ცრის...

უკვე წვიმს...

1962 წელში გამოშვებული, დაჟანგულზამბარიანი ნიკელის ჭრაჭუნა "კრაოტი," 65 კილოს წელში მოეხარა სასამარე კუზიანივით...

წვიმს...

წვიმის წვეთები სახეზე... აივნიდან მთები, მთებიდან ზეცა, ზეციდან წვეთები...

ნაცრისფერი ცა, მონაცრისფრო კედლები, ნაცრისფერშეპარული დღე და ახლადნაცრისფრადნაქცევი ახალი წარსული...

უამრავი ფიქრი... აუმრავი კითხვა... უამრავი ხვეული თავის არეში, თუმცა დაბალკოეფიციენტიანი IQ ☺

ნაბიჯები წინ - ფეხშემობრუნებით გადადგმული...

ნაბიჯები უკან, თუმცა უკან უკვე აღარ არსებობს...

ნაბიჯები წინ, მაგრამ ტალახში...

წვიმს...

წვიმამ აავსო ნაკვალევი, წვიმამ წაშალა ის...

ასე ხდება: პატარები პატარა ნაკვალევს ტოვებენ, დიდები - დიდს, ცუდები - შელანძღულ ნაკვალევს, ადამიანები ადამიანურს, ის კი ეკლით და წყლით სავსე ნაკვალევს...

წვიმს...

უამრავი ფიქრი... უამრავი თხოვნა - კადნიერი თხოვნა...

თმების დაგლეჯვას შემართული გახევებული ხელები...

წვიმს...

ნაცრისფერი დღე...

ნაცრისფერი დასაწყისი - ორშაბათი...

2011 წლის 20 ივნისი... მე...

ნახვა: 862

ტეგები: Qwelly, ზეცა, ორშაბათი, პირადი, საწოლი, წვიმა

ლაშა: ივლისი 10, 2013||11:43pm

ჰოოოო... მე უბრალოდ დროის ფაქტორზე ვთქვი თორემ წარსულიც ხომ რეალობაა :) უბრალოდ როცა ა_ს ვწერდი სიტყვა როცა_ს დაბოლოებად, ეს უკვე წარსული იყო და ვერ გამირკვევია აწმყო სად არის :) 

აწმყო არც არსებობს მგონი :) :) 

ლაშა: ივლისი 10, 2013||11:52pm

ეგ მოშლილი საათის ნიშანია მამუკ :D 

ლაშა: ივლისი 11, 2013||12:28am

ჰო, ეს ცოტა სხვა თემაა :) 

ლაშა: სექტემბერი 9, 2013||6:30pm

აჰა, დღეს! 9 სექტემბერია, ორშაბათი - არც ნისლი მაკლია, არც წვიმა, არც ნაცრის ფერი :) 

კარგი დღეა! 

ბუხარი, ცეცხლი, პლედი, ჩემი სანატრელი სკამი და................ 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters