რამდენი ხანი ვოცნებობდი სამსახური მქონოდა, ვერც წარმოიდგენთ.. ალბათ როგორც ყველას, მეც ეს საფიქრალი მქონდა. უნი დავამთავრე და ბანკში ამოვყავი თავი, მაგრამ რაც არაა შენი საქმე, არც უნდა აკეთო...
3 თვე ვიწვალე, თავი ვიტანჯე მაგრამ მივხვდი არ შემიძლია ადამიანები გამოვიჭირო, მერე მაგათ გაჭირვებებს და თავის მართლებებს ვუსმინო, ამ ყველაფერთან ერთად კი ეს საქმე მომწონდეს..
წამოვედი...
მომდევნო სამი თვე ტრენინგები გავიარე და მოთმინებით დავიწყე სამსახურის ძებნა მარტვილში...
ბოლოს ისე გამიჭირდა, ოღონდ სამსახური მქონოდა და ხელფასიც არ მინდოდა..
გამიგრძელდა ლაპარაკი და ვიშოვე სამსახური (გილოცავ ჩემო თავო))
ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციაში...
3 თვე გავიდა... ჯერ ერთი ესჩემი საქმე არაა, "ამხელა სოციოლოგი" ბრძანებებს ვწერ და ბავშვებს ვარეგისტრირებ და "ცოტა პატარა ფსიქოლოგი" ვზივარ და ჩემზე მინიმუმ 20 წლით უფროს სამ ქალს (დირექტორს მოადგილეებით) ვუსმენ...
მინდა რაღაც ახალი შემოვიღო, ვხედავ რა უწესრიგობაა, ახლა მესმის რატომ არის რაიონების უმეტესობა ჩამორჩენილი...
მაგრამ მომბეზრდა...
სანამ ვიქნები, ვეცდები მაინც ჩემი აზრით ვთქვა აქ რა არის საჭირო...
მაგრამ არამგონია დიდიხანი დავრჩე...
მე უმადური ვარ :))
უმადური არ ხარ, ისეთი ხარ როგორც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა ;) 3 თვეში და ნაკლები მონდომებით და შრომით ელი შედეგს :( ასე არ შენდება სამშობლო diik :( თორემ ასე ამბობდნენ თუ რა იყო საჭირო, ასე დაიწყეს მონდომებით იმ 20 წლით უფროსმა ქალებმაც ;) დანებება დანაშაულია!!!♥
ბრძოლა წისქვილებთან არამომგებიანია, მაგრამ ღირს!!!
ლაშა, მართალი ხარ ბევრ რამეში. კი არადა სრულიად გეთანხმები... ხანდახან როცა წუწუნებ, ხომ ცუდად ხედავ ყველაფერს, მეც ეს დამემართა... მაგრამ მაინც, ჩემი საქმე არაა ,, მიუხედავად იმისა რომ ვახერხებ და ვმუშაობ, მინდა მაინც სხვა საქმე მქონდეს..
მმაგრამ რაღაცით ხომ უნდა დავიწყო...
არ ვებრძვი წისქვილებს... უსამართლობას მხოლოდ :)
ჰო, უსამართლოაბსთან ბრძლაც კარგია... ვხვდები რას ნიშნავს როცა საქმეს აკეთებ, რომელიც შენი არაა! :) მაგრამ ალტერნატივის არ არსებობა ამ ქვეყანაში უკვე ჩვეული რამ არის... ამ ქვეყნის გარდა კიდე, სხვა არ გვაქვს საჩვენოდ... ამიტომ რაცაა ესაა რა! :)
ეგააა.. შეგუებაა ერთადერთი გზა ალბათ, სანამ რამე გამოჩნდება , მანამ მარტო წუწუნი დარჩა :) :*
წუწუნი და დაპოსტვა :D
რატომაც არა :))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია