სანდომიანი ღიმილით ახალგაზრდა გოგონამ რაღაც გამომიწოდა. როგორც წესი, „პრომო“ გოგონებს ყოველთვის ვთანხმდები სარეკლამო ბროშურების გამორთმევაზე და არც ამჯერად მიღალატია ამ წესისთვის. მადლობაც გადავუხადე, გავუღიმე რამდენაც შემეძლო, თვითონაც გამიღიმა და განაგრძო თავისი საქმიანობა. სკოლის მოსწავლე იქნებოდა, ასე 15-16 წლის.

      პირველი რამაც გამაკვირვა ეს იყო სისქე. ტრადიციისამებრ „ფლაერი“ ან კუსტარულად, შავ-თეთრ პრინტერზე ამობეჭდილი ერთი სიფრიფანა ქაღალდი კი არ იყო, არამედ მსხვილი, რამდენიმე ფურცლიანი, კარგად ნაბეჭდი, ხარისხიანი ჟურნალი. დავხედე და ქართული რაგბი.

      - ვახ, შენ კი გენაცვალე! - ამომხდა უნებურად და დავლოცე ის გოგონაც - ნუთუ რაგბის პოპულარიზაციაში ვიღაცამ იმდენი ფული ჩადო, რომ ასეთ კარგი ხარისხის ჟურნალებს ურიგებენ ხალხს სრულიად უფასოდ? - სიხარულმა ცას დამწია.

      ხელში მოვკეცე, შევედი მეტროში, დავდექი ბაქანზე და ვიფიქრე, მეტროსმოსვლის ორწუთიან მოლოდინში, მეც გავეცნობოდი რაგბის სიახლეებსა თუ წესებს - დიდი რაგბმოყვარე ან რაგბმცოდნე არასოდეს ვყოფილვარ და სირცხვილია, ცოტას წინ წავიწევ ამ მიმართულებითთქო.

      გადავშალე და შესავალში უკვე ვნახე რაღაც ისეთი, რაც არ ვიცოდი:

      მსოფლიო ჩეპიონატი რაგბიში, 20 წლამდე ასაკისთვის U20 (რომელიც 2014-მდე იუნიორ მორეგბეთა ჩემპიონატად იწოდებოდა) რაგბის კავშირის საერთაშორისო შეჯიბრს წაროადგენს. მას ორგანიზებას უწევს სპორტის სამმართველო, მსოფლო რაგბი, და წარმოადგენს 12 ოც წლამდე ასაკის იუნიორთა ეროვნულ ნაკრებთა შეჯიბრს. ამ მოვლენამ იუნიორთა 19 და 21 წლამდე ასაკის მსოფლიო ჩემპიონატები ჩაანცვლა. საინაუგურაციო ტურნირი 2008 წელს, უელსში, გაიმართა.

      ამის შემდეგ, ცოტა დამაინტრიგებელი ტექსტი იყო:

      წინამდებარე ჟურნალში მოყვანილია დიადი, გამარჯვებული პიროვნების ამბავი. მრავალი ადამიანი ფიქრობდა, რომ ის ვერაფერს გახდებოდა და რომ ის მარცხისთვის იყო განწირული. მრავალი ცდილობდა მის შეჩერებას გამარჯვებისაკენ მიმავალ გზაზე, რათა მიზნის მიღწევაში ხელი შეეშალათ. მაგრამ, მიუხედავად ყველაფერისა, იგი მამაცი და უშიშარი რჩებოდა.

      ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ამას იგი შენთვის აკეთებდა! სწორედ ამიტომ უნდა წაიკითხო ეს ისტორია.

      მისი სურვილია, რომ შენ ცხოვრებაში ყველაზე პირველ და მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწიო და ნამდვილი ჩემპიონი გახდე!

      თავიდან გამიკვირდა, მაგრამ მერე გავიფიქრე - უეჭველად, რომელიმე მორაგბის ისტორია იქნებათქო და გამახსენდა ყველა ის ჰოლივუდური ფილმი, სადაც, მთავარი გმირის წარმატებას არავინ ელის და ფილმის ბოლოს, კულმინაციურ მომენტში სწორედ ის დასახელდება საუკეთესოდ, ან ყველაზე ლამაზი გოლის, ან ცეკვის, ან ბურთი დაჭრის ან შაიბის ან რამე ასეთის ავტორად თუ შემოქმედად. დარწმუნებული ვარ, თქვენც გექნებათ ასეთი ფილმები ნანახი. ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ ჩემი დიდი ინტერესი - ნუთუ, ქართველებს გვყავდა ვინმე ისეთი მორაგბე, რომელზეც შეიძლება ლეგენდები დაიწეროს ამხელა წიგნადთქო.

      მერე ისევ რაგბის საინფორმაციო მოდიოდა ერთ აბზაცად:

      U20 ჩემპიონატი მსოფლიო რაგბის ეროვნული ნაკრებების 20 წლამდელთათვის სატურნირო სტრუქტურის ზედა ზღვარს წარმოადგენს.

      პარალელურად, როცა U20 ჩემპიონატი დაიწყო, მსოფლიო რაგბიმ (მაშინ ცნობილი, როგორც რაგბის საერთაშორისო საბჭო) ასევე დაიწყო მეორე დონის კონკურეცია, U20 Trophy, რვა გუნდის მონაწილეობით.

      გუნდების დაწინაურება და ჩამოქვეითება დინამიურად მიმდინარეობს Trophy-ს და U20 ჩემპიონატებს შორის. Trophy-ში გამარჯვებული მომავალი წლის U20 ჩემპიონატში ითამაშებს, ხოლო U20 ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გასული გუნდი დაქვეითდება და Trophy-ს მონაწილე გახდება მომდევნო წელს.

      დაახლოებით, როგორც ფეხბურთში, იტალიური Serie A და Serie B-ს ან ქართული უმაღლესი ლიგის და ქვედა ლიგების პრინციპზე ყოფილა მოწყობილი.

      სარჩევში:

  • გამარჯვებისთვის დაბადებული;
  • ჩემპიონის დაბადება;
  • მზადება გამარჯვებისთვის;
  • FAIR PLAY;
  • ვარჯიში;
  • რაგბის ოჯახი;
  • მიზნისთვის ცხოვრება;
  • ტრავმები;
  • ფინალი;
  • გამარჯვებული;
  • ჩვენი მიზანი...

      და ა.შ.

      კიდევ გადავშალე ერთი ფურცელი. ქვესათაური:

1.1. შეხვედრა უცნობთან, რომელმაც ყველაფერი იცის

      ამ სათაურის შემდეგ რაც წავიკითხე, ნადვილად გაგაოცებთ (დაახლოებით ისე, ინტერნეტში რომ პიარდებიან ვაინიუსგვერდები)

მეექვსე თვეს კი ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი გალილეაში, ნაზარეთად წოდებულ ქალაქში წარმოაგზვნა...

      გაოცებისგან თვალები გავაფართოვე, სახეზე ღიმილმა გადამიარა და ამასობაში „სადგურის მოედანიც“ გამოჩნდა ვაგონის ფანჯრებში. სასწრაფოდ ბოლო ფურცელი ვნახე - ერთ-ერთი „ჩვენებური“ რელიგიური მიმდინარეობის სააგიტაციო წიგნი ყოფილა. მერე კი განათდა გონებაში, საიდან ასეთი კარგი ხარისხის ჟურნალი უფასოდ.

      მოკლედ, რაგბის ისტორიის ნაცვლად, ხელში შემრჩა „სახარება“! დიახ, ინტერპრეტირებული და იმათური, მაგრამ მაინც ბიბლიიდან ამოწერილი ქრისტეს სიტყვები, ქადაგებები და ა.შ. 

      გგონიათ ამის მერე კითხვაზე უარი ვთქვი? სულაც არა. მაინტერესებდა, როგორ მოახერხეს და ქრისტე გამოიყვანეს რაგბისტად ან როგორ ჩასვეს ქრისტეს ისტორიაში რაგბი, - ოღონდ ეს უკვე სახლში მოსულმა - გადავფრუცლე და გადავიკითხე.

      ცხადია, მარკეტინგული ხრიკია და საბოლოოდ მაინც ამით დაასრულეს - გამარჯვებისთვის გუნდში ლოცვაა საჭირო და შეუერთდი ჩვენს გუნდსო, მაგრამ ამის საპირწონედ რას ვმოქმედებთ? რამდენმა რაგბზე შეყვარებულმა გამოართვა საყვარელ გოგონას ჟურნალი და წაიკითხა იმ დღეს სახარება?

ნახვა: 377

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მარკეტინგი, სარწმუნოება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

mm2easy-Stitches' Spotlight in Adopt Me: Best Tips for Halloween 2026

გამოაქვეყნა Humboy_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 2:28pm 0 კომენტარი



Stitches' Spotlight is one of the Halloween 2026 minigames in Adopt Me!, challenging players to collect as much Candy Corn as possible while avoiding dangerous red spotlights. With a maximum reward of 5,000 Candy Corn per round and a chance…

გაგრძელება

Modern Warfare 4 Optic Rail Placement Covered by U4GM

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am 0 კომენტარი

In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…

გაგრძელება

U4GM Monopoly GO Racers Event Service: What Players Should Know

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am 0 კომენტარი

Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Qwelly World

free counters