ადამიანი იმდენად ეგოცენტურული არსებაა, რომ ვიდრე მას ან მის გარშემო კეთილისმყოფელ-მსურველებს არ შეეხება რომელიმე პრობლემა, იქამდე ხმას არ ამოიღებს და არაფერს დაწერს, იტყვის.
ჰოდა, მეც ვინაიდან რიგითი კაცთაგანი ვარ, ვწერ ახლა, ვინაიდან ჩემს გარშემო ძალიან თვალშისაცემად მომრავლდა.
ვაკანსია სახელად - კონსულტანტი მაღაზიაში. ახლა აგიხსნით ეს რას ნიშნავს. ამბობენ რომ კონსულტანტი და მერჩენდაიზერი განსხვავდება.
კონსულტანტი მაღაზიაში ნიშნავს გოგონას (95%), რომელმაც გადაწყვიტა რომ აიკრძალოს ჭამა, აიტკიოს ფეხები, დაიავადმყოფოს კუჭი და ნერვული სისტემა და ა.შ.
სულ რამდენიმე ხსნის წინ, ერთმა ჩემმა მეგობარმა დაიწყოს მუშაობა მაღაზიაში, სადაც საოცარი გრაფიკი აქვს:
მუშაობს ორი დღე მონაცვლეობით ანუ ორი დღე ისვენებს და ორი დღე მუშაობს. თვეში დაახლოებით 15 სამუშაო დღე გამოდის.
სამუშაო საათები - 08:00 - 22:00
დასვენება სამუშაო საათების დროს - 0 წუთი და 0 წამი.
კვება - 0 გრამი და 0 კალორია.
პოზიცია - დგომა დახლებს შორის, მაცივრებთან და ა.შ.
როდესაც ამ ვაკანსიაზე მომიყვა ჩავთვალე სრულ იდიოტობად და გამოვლანძღე იმ კონკრეტული მაღაზიის მეპატრონე, რომელთანაც სამუშაო კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა. შემდეგ ჩემს ირგვლივ სხვა კონსულტანტ გოგონებს გავესაუბრე მათი სამუშაო გამოცდილებების შესახებ და უნიკალურ მაგალითებს წავაწყდი.
ჩვენთან, არ შეიძლებოდა კედელზე მიყუდება, რადგან ამ დროს კლიენტს გონება გაურბისო, გვეუბნებოდა ზედამხედველი.
ჭამის პროცესი ასეთი გვქონდა - თითქოს რამე მოგვეპაროს, ისე ჩუმად ვჭამდით პურს და ყველს ან ძეხვს. ამიტომ მთელი დღე ყავას ვსვავდით.
ჩვენი მაღაზიიდან გასვლა არ შეიძლება, ამიტომ ერთადერთი ადგილი სადაც შეიზლება რამე ჭამო, არის საპირფარეშო, სადაც ჭამის სურვილი არ მქონდა, ამიტომ იქ მხოლოდ მოსაწევად გავდიოდი და ამით გონებას რაღაცნაირად ვაყუჩებდი.
თუ შენს პოზიციაზე არ იყავი, ხელფასიდან თანხა გექვითებოდა.
თანხას გვიქვითავდნენ იმაზეც, 10 საათიანი სამუშაო დღის შემდეგ, 100 მოსინჯვის შემდეგ კლიენტი რომ უარს იტყოდა ტანისამოსზე და არ გავუღიმებდი და ამას კამერა დააფიქსირებდა.
და ასეთი ისტორიები უამრავია ჩვენს გარშემო. ამიტომ მგონი, მსგავსი არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამომდინარე, დროა რაც შეიძლება მალე გადავიდეთ რობოტების სამყაროში, თორემ მსგავს "ბიზნესმენებს" კონსულტანტი გოგონები მაინც რობოტები ჰგონიათ, ოღონდ ისეთები რომლებსაც დატენვა არ სჭირდებათ.
და რა არის გასაკვირი რომ მსგავსი სამსახურებიდან ახალგაზრდები დაბღვრემილები იყურებიან გაქცევის სურვილით შეპყრობილები???
ლაშა ნუღარ მალაპარაკებ ახლა ქართულ პრობლემებზე :D შორს წაგვიყვანს და შეიძლება ვერც მოვბრუნდეთ
ჰოო, მაგის ბოლო მართლაც მოუსავლეთშია :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია