ერთი საჩოთირო და საკამათო აზრით მაქვს გონება გატანჯული და გამოვუშვებ, ეგებ თქვენც რამე მსგავსზე გეფიქროთ და სიტყვა შემაწიოთ.
ხელოვანთა შორის, ყველაზე ამპარტავანნი რომლები არიან?
აქვე, ჩვენს/თქვენს ყოველდღიურობაში მიმოავლეთ თვალი. ჩემი დაკვირვებით ასეთები არიან პოეტები (შიგადაშიგ მწერლებიც) და მომღერლები. შეიძლება დროის ძალიან ვიწრო მონაკვეთში ვიჭყიტები, და სივრცეც საქართველოს ჰორიზონტებს არ სცდება, მაგრამ არ მგონია სხვა ეპოქაში სხვაგვარად ყოფილიყო (სივრცეს კვლავ ვერ გავცდები მცირედმცოდნეობის გამო).
დავიწყოთ პოეტებით.
ერთხელ იყო შემთხვევა, ლექსი მომეჯღაპვნინა. რა თქმა უნდა როგორც ყველა ნარცისი, მეც აღფრთოვანებით ვკითხულობდი მეგობრებში, სოციალურ ქსელებში ვაპიარებდი. მერე ერთ ფილოლოგ ქალბატონს წაუკითხავს სადღაც ბლოგზე, მომწერა - აბა ესა და ეს წინადადება სხვა სიტყვებით დაწერეო. 3 დღე გავიდა და მე ვერაფერი მოვიფიქრე ჩასანაცვლებელი - აიღე "მოხუცი და ზღვა" და ლიტერატურის კითხვა დაიწყეო. დიდი ხნის ამბავს გიყვებით. სიზარმაცემ აქაც თავისი გაიტანა, არც მე წამიკითხავს ჰემინგუეი და შერცხვენილი პირით ვერც იმ ქალბატონთან გავბედე ელექტრონული გაბაასების გაგრძელება. ასე დამთავრდა ჩემი პოეტობა. მაგრამ მახსოვს პირველი განცდა - ჩემი დაწერილი მოთხრობა მოეწონა და შენიშვნა არ მოუცია, ლექსი კი დამიწუნა და მოთხრობის წაკითხვა დამავალა, უცნაურია. განა ლექსების კითხვა არ უნდა დაევალებინა?
ჰოდა, ამ ახალ პოეტებს რომ ვუყურებ, ასე მგონია მხოლოდ პოეზიას კითხულობენ (საწყის ეტაპზე - გალაკტიონს, ტერენტის, ჰა ჰა ბარათაშვილს, ოთარ ჭილაძეს) და მომდევნო ეტაპზე, როცა რომელიმე პოეზიის საღამოზე 2 ლექსს წაიკითხავენ, თავიანთი ლექსების გარდა აღარაფერს კითხულობენ. შემდეგი საფეხურია საკუთარი ვიდეოების ჩაწერა, საკუთარი მისავათებული, დანაზებული ხმით ტკბობა (ერთი პოეტი გოგონა მიდგას თვალწინ როცა ამას ვწერ), ან ზედმეტად ვაჟკაცური შეძახილით და რა თქმა უნდა მსმენელი აუდიტორიით, რომელიც მინიმუმ რამდენიმე ასეულ ადამიანს მაინც ითვლის. გაგიკვირდებად და დიახ, სწორად წაიკითხეთ - ასეულს. მაგრამ რაა გასაკვირი. ბალღობაში ლექსის თქმას 20-30 კაციან სუფრაზე 2 წუთიანი ტაშისკვრა მოჰყვებოდა და ახლა თუ ლექსს დაწერ და მერე წაიკითხავ კიდეც შინდლერის სიის მუსიკის ფონზე, ასობით ლაიქერ-გამზიარებელ-კომენტატორი ტექსტით - "შეუდარებელი ხარ", რომ გყავდეს, რაა გასაკვირი.
ამასწინად ხომ გამოვაქვეყნე ნოდარ დუმბაძის პარნასი - ვინ წაიკითხა თორემ კი, იმაზე უკეთ მე ვეღარაფერს ვიტყვი. მოყირჭებამდე არიან ამოსულნი ჩვენი პოეტები. მგონი მართლა სჯერათ რომ პოეტები არიან და რასაც უნდა, როგორც უნდა, სადაც უნდა ისე წერენ და მერე ამბობენ - ხელოვანს თავისუფლება სჭირდებაო.
აბა მომღერლებზე რა გითხრათ, როცა მეც თავად სადღაც რაღაც მიმღერია და ტაშის ხმა არ მომისმენია, განაწყენებულს ჩამილაპარაკია - უფ, უმღერე ახლა ამათ. თქვე დალოცვილებო, ყოველი მეორე მომღერალია ამ ქვეყანაში და ვისგან ან რისგან ითხოვთ დაფასებას? მე შენ გეტყვი მომღერლობა ისეთი რეპროდუქციულია რომ მეტი არ შეიძლება, მაგრამ მაინც როცა ჩვენს სადღეგრძელოს ფეხზედგომით მიირთმევენ, ისე გავიბღენძებით, თითქოს სამშობლო დავიხსენით მუხრან ბატონისაგან. თუ სიმღერა ითხოვეს - მე რა, შეკვეთებზე კი არ ვმღერიო, ყელი მეღლებაო, ესაო, ისაო და ყვავს რა ჰქონდა ბუს გაჰქონდაო და ამით მთავრდება ყველაფერი. "ჰამლეტ გონაშვილებივით ვმღერით", მაგრამ იმ დალოცვილივით თავმდაბლობისა არაფერი გვცხია.
მოცეკვავეებზეც ვაპირებდი კბილის გაკრაჭუნებას, მაგრამ სამომავლოდ იყოს - კარგად დავაკვირდები ჯერ მაგათ.
აი, რაც შეეხება თავმდაბალ ხელოვანებს, ჩემი დაკვირვებით ასეთები პრინციპში არ არსებობენ, ან თუ არსებობენ მხატვრებში უნდა ვეძებოთ, ოღონდ ისეთებში ჯერ რომ გამოფენა არ ჰქონიათ, თორემ გამოფენის მერე მოგჭამა ჭირი.
თქვენი შეხედულებაც გამიზიარეთ ერთი-ორი, ზედმეტად ხომ არ ვაბნელებ მდგომარეობას?
დეფი ელიტაა, სად სცალია ჩემი პოსტების საკითხავად. :D აი, ბერეტიანების საზოგადოებას რაც შეეხება, მაგაზე მეტად პეროიანები მაშინებენ :D
ყველა ლექსის მწერალი პოეტი არ არის. აქ ვცდებით, (ცდებიან) როცა ასეთებს პოეტებს ვეძახით და ვაპოეტებთ
მეც მაგას არ ვამბობ, რომ "იყვნენ უბრალო, ნამდვილი, გულწრფელი პოეტებიც", მეც ზუსტად ეგ არ მახარებს და ამავდროუად მადარდებს? :)) მაგრამ აქ მეტწილი ახალთაობაზეა საუბარი ჩემო მარიბუსა, ახალ თაობაზე.
P.S. რაც შეეხება შენს ამპარტავნებას და შენს პოეზიას, იცი მაგაზე რასაც ვფიქრობ, და რატომ უნდა ვილაპარაკო ის, რასაც არ ვფიქრობ? მატყუარა ვარ? ((
ცოტა საკამათო შედარებაა და მგონი პოეტებთან არ გამოდგება. ახლავე გეტყვი რატომაც.
რა თქმა უნდა მსახიობიც არის კარგი ან ცუდი, მაგრამ შესადარებლად მაინც რთულია, რადგან ჩვენ შეიძლება მოგვწონდეს რამაზ ჩხიკვაძის შესრულებული აზდაკი და არ მოგვწონდეს ნიკო გომელაურის, მაგრამ ნიკომ სრულიად სხვა ტიპის აზდაკი წარმოადგინა სცენაზე და რამაზმა სხვა. ასე მგონია და შეიძლება ვცდები, ცუდ მსახიობს შესრულებული როლების რაოდენობა ნელ-ნელა დახვეწს და თუ კარგ მსახიობად არ აქცევს, თავის ერთ სტილში მაინც მოაქცევს, ერთი ყალიბის მსახიობად მოგვევლინება, მაგალითად, არნოლდ შვარცნეგერი (უნიჭო მსახიობი დიდი კუნთებით, წარმოგიდგენია ცრემლისმღვრელ დრამაში მონაწილეობდეს? ტერმინატორზეც ტირიან, მაგრამ მაგას არ ვთვლი).
აი ჩვენს პოეტებს რაც შეეხება, პესიმისტურადაა საქმე სწორედ იმ მიზეზით, რაც ზემოთ დავწერე.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm
0 კომენტარი
1 Like
ქალთა უფლებები
ქეთევან პოპიაშვილი
პრეზენტაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
კოლოქვიუმი
ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი
ქეთევან პოპიაშვილი
ჯგუფი 1
ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი
კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია