ჩვენი უბედურების ერთ-ერთი მიზეზი გადაჭარბებული მოლოდინებიაო - რამდენიმე დღის წინ წავაწყდი ინტერნეტში მოგზაურობისას. რა თქმა უნდა ეს ასეა, ადრეც არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, რომ ყალბი მოლოდინები უარესი შედეგებით გვიბრუნდება, ყალბი მესიანიზმი ჯერ ედუარდთან, შემდეგ მიშიკოსთან, ბიძინასთან და ა.შ. მაგრამ მხოლოდ სახელმწიფო და პოლიტიკურ დონეზე როდია ეს უბედურება. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ყალბი მოლოდინები შობს მუდმივ დაუკმაყოფილებლობის გრძნობას.

      ასე მაგალითად, ერთნაირად წუწუნებს დოლარის კურსსა და ლარის გაუფასურებაზე დიდი და პატარა, ბედს ერთნაირად უჩივის კლიენტის არ ყოლას გლდანის რომელიმე მიკროში, კორპუსის პირველ სართულზე, ნახევარ ოთახში პატარა მარკეტის მფლობელი და ასევე დიდი სუპერმარკეტების ქსელის მეპატრონე; ერთნაირად წუწუნებენ გაჭირვებაზე ადამიანები, რომლებიც დღეში მხოლოდ ერთ მაკარონშერეულ (თუმცა ეგეც გაძვირდა, უბრალოდ მარილიანწყალში მოზეზილ გამომცხვარ ცომს) ხაჭაპურს მიირთმევენ და ასატრინის მწვადი და 75 წლის დაძველებული ღვინის ბოთლი რომ უდგას ცხივრწინ ისინიც. ერთნაირად წუხან საწოლიდან რომ ვერ დგებიან ისინიც და ბილიარდის სათამაშოდ დრო რომ არ რჩება ისინიც. ადამიანის გაუმაძღარ ბუნებაზე კი არ ვწერ ჩემო მეგობრებო, ერთ საერთო სენზე ვწერ სადღაც ჩვენში რომ დალექილა და იქიდან გვიღიტინებს - უკეთესი გვეკუთვნისო. რატომ? რა დამსახურებით?

      ბავშვობიდან გვესმის, რომ უკეთეს საქართველოში უნდა ვიცხოვროთ და ეს უკეთესი საქართველო აუცილებლად დადგება და კარზეა მოსული (უკეთესი საქართველო 10-დან 9 შემთხვევაში ეკონომიკურ კეთილდღეობას უკავშირდება), რომ ჩვენ დიადი ხალხი ვართ, რომ ჩვენ გვკუთვნის. მაგრამ მე არ მესმის რატომ? /წარსულით, გმირებით, წინაპრებით მოსაუბრეთ აქვე ვუპასუხებ. მეგობრებო, როგორც პიროვნული ცოდვა არ გადადის მშობლიდან შვილზე, ასევე პიროვნული დამსახურება შემოქმედებაში, პატრიოტიზმში და ა.შ. არ გადადის მშობლიდან შვილზე და მითუმეტეს შვილთაშვილის შვილთაშვილზე/.

      დამსახურებების ერთი მიზეზი კვლავ ჩვენს რელიგიურობაშია. იცით, სრულიად სამართლიანად და გააზრებულად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ქრისტიანობა უკვე გამარჯვებაა. საჭიროა მხოლოდ ამ გამარჯვებულთა რიგებში ჩადგე. დაახლოებით იმას ჰგავს, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები, რომ ეთამაშოს უგანდის საფეხბურთო ნაკრებს და შენ ასარჩევი გქონდეს რომელ გუნდში ითამაშო. გამარჯვება თუ გინდა, აუცილებლად ჩადგები ბრაზილიის გუნდში, რომელსაც გამარჯვების 99%_იანი შანსი აქვს, (განსხვავება ესაა, ქრისტიანობაში მოწინააღმდეგის შანსები არ არსებობს - აქ ყველა ვარიანტში გამარჯვებული ხარ), მაგრამ რატომღაც წლები გადის და დღითიდღე უარესდება სიტუაცია და ვერც გავიაზრეთ, რომ - კი გაარჯვებულთა გუნდში ვდგავართ, მაგრამ მხოლოდ ნათლისღება (მაისურის მორგება) არ გვიშველის ბრაზილიელი იყო, საჭიროა ხანდახან ვარჯიშიც (წრთვნაც), თორემ უგანდელები მონდომებული ხალხია და შეიძლება მაისური წამისყოფით შეგვიცვალონ და ერთხელაც ისე გაგვაპამპულავებენ, მერე გამოსწორების შანსიც რომ არ დაგვრჩება.

      უკეთესის მოლოდინის ნაცვლად, რაც გვაქვს იმაზე მადლიერება... და წუწუნის მაგიერ, გაფუჭებულის კეთება მგონია მე გამოსავალი.

ნახვა: 432

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დღიური, მადლიერება, პატრიოტიზმი, სამშობლო, საქართველო, უმადურობა, წუწუნი

ლაშა: იანვარი 24, 2016||10:32pm

დაახლოებით მაინც ნათელია რა ფერებში იქნებიან :D 

ლაშა: იანვარი 26, 2016||2:20pm
მაშინ არათემატური გამოვიდოდა, სად ბრაზილია და სად სითეთრე. :)))
ლაშა: იანვარი 31, 2016||8:39pm

ქრისტიანული რა შეგვრჩა და არქიტექტურა :)) მადლობა ამისთვის წინარე ქრისტიანებს, დაარჩენზე უბრალოდ მეც გულამოსკვნილი ტექსტები მაქვს (( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Dodgers Blank Mets Behind Wrobleski’s Career Gem

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am 0 კომენტარი

LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.

Rookie left-hander…

გაგრძელება

Aaron Judge Smashes Two Homers in Yankees’ Dramatic Walk-Off Win

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am 0 კომენტარი

NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters