ბოლო რამდენიმე კვირაა ხელოვნურ ინტელექტსა და მომავლის სკოლაზე ხშირი ფიქრი და მსჯელობა გვიწევს, შეიძლება ეს სასწავლო პროგრამის ნაწილია და იმიტომ, მაგრამ ზოგჯერ ძილში რომ ჩაგყვება, ისეთი ამბავიცაა.

Qwelly, blog, დაწყებითი განათლება, მომავლის სკოლა, სისტემური ცოდნა, სკოლა, ხელოვნური ინტელექტი

      საინტერესოა, როგორი შეიძლება იყოს მომავლის სკოლა? რა ცვლილებები დაგვხვდება მომავლის სკოლებში?

      დავიწყოთ მარტივად,

      1. ინფრასტურქტურა - მერხების საჭიროება აღარ იქნება, ასევე არ იქნება დაფის საჭიროება. მეტიც, დიდი ალბათობთ დაწერილი ტექსტების საჭიროებაც არ იქნება, რადგან მოსწავლეები კი არ წაიკითხავენ, არამედ უყუებენ ყველაფერს. ეს იქნება კომპიუტერული გრაფიკები, დასხდებიან პროექტორის გარშემო, წრიულად და მათ წინ გადაიშლება ნებისმიერი საგანი 3D გამოსახულებებით. სადაც მასწავლებელი შეძლებს მართოს კონსტრუქცია ან ახსნას რა პროცესი ხდება. ასე შეიძლება უყურონ ისტორიას, გეოგრაფიას, ლიტერატურას, მათემატიკას, ქიმიას - ყველა იმ საგანს რომელსაც სწავლობენ მოსწავლეები. (ფიზ. მომზადება მაინც დარჩება, ამას ტექნოლოგიები არ უშველის)

      2. ჩანთა, წიგნები - პლანშეტებში გადაერთიანდება, აუდიო-ვიდეო მასალებად გადაიქცევა.

      3. ფარდის გარეცხვა არცერთი მოსწავლის მშობელს არ მოუწევს, რადგან მსგავსი ტიპის - ყურებადი სკოლების ფარგლებში ალბათ მეტწილად დახურული საკლასო ოთახები იქნება (უფარდო).

      4. მასწავლებლის საჭიროება - გარკვეულ ასაკამდე, დაწყებით კლასებში მასწავლებელი საჭირო იქნება, რადგან ვფიქრობ მხოლოდ კომპიუტერი ვერ ჩაანაცვლებს მის ავტორიტეტს. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერს, ანდა ხელოვნური ინტელექტის მატარებელ რობოტ ადამიანს, შეეძლება სკოლის სტერეოტიპის აღსრულება - "მასწავლებელმა ყველაფერი იცის", მისი ავტორიტეტი მაინც დაბალი იქნება, რადგან მოსწავლეებს ეცოდინებათ რომ ეს მხოლოდ რობოტია, დაპროგრამებული მანქანა (ტედის მსგავსი სახლში რომ ჰყავთ). უფროს კლასებში, მაშინ როდესაც სწავლა არა ძალდატანებითი, არამედ მოთხოვნადი ხდება, შესაძლოა სწორედ მსგავსი, ხელოვნური ინტელექტის მანქანების გამოყენება, რომელიც უბრალოდ გესაუბრება და მითითებებს ზუსტად ასრულებს, თან ყველაფერი იცის. კუბრიკის კოსმოსური ოდისეის ბოლო ნაწილის მსგავსად (ვიდრე კომპიუტერი აურევს).

      5. არ იქნება საჭირო დამლაგებელი - იატაკი თავისით დალაგდება.

      6. შესაძლოა სკოლაში ფიზიკური სიარულიც არ იყოს სავალდებულო. შენს სახლში, სავარძელში კარგად მოკალათებული გადასცემ შენს სრულყოფილ გამოსახულებას.

      რატომ უნდა იაროს ბავშვმა სკოლაში?

      1. პირველი პასუხი უკავშირდება სისტემურ ცოდნას. მიუხედავად საუბრების დროს გაჟღერებული მოსაზრებებისა, რომ მართლაც, სკოლაში მისვლის შემდეგ, ბავშვები უინტერესონი და ჩარჩოში მოქცეულნი ხდებიან, ჩვენს თავს გვახსენებენ მათ ასაკში და ეს მსგავსებაც სრულიად რეალურია, სწორედ ეს ჩარჩოები აძლევს მათ სისტემურ ცოდნას. ის, რომ დაინტერესების მიხედვით ჩვენ განვსწავლოთ ბავშვები, ესაა შანსი გვყავდეს გენიოსები (სამყაროს მიმართ ჩადენილი დანაშაულია, მოცარტი დასვა სკოლაში და ავარჯიშო ქიმიაში, მხოლოდ იმიტომ რომ სასკოლო პროგრამაშია). მაგრამ გენიოსი გენიოსად იბადება (ალბათ), ასეთების რიცხობრივი წილი კი ძალიან მცირეა, მეტწილად, ბავშვები ალბათ თამაშ-გართობას არჩევენ (ვინ თქვა რომ ეს ცუდია ან ასე არ უნდა იყოს, გეთანხმებით), და ვიდრე სამყარო არ გადაკეთდება "ჭრიჭინების" დამფასებელ სამყაროდ, იქამდე სისტემური ცოდნა აუცილებელი იქნება შემდგომი კარიერისთვის.

      2. სკოლაში, კლასელებთან ურთიერთობა ნიშნავს მუშაობს გუნდში. რაც სახლში, ინტერნეტიდან მიღებული ცოდნით არ გამომუშავდება, არ რეალიზდება. ფიზიკური ურთიერთობა, გრძნობადი, შეხებადი ურთიერთობა მნიშვნელოვანია პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.

      3. მშობლის სიმშვიდე. მომავლის ტექნოლოგიების წყალობით, შესაძლებელი იქნება მცირე თანამგზავრი ყველა ბავშვს, რომელიც სულ მას დაჰყვება და აუდიო-ვიდეო მასალას მიაწვდის მშობელს, მაგრამ დარწმუნებული ვარ უფლებადამცველები ამ პროექტს ჩააგდებენ, ბავშვის თავისუფლების შეზღუდვის მოტივით და სრულაიდ სამართლიანადაც, ამის ნაცვლად კი სკოლა - სადაც შეზღუდვები დიდია, მაგრამ ამავდროულად სკოლის ფარგლებში ბავშვები თავისუფალნი არიან, და მშობელიც მშვიდად არის - თავისი წილი პასუხისმგებლობა არა მანქანას, არამედ სხვა ადამიანებს ეკისრებათ.

      კიდევ ბევრი მიზეზის მოგონება შეიძლება, მაგრამ ძირითადი მაინც ესაა მგონი. ვერსიები შემომაშველეთ.

ნახვა: 445

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დაწყებითი_განათლება, მომავლის_სკოლა, სისტემური_ცოდნა, სკოლა, ხელოვნური_ინტელექტი

khatuna zitanishvili: თებერვალი 1, 2016||12:19am

ასე ემსგავსებიან ადამიანები ნადირებს(((

ლაშა: თებერვალი 1, 2016||12:20am

ნადირებს რატომ? 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters