2 თვის წინ გოგონა გავიცანი... უფრო სწორად 2 თვის წინ მე "მზეს" შევხვდი, სიფრიფანა, ცისფერთვალა, ქერათმიან გოგონას. ჩემი პირველი ფიქრი მისი დანახვისას იყო: "ღმერთო მაღალო, რა ლამაზია!"

     2 თვის განმავლობაში მე ყოველ დღე ვხვდებოდი ამ მზეს და ყოველ ჯერზე სხვადასხვა ასოციაცია მიჩნდებოდა. "ის ქალთევზას გავს" - ვამბობდი ერთ დღეს, "არა ის პეპის გავს" - ვამბობდი მეორე დღეს... დღეს კი მივხვდი, რომ ის ანგელოზს გავდა...

     2 დღის წინ ერთად ვიმგზავრეთ. გაჩერებაზეც ერთად ჩამოვედით... გზის მეორე მხარეს უნდა გადავსულიყავით მაგრამ ვერ გადავდიოდით, არც ე.წ. "ზებრა" გადასასვლელი იყო და არც ჩვენი "თავაზიანი" მძღოლები აპირებდნენ გზის დათმობას. ბოლოს მე გაბრაზებულმა ხელი მოვკიდე და ორივემ სირბილით გადავკვეთეთ გზა. სუნთქვა აჩქარებული, თავისი ლამაზი ცისფერი თვალების ფახულით მიყვებოდა, როგორ გადაუარა ერთხელ ფეხზე გზაზე გადასვლის დროს შუქნიშანზე გაჩერებულმა მანქანამ: "იმ ამბის მერე ცოტა მშიშარა გავხდი თამარა, მანქანამ კინაღამ ჩემი ლამაზი ფეხი იმსხვერპლაო"-ამბობდა და თან იცინოდა. ამ დროს მე ორ მზეს შორის ვიდექი, მაგრამ ჩემს გვერდით მდგომი მზე გაცილებით მეტი იყო ვიდრე ცაში მოკაშკაშე...

     დღეს დილით ვიღვიძებ და ვიგებ, რომ ქალაქში დატრიალებულმა უბედურებამ ჩემი მზე ჩააქრო...

     - ხუთშაბათ საღამოს, სამსახურში ძალიან დაღლილი და მოწყენილი ვიჯექი. უცებ დამიძახა და მითხრა: "თამარა, რომ ზიხარ ასე დაღვრემილი, აბა თუ იცი რა ერქვათ სალვადორ დალის ძმებსო? - მე უცებ სახე შემეცვალა და მხრები უხერხულად ავიჩეჩე... რომ მიხვდა "მის ხელში ვიყავი" მითხრა: "რა ერქვათ და ადანდალი, დანდალი და შანდალიო"... მერე კი ძალიან დიდი, დიდი ხანი ორივე გულიანად ვიცინოდით.

     ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნად იმიტომ მოდიან, რომ ჩვეულებრივ მოკვდავებს ცხოვრება გაულამაზონ და სიხარული მიანიჭონ, ასწავლონ სიყვარული და ცხოვრების, სიცოცხლის ფასი დაანახონ...

     ის ასეთი იყო ჩემთვის... დღეს ვზივარ, ვუყურებ მის ფერად, სიცოცხლით და ღიმილით სავსე ფოტოებს და განვიცდი, რაღაც იმ წყალდიდობასავით არეულ, საშინელ და არაამქვეყნიურ განცდებს, რომელსაც ვერც ენით აღწერ და არც არის საჭირო. ამაო და ყბადაღებულია ყველა სიტყვა, ყველა თანაგრძნობა და ყველა ცრემლი...

     უბრალოდ მინდა მადლობა გითხრა არსებობისთვის... მადლობელი ვარ შენი, ყოველი ერთად გატარებული დღისთვის, საათისთვის, წუთისთვის და წამისთვის... შენ მე სიცოცხლის სიყვარული მასწავლე ინდი...

ინდირა ზარანდია, ინდი, სიცოცხლე, გარდაცვალება, qwelly, blog, qwellyblog, indi zarandia, dead

ნახვა: 1018

ტეგები: 13ივნისი, Qwelly, ანგელოზი, ინდი, სიფრიფანა, სიცოცხლე, ცისფერთვალება

ლაშა: ივნისი 14, 2015||10:03pm

ჰოო, ახლა მივხვდი. კი თამარ, ინდი მზეს ჰგავს, ამიტომ მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება. 

თათია: ივნისი 16, 2015||9:06pm

ცამ დაიტია.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters