დგება ხოლმე დღეები,

როცა ნულდები...

არც პლიუსი გიწერია,

არც მინუსი...

მოხაზული ცარიელი სივრცე ხარ,

არც კენტი,

არც ლუწი...

დაღლილობისგან ნეკნები გტკივა,

ცხოვრების ნაპასებით

ფილტვებში დაგროვილი მოგონებები,

გაცრეცილი სუნთქვა,

რომელსაც ლანდი გასდის...

დაწყვეტილი ნერვების გროვა,

არსებობასა და

არარსებობას შორის გაჩხერილი ყოფა...

მომსკდარი ფიტულიზმი...

მიჰყვები ქუჩას ხელის ცეცებით,

ქარი ფრთებს შლის,

და მისი ფრთხიალი

შენც მიგახვეტავს,

როგორც ქუჩაში დაბნეულ მტვერთაგან ერთ-ერთს...

ლანდს ემსგავსები,

სილუეტს,

რომელიც უკან მოგსდევს

და მელანქოლიას ეძახიან...

მხოლოდ საკუთარი გულისცემა გესმის,

სხეულს ეხეთქება მისი ვიბრაცია...

მაინც მიდიხარ,

სიარულისგან ვეღარც ქუსლების ტკივილს გრძნობ,

ოღონდ გააღწიო,

სინათლე დაინახო ბოლოს და ბოლოს...

ყოველი კუთხედან

საკუთარი ბავშვობა გიმზერს,

სადაცაა ტირილს დაიწყებს,

მისი ხმა კი,

ექოსავით გაისმება შენს ყურებში...

როგორ არ გინდა ცრემლები დაუნახო...

რომ შეგეძლოს,მის მაგივრად იტირებდი...

მაგრმ ერთად გაქრა ყველა ემოცია,

მოხაზული ცარიელი სივრცე ხარ...

მაინც მიდიხარ...

მთავარია, რომ არ ჩერდები...

შენს თავს თვითონვე ვერ მიატოვებ...

Qwelly, ბლოგი, პოეზია, რესტლესი, თხელიძე, უმისამართო

ნახვა: 327

ტეგები: Qwelly, ბლოგი, თხელიძე, პოეზია, რესტლესი, უმისამართო

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters