"მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ-ო" ნათქვამია. მე მეეჭვება თვითონაც ისეთი კარგი ვიყო, როგორებიც ჩემი მეგობრები არიან.ისინი ყველაზე და ყველაფერზე უფრო კარგები არიან. არ გჯერათ? ეს იმიტომ, რომ არ იცნობთ მათ. იცით როგორები არიან? მზის სხივებზე უფრო თბილები, ბავშვზე უფრო ხალისიანები, ასათიანის პაციენტებზე უფრო გიჟები, ძაღლებზე უფრო ერთგულები, მშობელზე უფრო მზრუნველები, სიკეთით სავსეები და ზღვის ტალღაზე არეკლილ მზეზე უფრო ლამაზღიმილიანები...

Qwelly, blog, post, მეგობრობა, ქველი, ბლოგი, მეგობარი

      მე შემიძლია გავძლო მზის, წყლის, საჭმლის, ძილის...ყველაფრის გარეშე, მათ გარეშე კი მე ვერ ვიარსებებ. გიფიქრიათ, რა იქნებოდა ადაქმიანი უმეგობროდ? ვინ იქნებოდით თქვენ მათ გარეშე? იმაზე თუ გიფიქრიათ, რა არის იმ ადამიანის სიცოცხზლე რომელსაც მეგობარი არ ყავს? "თითოეული მეგობარი ჩვენში სამყაროს წარმოადგენს, სამყარო ჩვენში ვერ დაიბადება სანამ ისინი არ მოვლენ ჩვენთან და სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ იქმნება ახალი ბუნება ჩვენში". უმეგობროდ ცხოვრება კი სამყაროს გარეშე ცხოვრებას ნიშნავს, დედამიწაზე შენი ადგილის გარეშე ცხოვრებას...

      ზოგჯერ მიკვირს სიყვარულს მეგობრობაზე წინ რომ აყენებენ... როგორ შეიძლება იყო ბედნიერი მაშინ, როცა არავინ გყავს ვისაც შენს ბედნიერებას გაუზიარებ? არა ბატონო, ასეთი რამ არც მესმის და ვერც გავიგებ! იცით რა მიყვარს ყველაზე მეტად მათში?მათ ისეთი ვუყვარვარ როგორიც ვარ, ჩემი ნაკლოვანებებით და არანაკლოვანებებით. არც ჩემს შეცვლას ცდილობენ და არც მსაყვედურობენ, მიღებენ ისეთს როგორიც ვარ. მათთან არც რამის მეშეინია, არც რამის მრცხვენია, არც მწყინს რაიმე და არც მტკივა. ვიცი, რომ თუ დაცვა დამჭირდება, მათი მხრების ქვეშ შევაფარებ თავს, თუ ტკივილი შემაწუხებს, მათი ხელი ჩემს ხელს არ მოსცილდება გაყუჩებამდე, შეციებულს თბილი ჩახუტებით გამათბობენ, აი ისეთით მარტო მათ რომ იციან, იმედგაცრუებულს ახალი ძალებით ამავსებენ, რწმენას დამიბრუნებენ, ბედნიერებას ჩემთან ერთად გაიზიარებენ და მარტო არასდროს დამტოვებენ.

      ყველაზე დიდ სითბოს მათგან ვიღებ, ყველა ლამაზი მოგონება მათ უკავშირდება, ყველაზე კარგი ცხოვრება მაშინაა, როცა ისინი არიან ჩემთან ერთად და ღმერთმა ნურც მაცოცხლოს მათ გარეშე, არცერთი წუთი, არცერთი წამი...რადგან თუ ისინი გაქრებიან, გაქრება მზეც, მთვარეც, ზღვაც, სითბოს, სიყვარულიც, ხალისიც, ბავშვობაც და მთელი ჩემი სამყაროც...

      ასე რომ გაუფრთხილდით მეგობრებს, აჩუქეთ მათ რაც შეიძლება მეტი სითბო და სიყვარული, გაატარეთ ყოველი თავისუფალი წუთი მათთან ერთად და მერე ნამდვილად აღარ დაგრჩებათ ადგილი ისეთი ცუდი გრძნობებისთვის როგორიც სევდა, იმედგაცრუება, მარტოსულობა და მსგავსი რამეებია...

      პოსტის ბლოს, რამოდენიმე ლამაზი ფრაზა:

1."ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც კარში მაშინ შემოდის, როცა დანარჩენი სამყარო გადის."
უოლტერ უინჩელი

2. "შენთან მოსვლისას სევდა ყოველთვის შენი კარის ზღურბლთან დამიტოვებია, წასვლისას კი არასოდეს გამიყოლია.
თეოდოსია გარისონი

3. "ღმერთმა მოგვცა ნათესავები. მადლობა ღმერთს, რომ მეგობრებს ჩვენ თავად ვირჩევთ".
ეთელ უოტს მამფორდი

4. "უეჭველია, რომ ჩემს მტრებს ვიმსახურებ, მაგრამ არ მჯერა, რომ ჩემი მეგობრები დავიმსახურე".
უოლტ უიტმენი

5. "სიმართლე თუ გნებავთ, მეგობრობა ჩემთვის ისეთივე წმინდაა, როგორც მარადიული ქორწინება".
ქეთრინ მენსფილდი

6. "მეგობრობა სიხარულს გვიორმაგებს და დარდს გვინახევრებს".
ჯოზეფ ედისონი

7. "ნამდვილი მეგობრობა იქაა, სადაც ორ ადამიანს შორის ჩამოვარდნილი დუმილი სიმყუდროვეს ქმნის".
დეივ ტაისონ ჯენთრი

8. "ყოველთვის ვგრძნობდი: მეგობრობის გემო, ნუგეში, მისი უმაღლესი პრივილეგია ისაა, რომ არაფრის ახსნა გჭირდება".
ქეთრინ მენსფილდი

9. "ჩემს წინ ნუ ივლი, ხომ შეიძლება ვერ გამოგყვე, ნურც უკან ივლი, ხომ შეიძლება ვერ გაგიძღვე. მხარში მედექი და მემეგობრე".
უცნობი ავტორი

10. "ვინც მეგობარსა არ ეძებს იგი თავისა მტერია".
რუსთაველი

ნახვა: 24912

ტეგები: Qwellyland, ბლოგი, მეგობარი, მეგობრობა, ქველი

tamo: ივლისი 13, 2014||2:11am

ვაიმე რასაყვარელი პოსტიაა :* :* :* მმმ მომეწონა   ძაალიააან :):)

ლაშა: თებერვალი 26, 2016||12:48pm
განსაკუთრებით ვეთანხმები და მომწონს მამფორდი. ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters