ზაფხული რომ მაღალი ტემპერატურით გამორჩეული სეზონია ეს ყველამ იცის თუმცა, ამ ტემპერატურის მიზეზი მხოლოდ მზე და მისი კაშკაშა სხივები როდია. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად იმატებს ფაციფუცი, გადარბენები, წუწუნი და ბოლოს დგება ნანატრი დასვენების დროც. ზოგისთვის მთაში, ზოგისთვის ბარში, ზოგისთვის ზღვაზე, ზოგისთვის უბრალოდ სახლში მაგრამ დასვენება მაინც ყველასთვის საყვარელი რამ არის. ალბათ დამეთანხმებით, რაც საქართველოში ეროვნული გამოცდების სისტემა დაინერგა, ახალგაზრდებისთვის ზაფხული კიდევ უფრო ცხელი დრო გახდა. ზოგი ახლად სკოლადამთავრებული ბაკალავრის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვის, ზოგი უკვე ბაკალავრსტატუსიანი კი მაგისტრის ხარისხისკენ იკაფავს გზას. საოცარია არა?! ჯერ ცხოვრების ერთი ეტაპი არ დაგისრულებია და უკვე მეორე იქყება, თან ყველგან გამოცდებია, ყველგან ტესტები, ყველგან შერჩევები და კონკურენციები...ამის მერე რაღა გასაკვირია ვინმემ თვითნ ცხოვრებას რომ დაარქვას გამოცდა, ან ჩააბარებ ან ვერა თუმცა, ეხლა ფილოსოფოსობას არ დავიწყებ, სხვა რამ მაქვს თქვენთვის მოსაყოლი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს საქართველოში 11 000 მაგისტრანტობის მსურველია. ეხლა წარმოიდგინეთ ამ 11 000–ივემ შემდეგ სწავლა დოქტორანტურაში რომ განარგრძოს, მერე აპირანტურაში, მერე კიდევ ზემოთ და ზამოთ...საქართველოში რამდენი პროფესორი გვეყოლება. ღმერთმა გვიმრავლოს! აქვე გეტყვით, რომ მეც ამ პერსპექტიულ ახალგაზრდათა სიაში მოვხვდი და მათთან ერთად გავიზიარე სამაგისტრო გამოცდების ავიც და კარგიც.

ჩემი საგამოცდო უბანი 133 სკოლა იყო, რომელიც ვარდისუბნის ქუჩაზე მდებარეობს და რომლის საპოვნელადაც Google Map_ი ძალიან დამეხმარა. 7 ივლისს, 14:00 საათზე უკვე საგამოცდო ადგილზე ვიყავი. ადგილზე დამხვდა, სასწრაფო, სახანძრო და საპატრულო პოლიციის მანქანები, თავიანთი თანამშრომლებით. ჩემს მსგავსად ჩემმა თანამებრძოლრბმაც (რომლებიც საბოლოოდ ჩემი კნკურენტები აღმოჩნდნენ) პუნქტუალურობა გამოიჩინეს და რეგისტრაციის დაწყებამდე ანუ 15:00 საათამდე ყველა ვინც გამოცდაზე მოსვლას აპირებდა უკვე იქ იყო. ზოგი მეგობრათან ერთად მოდიოდა, ზოგი დედასთან, ზოგი ქმართან და ზოგიც კიდევ ცოლთან ერთად. ასე რომ, თანამედროვე ქართული ტრადიცია "შიგნით ბავში წერს, გარეთ ახლობელი ნერვიულობს" ასე თუ ისე არ დარღვეულა. უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ეროვნული გამოცდების მფრინავი ფრაზა " მშობლებო გაიწიეთ, ბავშვები გამოატარეთ" ამჟერად არ გაჟღერებულა. როგორც ჩანს, მშობლებიც გაიზარდნენ და ბავშვებიც. სამაგიეროდ, არავის უღალატია ჩაცმის განსაკუთრებული სტილისთვის და როგორც ყველგან, ქართველმა სუდენტებმა აქაც თავი გამოვიჩინეთ."შორტებიანები, ბრიჯებიანები, მოკლე და გრძელ კაბიანები, სანდალ–კეტ–ჯექსონებიან–ქუსლოჩკებიანები, სათვალიან–საათაინ–სამკაულიანები, მაკიაჟიან–ნაირნაირპომადიანები" მიდი–მოდიოდნენ, ტელეფონზე საუბრბდნენ, სიგარეტს ღერი–ღერზე ეწეოდნენ და გაცხარებით განიხილავდნენ წინა წლების ტესტის სტრუქტურას, სირთულეს, დავალებათატიპებს თუ ახლობელთა შედეგ–გამოცდილებებს.

რეგისტრაცია დაიწყო. ალბათ თქვენც ჩემსავით გაგიკვირდებათ მაგრამ, გინდა დაიჯერეთ და გინდა არა, რეგისტრაციის პროსესს შინაგან საქმეთა სამსახურის თანამშრომლები აწარმებდნენ. პირადი ნივთები ჩამოგვართვეს, სექტორებსა და მაგიდებზეც გაგვანაწილეს და მეთვალყურეებიც მოგვიჩინეს. გამოცდის დაწყებამდე რამოდენიმე წუთი კიდევ იყო და საშუალება მქონდა ახლა უკვე შიგნიდან დავკვირვებოდი პროცესს. ჩემი სექტორი მეოთზე სართულზე იყო, 30–ე სექტორის მე–8 მაგიდა... აუდიტორია (ანუ კლასი) გასარემონტებელი იყო თუმცა, მერხები და ვიდეოთვალი თანამედროვე მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებდა. ოთახის სამივე ფანჯარა ღია იყო და უზარმაზარი ჭადარი ფოთლებს ცხვირწინ გვიფრიალებდა. მისი ყურებით ისე გავერთე "ჩემი თანამოკლასენი" სულ გადამავიწყდა და მხოლოდ მეთვალყურის ძახილმა გამომაფხიზლა. ყველა სავალდებულო საფეხურის გავლის შემდეგ, ტესტები ჩავიბარეთ და წერასაც შევუდექით. თავი "წაკითხულის გააზრებითა" და "ანალიტიკური წერით" უნდა გამოგვეჩინა, რამდენად მოვახერხეთ ამას უკვე შედეგები აჩვენებს.

გამოცდის მეორე დღეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი უშუალოდ რეგისტრაციის დაწყების წინ გამოცხადდა გამოცდის ადგილას. აი რას ნიშნავს გამოცდილება და გარემოსთან ადაპტაცია. დღეს უკვე დიდად აღარავის გამოედო თავი ტანსაცმლისა შერჩევითა და მაკიაჟს კეთებით, ამის შედეგად გარშემომყოფთა სიმაღლეც წინა დღესთან შედარებით საგრძნობლად შეიჩვალა –"ჩამოვქუსლოჩკდით". განსხვავებული იყო საუბრის თემა. ამჯერად მსჯელობის საგანს აწ უკვე დაწერილი ტესტი და მისი სირთულე წარმოადგენდა. გაჩნდა ახალი მფრინავი ფრაზაც: "უფფ გრანტი მინდა თორე, ჩაბარებით რომ ჩავაბარებ ეგ ისედაც ვიცი." როგორც ხედავთ თავდაჯერებულობაც მოგვემატა.

დღესაც მეოთხე სართულზე მომიწია ასვლა, სექტორი 2, ადგილი 5... დავხედე თუ არა გამიხარდა, 5 ჩემი საყვარელი რიცხვია, "რბალი ჩემს მხარესაათქ" გავიფიქრე. ეს კლასი თუ აუდიტორია, გარემონტებული აღმოჩნდა, ფანჯრების რაოდენობა ისევ სამი... ამჯერად ჭადრის ნაცვლად ნაძვის ტოტები ზრუნავდნენ ჩემს განწყობაზე. ვფიქრობდი – "რა სასიამოვნო გარემოა, რამდენი ხეა, როგორი სუფთა ჰაერია, მყუდრო გარემო, მეც სიამოვნებით ვისწავლიდი აქთქო" მაგრამ, ვინ გაცალა ფიქრი...ჩემი "თანამოკლასეენი" გაცხარებით განიხილავდნენ წინა წელს ტესტში შეტანილ ერთ ამოცანას 5 ნიშნა რიცხვის 9ზე უნაშთოდ გაყოფის შესახებ და სწორი პასუხი ვერცერთს ვერ ეპოვა. უნებურად წამომცდა და სწორედ ასე გავხდი მათი ყურადღების ობიექტი.გამოცდის დაწყებამდე იმდენი ამოცანა ამოვხსენით, სერიოზული მოთელვა გვქონდა გავლილი :). დღეს ლოგიკითა და რადენობრივი მსჯელობით გამოვიდეთ თავი და არც თუ უკმაყოფილოებმა დავტოვეთ 133–ე სკოლა.

მინდა ყველა ჩემს ჩემთვის მაინც "თანამებრძოლს" და არა "კონკურენტს" გრანტი ვუსურვო (ჩაბარებით რომ აუცილებლად ჩააბარებდნენ ეს ისედაც იცოდნენ და აღარ განვმეორდები), წარმატებები და ხარისხები არ მოგკლებოდეთ. პოსტს კი ვასრულებ რამოდენიმე ფოტოთი, რომლეზეც ერთი, თქვენთვის ნაცნობი ბიჭია გადაღებული. ისიც ჩემსავით შორიდან აკვირდებოდა არსებულ ვითარებას და ვერც კი შენიშნა როგორ იქცა ჩემი დაკვირვების ერთ–ერთ ობიექტად.

წარმატებები ლაშა :)

ნახვა: 553

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გამოცდა, გრანტი, ეროვნულები, მაგისტრატურა, პოლიცია

ლაშა: ივლისი 9, 2014||4:00pm

შენი წერის სტილი რომ მომწონს ამაზე ბანალურს სხვას ვერაფერს მოვიფიქრე დასაკომენტარებლად, მაგრამ... ერთი ეს ამიხსენი, იმდენ ხანს იმიტომ გეჭორავებოდი და ვგეგმავდით პოსტის გამოქვეყნებას, რომ ჩემი ფოტოები გამოგეჭიმა?! :D ჰმ!! მაგრამ მარტო ჰმ_ც რომ არ კმარა ამას? :D 

კიდევ ბევრი გვაქვს გასახსენებელი, მარტო ის რად ღირს - შემნახავ საკანში დატოვებული სახიდან აცილი 2 სმ სისქის მაკიაჟი და ლურჯი "ცელოფნის" სახლში ვერ გატანების შეგონება :D :)) 

წარმატებას გისურვებ ჩემო ნიჭიერო თამუნა :) 

tamuna: ივლისი 9, 2014||7:01pm

ლაშა  მე ხომ გითხარი მე დავწერ და შენ ჩაამატეთქო? შეგიდზლია მიამატო რაც გამომრჩა, გვიან ვწერდი და ალბათ მეპატიება :)

რაც შეეხება ფოტოებს, სულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გადაუღია ჩემს ფოტოგრაფს და იმათ გადაკიდებას, ისევ შენი გამეტება ვამჯობინე :) თანაც შენი ფოტოები უფრო მეტად მოუხდა ჩემს პოსტს.

ლაშა: ივლისი 9, 2014||7:05pm

tamuna მაშ კარგი, შსს_ს ისევ ჩემი ფოტოები ჯობს, გეთანხმები :D 

tamuna: ივლისი 9, 2014||7:29pm

:) მიხარია,

რომ მეთანხმები

ლაშა: თებერვალი 3, 2016||1:13pm

სამაგისტრო გაგრილების სპონსორადაც არ გამოდგება ეგ. მაგრამ თამუნა სად დაიკარგა ნეტა :D 

ლაშა: თებერვალი 4, 2016||2:17pm

მაინც ყველა ერთი და იგივე წყალია და რა აზრი აქვს დაცალკევებას :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters