერლინ მონროობაც შედიოდა და საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ სუსტი ყოფაქცევა აქვს და რევოლვერი უკავია ხელში.

      მართლაც მძიმე საყურებელი დრამაა, და ვფიქრობ გადაიღეს ლესბოსელი სერიული მკვლელი ქალბატონის გასამართლებლად. ტერონის გმირი, ქეროლი, ერთ საღამოს ბარში თავისთვის არაყს მიირთმევდა, როცა პატარა, ახალგაზრდა, ონავარი გოგონა შეუჩნდა და ნელ-ნელა თავიც შეაყვარა. იქამდე ქეროლს აზრათაც არ მოსვლია, რომ შესაძლოა სინამდვილეში არა კაცები, არამედ ქალები მოსწონებოდა. მაგრამ საყვარლობამ, წუწუნმა, ტირილმა და სითამამემ თავისი გაიტანა და რომ იტყვიან - თავდავიწყებით შეუყვარდა სალბი. სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ ქეროლმა მოახერხა და დაითანხმა ერთად სხვაგან გადასვლაზე, და სიყვარულით და ბედნიერი მომავლით სავსე ცხოვრებაზე, ხოლო თუ არ გამოუვიდოდათ, უკან დააბრუნებდა გოგონას, მშობლებთან. ქეროლი ცდილობს მეძავობას თავი დაანებოს და სხვა სამსახური ნახოს, მაგრამ 90-იანი წლების ამერიკაა, ასე ადვილი არ არის ხალხს დაავიწყო წარსულში ვინ იყავი; განათლება არ აქვს, რადგან სულ პატარა იყო, როცა საკუთარი სხეულით ფულის შოვნა დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ბიჭიდან ბიჭამდე სულ პრინცს ელოდა, რომელიც მასში სილამაზეს, მშვენიერებას დააფასებდა და ცოლად მოიყვანდა, საბოლოოდ არაფერი შერჩა გარდა გამოცდილებისა. შტატის შეცვლაც ისტორიას არ შველის და ვინაიდან მათი სიყვარულის უმთავრესი პრობლემა ფულია, ფულის შოვნის უძველესი საშუალება კი კარგად აქვს შესწავლილი მთელი ცხოვრების მანძილზე, სხვა გზა არ დარჩენია. ვაინაიდან უკვე გოგონასთან ცხოვრობს და გადაწყვიტა რომ ქალები მოსწონს, კაცებთან ურთიერთობაც არ გამოსდის, ამიტომ მიჰყვება მათ, ფულს წინასწარ ართმევს და მერე ხოცავს. გადადიან შტატიდან შტატში. პოლიცია ვერ ახერხებს მათ დაჭერას და საბოლოოდ ყველაფერი მართლაც ძალიან დრამატულად და ხშირად გაგონილი ისტორიების მსგავსად სრულდება.

      როგორც წესი, ფილმებზე წერისას, რეკომენდაციასაც ვაყოლებ რომ ნახეთ ესა თუ ის ფილმი. ამჯერად არ გეტყვით, რომ ეს ფილმი აუცილებლად სანახავთა შორის არის. არა, ასე არაა, მაგრამ დრამის მოყვარულები უდაოდ ისიამოვნებენ. ასევე, არის მომენტები, რომელიც ფილმს განსაკუთრებულს ხდის - მაგალითად, ფილმში წარმოდგენილ ქალბატონს, სერიულ მკვლელს, სიყვარული იმაზე კარგად ესმის, ვიდრე ჩვენს გარშემო მიძღვნებში, სადღეგრძელოებსა თუ ფსევდოსასივყარულო თავგანწირვებში ჩანს ხოლმე.

      და კიდევ ერთი დიალოგი, რომელიც ფილმიდან მეხსიერებას შემორჩა:

- იცი, არავითარი აზრი არ აქვს იმაზე ფიქრს, რომ ადამიანები კარგები და კეთილები არიან, ძალიან მინდა ადამიანები მიყვარდეს, მაგრამ არ შემიძლია.

- ჩვენ შეგვიძლია სულ სხვანაირები გავხდეთ, მაგრამ ადამიანების დახოცვის უფლება არ გაქვს!

- ვინ თქვა ეგ?

(პაუზის შემდეგ)

მე ღმერთთან კარგი ურთიერთობა მაქვს, გაიგე?! ვიცი რომ არ მამართლებ, ისიც ვიცი ხალხი რას ამბობს ჩემნაირებზე, ამბობენ, რომ წარმოდგენა არა აქვს რომ ღმერთი არსებობსო, მაგრამ რატომ ხდება ასე, სელბი? ვინ იცის ღმერთს რა უნდა? ადამიანები ყოველდღე ხოცავენ ერთმანეთს - რისთვის? პოლიტიკის გამო, რელიგიის გამო, ისინი გმირები არიან? არა! ბევრის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ არც ის შემიძლია რომ არ მოვკლა. არ მოვკლა ისეთი ნაბიჭვარი, როგორიც ის კაცი იყო.

- ის ერთი იყო, ყველა ასეთი ხომ არ არის?

- შენ მე არ მიცნობ, გგონია უმიზეზოდ ვკლავ, მე ცუდი ადამიანი არ ვარ, მე სრულფასოვანი ადამიანი ვარ! ასეთია ცხოვრება, ჩვენნაირები ყოველდღე იბადებიან ამ ქვეყანაზე! ყველაფერი კარგად იქნება!

ნახვა: 411

ტეგები: Qwelly, ბლოგი, კინომანია, მონსტრი, ოსკაროსანი, ქველი, შერლიზ_ტერონი

ლაშა: ივლისი 29, 2016||12:40pm

მე კი არ შემხვედრია ხშირი განხილვები და საუბრები ამ ფილმზე, ამიტომ დავწერე ორიოდ სიტყვა. საზოგადოების მოწონებას რაც შეეხება, თანამედროვე საზოგადოებაში მსგავსი ტიპების მოწონება სრულიად გასაგებია )) 

ლაშა: აგვისტო 7, 2016||11:39pm

7 აგვისტოს შერლიზი დაიბადა? არც ვიცოდი. რა ეტყობა ახლა მაგ გოგოს 41 წლისა? ბარე ორ 20-22 წლის გოგოზე ახალგაზრდაა ♥ 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

U4gm POE2 When Attack Speed Drains Your Boss Mana

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 23, 2026.
საათი: 10:13am 0 კომენტარი

Mana can feel solved during mapping, then collapse the moment a boss arena removes the enemies that made the recovery work. Players comparing POE 2 Orbs and character upgrades should…

გაგრძელება

Get the ARC Raiders Items You Need at U4GM Online Store

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 23, 2026.
საათი: 5:44am 0 კომენტარი

In ARC Raiders, having the right equipment can make a big difference when exploring dangerous areas and facing hostile enemies. Weapons, armor, crafting resources, and other useful items all play a role in preparing for each expedition. However,…

გაგრძელება

Is Doctor Doom the Ultimate Cosplay Choice for Avengers: Doomsday? Here's Why!

გამოაქვეყნა Mystoria_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2026.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

With Avengers: Doomsday approaching its December 18, 2026 theatrical release, excitement is growing among movie fans and the cosplay community. One character attracting particular attention is Doctor Doom.…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Qwelly World

free counters