შენ არასდროს გეშინოდა სიბნელის...მაშინაც კი, როცა შენს სხეულს ბავშვობა შემოახიეს, იმედგადაწურული თითებით ცდილობდი თვალების დამალვას,რათა აღარ დაგენახა საკუთარ ლეშში დამწყვდეული არსებები,რომლებსაც ადამიანებს ეძახდნენ ...
შენ ყოველთვის შეგეძლო ფრთების გაშლა ტკივილგამოცლილი წარსულიდან -ღრუბლებში ჩამარხულ მომავლამდე, მაგრამ არასოდეს გაფრენილხარ...სწორედ ამიტომ , როდესაც სხვები სილურჯის სანახავად მაღლა იხედებოდნენ,შენ, შენს ფეხებ-ქვეშ დაფენილ ზეცას უყურებდი...
შენ არასოდეს გივლია თვალებგახელილს,ალბათ გაცილებით მარტივია ცხოვრება გარდამავალ ზღვართან , როდესაც იცი, რომ ოდესმე აღარაფერი დარჩება შენგან , ძვლებში გამომწყვდეული სულის გარდა ...
და სწორედ მაშინ, როდესაც შენს სხეულში გაჟღენთილ სიბნელეს მიეჩვიე -წახვედი ......
მე ყოველთვის მეშინოდა სიბნელის,მაშინაც კი , როდესაც ჩვენს წარსულს ბავშვობა შემოახიეს გაყინული თვალებით ვუყურებდი ლეშისმჭამელ არსებებს,რომლებსაც ადამიანებს ეძახდნენ ...
მე არასოდეს შემეძლო ფრთების გაშლა , რადგან ვიცოდი,რომ რაც უფრო უახლოვდები ზეცას,მით უფრო გეცლება მიწა, რომელიც უკვე აღარ გიყურებს მე აუცილებლად გავფრინდებოდი ...
მაგრამ ახლა, როცა სილურჯის სანახავად ქვემოდ ვიყურები, ვხვდები თუ რას გრძნობდი მაშინ...
მარტივია აირჩიო ორი უკიდურესობიდან ერთ-ერთი,როდესაც იცი, რომ ორივეს ერთი დასასრული აქვს ...
მე ვერასოდეს შევეჩვევი სიბნელეს,ვერც ჩემს ძვლებში გამომწყდეულ სულს დავტოვებ...მაგრამ წამოვალ...წამოვალ, რომ ერთხელ მაინც ჩაგხედო თვალებში,და გითხრა -"გვირაბის ბოლოს სინათლეა "
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია