დღევანდელ დღეს წმიდა ეკლესია მიცვალებულებს იხსენიებდა.. ტაძარი სავსე დამხვდა, შავებში ჩაცმული დიაცთა უმრავლესობით. ბევრს ძალიან კარგად ვიცნობდი და მათი სევდის მომსწრე ვიყავი, რომელიც შვილის გარდაცვალებით იყო გამოწვეული. ვერ გავუძელი ამდენი ცრემლიანი თვალების ნახვას, რომელიც ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო. მეც დავატარებ დიდ სიცარიელეს და ტკივილს გულით, რომელიც ახლახანს კიდევ უფრო გამიღრმავდა და უფრო მეტად მძიმე სატარებელი გამიხდა. არ მიყვარს და არ მომწონს ასე საჯაროდ საუბარი ამ თემაზე, მაგრამ ძალიან მძიმე ყოფილა დარდების მალვა და ცრემლების შეშრობა.. რამდენიმე თვის უკან დავუწერე ბიძაჩემს უკიდეგანო მონატრების წერილი. რას წარმოვიდგენდი თუ კიდევ მომიწევდა?! წუთისოფლის ავობაზე არაფერს ვიტყვი, ჯერ რა მინახავს რო.....
დეკემბრის სუსხიან დილას გავიდა სახლიდან გიორგი(დეიდაჩემის მეუღლე) ლიზიკოს დაუბარა, მამი მალე მოვალო, მაგრამ შინ აღარ დაბრუნდა... ლიზი მეორე დღესვე ვნახე, ასე მითხრა მამა ვარსკვლავია თათი და ზეციდან მიყურებსო. ცრემლები გავყინე და საშინელი ბოღმა ვიგრძენი.. რატომ? რისთვის? მას მერე ლიზის მამა არ უხსენებია, არ უნდა დედა ანერვიულოს.. თუ დედა ჩაფიქრებულს ნახავს, მაშინვე კითხვებს მიაყრის და სასაცილო ამბებს იგონებს რომ დედა გააცინოს.. მე ხშირად მივდივარ დეიდასთან, არ ვტოვებ მარტო, ლიზის კი ნამდვილი სიცოცხლის გაგრძელებაზე ვუამბობ ხოლმე, ისე რომ გაიგოს, ჯერ სულ 7წლისაა.
4 წლის ვიყავი როცა გიო ჩვენი დიდი ოჯახის წევრი გახდა და მაშინვე დავმეგობრდით. მე მაშინ "მათებიჭი" ვიყავი და გიოც ისე მექცეოდა როგორც ბიჭს, მეძმაკაცებოდა და მანებივრებდა.. როცა ჩვენთან მოდიოდა სულ სათამაშოებს მჩუქნიდა და მიცავდა მშობლების დატუქსვისგან. მერე გავიზარდე და ჩვენი ურთიერთობა მამა-შვილურ ურთიერთობას დაემსგავსა. სკოლის დამთავრებისთანავე თავისთან მივყავდი ხოლმე სოფელში და არაჩვეულებრივ არდადეგებს მიყენებდა. დავდიოდით ტყეში, მდინარეზე თევზაობას და ცურვას მასწავლიდა, ძალიან მომწონდა და ყოველთვის დიდი სიხარულით დავსდევდი. მახსოვს, ერთხელ არხზე მეზობლის ბავშვები მიდიოდნენ საბანაოდ, მაშინ 12წლისა ვიქნებოდი. გიო შინ არ იყო, დეიდაჩემისთვისაც არ მითქვია ისე წავედი, რომ გაიგეს გიო გამიბრაზდა, რატომ არ დამელოდე მე წაგიყვანდიო, მაშინ ცურვა ისე არ ვიცოდი, რომ მარტო წავსულიყავი საბანაოდ 12 წლის ბავშვი.მე მეწყინა და გავებუტე. მერე მალევე შემირიგა და აფ მოვშორებივარ გვერდიდან, ყოველთვის ვუჯერებდი და ვცდილობდი აღარ გამებრაზებინა.
მიჭირს მათ გარეშე.. მონატრება და სევდა ერთმანეთს ეჯიბრებიან. მაგრამ ვიცი, უნდა გავიზარდო და უნდა ვისწავლო ამ ტკივილით ცხოვრება. ვიცი, რომ ორივე მარადისობაშია!
"სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მათმან დაიმკვიდრონ ქვეყანა!"

ნახვა: 505
ტეგები: Qwelly, ბლოგი, თათია, მიცვალებულთა_შაბათი, მოგონება, მოხსენება, ქველი, შაბათი, ხორციელი_შაბათი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•