ჭკვიანი ბაბუა და ცნობისმოყვარე შვილიშვილი - ანუ ნაწყვეტი სერიიდან "დილის საინტერესო საუბრები"

     ჩემს ქუჩაზე ცხოვრობს ერთი ძალიან საყვარელი მოხუცი ბაბუა, რომელიც ყოველ დილით თავის შვილიშვილ გოგონას სკოლაში აცილებს ხოლმე. დღეს დილითაც (როგორც თითქმის ყოველ დილით) მათთან ერთად მომიხდა ქუჩის რაღაც ნაწილის გავლა და მათ მორიგ ძალიან საინტერესო საუბარსაც შევესწარი უნებლიედ:

     შვილიშვილი (პატარა გოგონა, შავი, გრძრელი ჩაწნული თმით და ეშმაკუნა შავი თვალებით) ეკითხება ბაბუამისს:

- ბაბუ შენ რომ უნივერსიტეტში ჩააბარე ბევრი გამოცდა გქონდა?
- აბა არ მქონდა ბაბუ? ყველაფერში გამოცდა გვქონდა მაშინ, ახლა რომაა ასე კი არ იყო... ბევრს ვმეცადინეობდით, კარგად ვსწავლობდით და კარგადაც ჩავაბარეთ ტეხნიკუმის გამოცდები. შენ რომ გაიზრდები შენც უნდა ჩააბარო აბაა...
- რაში უნდა ჩავაბარო ბაბუ?
- ყველაფერში უნდა ჩააბარო...
- და როგორ უნდა ჩავაბარო?
- როგორ და იქ რომ მიხვალ კომისიასთან, დადგები და ისინი გკითხავენ ყველაფერს და გაიგებენ რა იციიი...რა არ იცი... კარგად გისწავლია სკოლაში...გიზარმაციაააა...
- მაგას როგორ გაიგებენ?
- როგორ და გკითხავენ ყველაფერს კაცო! (გაბრაზდა, აშკარად დაიღალა ამდენი შეკითხვით), გეტყვიან... აბა, ელენე... როგორ სწავლობდი სკოლაში, როგორ წერდი, როგორ კითხულობდი, მასწავლებლებს ხომ არ აბრაზებდი...სკოლას ხომ არ აცდენდი... გკითხავენ ასე და გაიგებენ.
- თუ მკითხავენ მე ვეტყვი კარგად ვსწავლობდიო, ზოგჯერ ვზარმაცობდიო... მაგრამ კარგად ვკითხოლობ და ვწერ და ამას რომ ვეტყვი მიმიღებენ ხომ ბაბუ უნივერსიტეტში?
- მაგას თუ ეტყვი მიგიღებენ აბა რას იზამენ, მაგრამ ზოგჯერ რომ ზარმაცობ ეგ არ მოეწონებათ. აწი თუ აღარ იზარმაცებ უფრო ადვილად მიგიღებენ. გაიგე შეენ?

     ბავშვი დაფიქრდა და ეუბნება:

- ბაბუ იცი რა მოვიფიქრე? ზოგჯერ ვიზარმაცებ მაგრამ იქ რომ მივალ არ ვიტყვი ვზარმაცობდიო, კარგად დავწერ, კარგად წავიკითხავ, იებზე ლექსსაც ვიტყვი და ჩავაბარებ...

.....................

მართალია საუბრის დასასრული ვერ მოვისმინე მაგრამ ეროვნული გამოცდების სახეცვლილი ვერსიის საფუძველის ჩაყრას ნამდვილად დავესწარი. მთავარია კარგად წერდეთ, კითხულობდეთ, ლექსები იცოდეთ, მასწავლებელს არ აბრაზებდეთ და 2025 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდა ჩაბარებული გაქვთ!!!

exam, granddaughter, grandfather, poetry, qwelly, qwellyblog, qwellypost, talk, tamuna chkhaidze blog, university, walk, ბაბუა, გამოცდა, დიალოგი, დილის საინტერესო საუბრები, ერთიანი ეროვნული გამოცდები, ეროვნული გამოცდები, თამუნა ჩხაიძის ბლოგი, მომავალი, საუბარი, სეირნობა, უნივერსიტეტი, შვილიშვილი, წარსული

ნახვა: 887

ტეგები: exam, granddaughter, grandfather, poetry, qwelly, qwellyblog, qwellypost, talk, tamuna chkhaidze blog, university, მეტი...walk, ბაბუა, გამოცდა, დიალოგი, დილის საინტერესო საუბრები, ერთიანი ეროვნული გამოცდები, ეროვნული გამოცდები, თამუნა ჩხაიძის ბლოგი, მომავალი, საუბარი, სეირნობა, უნივერსიტეტი, შვილიშვილი, წარსული

ლაშა: მაისი 12, 2015||11:19pm

ოხ რამდენი შეკითხვები უყვართ და როგორ დაუღალავად :D

BrOliKa: მაისი 12, 2015||11:25pm
ხო ყველაფერზე კითხვა რატოომ??? რა უბედურებაა :-D ზოგჯერ პასუხის ახსნაც, რომ შეუძლებლად გეჩვენება :-D
tamuna: მაისი 12, 2015||11:51pm

ამ ბავშვს განსაკუთრებით უყვარს შეკითხვების დასმა. ჯერ გამარჯობასაც არ ამბობს, დანახვისთანავე გეკითხება - როგორ ხარ? სად მიდიხარ? და ასე დაუსრულებლად :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters