- რა გადავიხადეთ იმის საფასურად, რომ დღეს ასეთი მშვიდი და წყნარი საღამოა?

      მოგვიანებით გიპასუხებთ.

* * *

- ბოლო დღეები სულ ვაწვიმებთ, ხომ არ გადავიღოთ?
- კარგი რა, ხომ იცი ამ ადამიანების ამბავი, დაიწყებენ მერე, „იწვის ქვეყანა და იხრუკებაო“. რა გინდა, ცოტა ვიწვიმოთ. იქნებ უხარიათ კიდეც.
- მაინც მეშინია, იქნებ არ ღირდეს? განსაკუთრებით სააღამოობით.
- პირიქით, საღამოსაა კარგი წვიმა. აბა, დღე როცა ვაწვიმეთ, სულ გარეთ წვიმაში დარბიან ბავშვები და მერე ცივდებიან. ახლა, საღამოს ავაგრილოთ ქალაქი, ცოტა ვიწვიმოთ და ხვალ უკვე სასიამოვნო დღე იქნება.
- რა ჯიუტი ხარ! ვერაფერს გადაგაფიქრებინებს კაცი. კაი ჰო, ვიწვიმოთ, მაგრამ წყანრად.
- წყნარად? ჰმ! მოიცა, ნახე როგორ დავუშვა. 

' . '. '. '. '. '.   '. '''.  ' ' ' ' .... '. '. '  . '. '. '.'. '. '.   ' .'. '.' '.' '.'.' ' '.'    '.'.'.' 

- შეხედე რა მაგარი ვარ?
- გეყოფა! იცოდე, არ მომწონს შენი უაზრო თამაშები.
- ჩემი საყვარელო, შენს გამო, თუ გინდა სულ გადავაწვიმებ დედამიწას! გინდა ნოეს ამბავი ჩვენც გავიმეორეოთ?
- შენ ხომ არ გაგიჟდი, რა ნოე?
- რა იყო, გგონი რთულია?
- ჰო და მერე შენ უპასუხე იმას, იქ ↑ დაგავიწყდა, იმ ხალხის დამხოცველი ღრუბლები როგორ დაისაჯნენ?
- ჰო კაი, კაი, ნუ დაპანიკდი. ვიხუმრე, რა გჭირს. კიდობანიც არ არის ხომ ხედავ, რა ნოე.
- უკბილოდ ხუმრობ. კარგი, მორჩი ახლა წვიმას.
- მოიცა, ახლა ნახე მთას მოვერევი.
- გაჩერდითქო.
- ნახე როგორ დავუშვაააა! აგე, აგე, მთა მოწყდება სადაცაა. ეს ხალხი კიდევ ამბობს მიწა მაგარიაო.
- არ გესმის უტვინოო! გაჩერდი, ნუ თამაშობ იქ ხალხია.
- არ არის ხალხი, წეღან მანდ ვიწექი ნისლებად და შევამოწმე ეგ ტყე!
- გაააააჩეეეეერდიიიიიიი!

- ვაიმე, რაღაც დამემართა
- ისევ ხუმრობ ხო?
- არა, არა მართლა! რაღაც მწყობრიდან გამოვიდა, ვეღარ ვაჩერებ! ვაიმე, წყლის საცავი გარღვეულა. მიშველე, წვიმას ვერ ვაჩერებ!
- ნუ მაიმუნობ!
- მართლა ვამბობ, მიშველე!
- იქ რა ანათებს?
- რა დრო ეგაა, ვირღვევი!
- იქ რა ანათებსთქო!
- არ ვიცი, რა ვიცი მე, ან სად სად იქ?
- აი იქ, შენ დასაბრმავებელო, ვერ ხედავ? შუა ქუჩაზე. წითლად, რა ანათებს?
- ვერ ვხედავ, მგონი ვიღაც არის და შველას ითხოვს. სწრაფად, მომეხმარე გთხოვ, მომეშველე წვიმა შევწყვიტო, ვეღარ ვიჭერ და უფრო მეტი ისხმევა და სულ დავიცლები, სულ გავთავდები!
- მარტო არაა, კიდევ ყოფილან. ვაიმე წყალი... ვაიმე შვილებო!
- მომეშველეეე თორემ აღარ გეყოლები, გავწყალდებიიიი!
- ჯანდაბაშიც წასულ. ვაიმე შვილებო, ვაიმე გოგოებო ...

      აბა, წყალი სიცოცხლეაო? წვიმობა მიხაროდა უფალო, ეს რა ცოდვაში ჩაგვაგდე - საყვედურობდა უფალს გადარჩენილი ღრუბელი.

      იმ დღიდან, ის ღრუბელი აღარავის უნახავს, სამუდამო დატოვა ცის კაბადონი და გაქრა, გადაიკარგა... როგორც წერენ ხოლმე, ისე.

* * *

- საფასური? არ ვიცი ვინ რა გადაიხადა, მაგრამ ეს არ არის საფასური, ასე გადახდა არ შეიძლებოდა! არა!! 

* * *

      დღეს, #13ივნისი, საღამოა დაუმსახურებლად მშვიდი! 

ნახვა: 262

ტეგები: 13ივნისი, Qwelly, ბლოგი, მოგონება, წყალდიდობა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

mm2easy-Stitches' Spotlight in Adopt Me: Best Tips for Halloween 2026

გამოაქვეყნა Humboy_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 2:28pm 0 კომენტარი



Stitches' Spotlight is one of the Halloween 2026 minigames in Adopt Me!, challenging players to collect as much Candy Corn as possible while avoiding dangerous red spotlights. With a maximum reward of 5,000 Candy Corn per round and a chance…

გაგრძელება

Modern Warfare 4 Optic Rail Placement Covered by U4GM

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am 0 კომენტარი

In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…

გაგრძელება

U4GM Monopoly GO Racers Event Service: What Players Should Know

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am 0 კომენტარი

Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Qwelly World

free counters