მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში გამოიცა ერთი ნაწარმოები, სადაც წააწყდებით საინტერესო დიალოგს. დიალოგი იმდენად საცნობლად ღირებულია, რომ XXI საუკუნეში 15 წლის შებიჯების შემდეგაც ჩვენს ყოველდღიურობაში ძალიან აქტიუალურ საკითხებს განიხილავს.
გაეცანით:
"უნდა მოგახსენოთ, აგერ თითქმის ათი წელიწადია, დედაქალაქში აღარა ვყოფილვარ. ეს ჩვენი ახალი ამბები, რეფორმები, იდეები, ყოველივე ეს პროვინციამდეც მოაღწევს ხოლმე, მაგრამ ადამიანმა რომ უფრო ნათლად და თანაც თავისი თვალით დაინახოს, დედაქალაქში უნდა იყოს. დიახ, და ჩემი აზრიც ის გახლავთ, რომ ყველაზე მეტს მაშინ გაიგებ და შეამჩნევ, თუ ჩვენს ახალ თაობას დააკვირდები. გამოგიტყდებით: გავიხარე...
- რამ გაგახარათ?
- თქვენი კითხვა ერთობ ვრცელია; რასაკვირველია, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მაინც მგონია, ახალ თაობას უფრო ნათელი შეხედულება აქვს, უფრო მეტი კრიტიკა და საქმიანობა შეუძლია...
- სტყუი, საქმიანობა ნაკლებადაა. საქმიანობა ადვილი შესაძენი როდია, ვისმე ციდან როდი უვარდება პირში. ჩვენ კი აგერ, თითქმის ორასი წელიწადია ყოველგვარ საქმეს გადაჩვეულნი ვართ... იქნებ იდეები მართლაც არის სადმე აქა-იქ გაფანტული, კეთილი სურვილიც არის, თუნდაც ბავშვური; იქნება პატიოსნებაც მოიძებნება სადმე, თუმცა ყოველ მხრივ ურიცხვი გაიძვერა გვახვევია, მაგრამ საქმიანობა მაინც არ არის არსად! საქმიანობა ჯერ ჩექმებით დააბოტებს.
- არ გეთანხმებით! რასაკვირველია, გატაცება და შეცდომები მუდამ იქნება, მაგრამ არც აგრე სასტიკად უნდა მოვეპყრათ. გატაცება საქმის მხურვალე სიყვარულის მომასწავებელია და გვიჩვენებს, რამდენად შეუფერებელ გარემოებაში იმყოფება საქმე. თუ დღემდე ცოტა გაკეთებულა, იმიტომ, რომ დროც დიდი არა გვქონია. რაც შეეხება საშუალებას, ეს ხომ სახსენებელი არც კია. ჩემი აზრით, პირიქით, ზოგიერთი რამ კიდეც გაკეთდა: გავრცელდა, მაგალითად, ახალი, სასარგებლო აზრები, გავრცელდა წინანდელ საოცნებო, რომანულ თხზულებათა ნაცვლად ახალი და სასარგებლო თხზულებანი; მწერლობა თანდათან წელში მაგრდება, ვითარდება; ბევრი მავნე და სამარცხვინო ცრურწმენა ძირიანად აღმოიფხვრა... ერთი სიტყვით, თითქმის რომ სამუდამოდ ჩამოვცილდით წარსულს, რაც, ჩემი აზრით, მცირე საქმე არ არის... ხომ მართალია? წარმატება, ანუ როგორც ამბობენ, პროგრესი, თუნდაც მეცნიერებისა და ეკონომიკური ჭეშმარიტების სახელით, ეჭვს გარეშეა...
- გაცვეთილი აზრია.
- არა, ბატონო, გაცვეთილი აზრი არ გახლავთ! დღემდე თუ მეუბნებოდნენ - "გიყვარდესო" და მეც მიყვარდა, რა გამოდიოდა აქედან? გამოდიოდა ის, რომ ტანისამოსს შუაზე ვხევდი და მოყვასს ვუზიარებდი, და ანდაზისა არ იყოს: "ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო", ორივე ნახევრად შიშვლები ვრჩებოდით. მეცნიერება კი ამბობს: უპირველეს ყოვლისა, შეიყვარე თავი შენი, რადგან ქვეყნიერებაზე ყველაფერი კერძო ინტერესზეა დამყარებულიო. თუ თავს არ დაივიწყებ, საქმესაც რიგზე მოაგვარებ და ტანისამოსიც მთელი შეგრჩებაო. ეკონომიკური ჭეშმარიტება კი დასძენს: რამდენადაც მეტია საზოგადოებაში რიგზე მოწყობილი კერძო საქმე და რამდენადაც მეტი ტანისამოსია მთელი, იმდენად თვით საზოგადოებაც და საზოგადო საქმეც მტკიცედ და უკეთ არის მოწყობილიო. მაშასადამე, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის ვიძენ რასმე, ამითი ვზრუნავ სხვებისათვისაც და ვცდილობ, მოყვასმა ჩემმა დაგლეჯილ ტანისამოსზე ცოტა რამ უკეთესი მიიღოს, მაგრამ კერძო წყალობითა და თანაგრძნობით კი არ მომდის ეს, საყოველთაო სიკეთეზეა ეს ჩემი მისწრაფება დამყარებული. უბრალო და მარტივი აზრია, მაგრამ, საუბედუროდ, დიდხანს არავის მოსდიოდა ფიქრად, რაღაც აღტაცებითა და ოცნებით იყო დაჩრდილული, თუმცა მის აღმოჩენას თითქოს დიდი მახვილი გონება არ უნდოდა..."
ციტატის დასასრული.
გამიზიარეთ შთაბეჭდილება, ეთანხმებით თუ არა ბოლო აბზაცის გახმიანებულ იდეებს?!
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია