ობიექტურად სუბიექტური!

     არ ვარ პოლიტოლოგი, მაგრამ ზოგჯერ მსოფლიო პოლიტიკური ამინდი მოითხოვს ამ სფეროს ცოდნას ჩვეულებრივი მოქალაქისგანაც კი!

     არ მიყვარს პოლიტიკური განცხადებების კეთება, მაგრამ ამ რეალობის შემყურეს, არ შემიძლია რამე არ ვთქვა!

     არ ვარ ქსენოფობი, მაგრამ დღეს ვიგრძენი, რომ მიუხედავად პოლინა გაგარინას მიმართ ჩემი სიმპათიისა, რომელიც ბავშვობიდან მომყვება, არ მინდა მისი გამარჯვება! - აქაც პოლიტიკა!

     არ ვარ სუბიექტური, მაგრამ ზოგჯერ ემოციები გვაიძულებს ვიყოთ!


     ეს მცირე შესავალი, ევროვიზიის შემდგომი ემოციების შედეგია, რის უკომენტაროდ დატოვება უბრალოდ არ შემეძლო.

     ვიქნები ალბათ ობიექტურად სუბიექტური. ჰო, უცნაური და ჩახლართული წინადადებაა. ჩემებური გაგებით ეს ნიშნავს იყო სუბიექტური გარკვეული შენთვის ობიექტური მიზეზების გამო, რომელსაც ზოგადად საზოგადოება შეიძლება არც მოიაზრებდეს ობიექტურად.

     შესაბამისად, მე - ობიექტურად სუბიექტური ადამიანი, ვაცხადებ, რომ დღევანდელი ევროვიზია პირველივე წუთიდან უკნასკნელ წუთამდე, იყო დაცინვა მთელი მსოფლიოსი და საკუთარი თავისა იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ამ კონკურსში იღებენ მონაწილეობას.

     მე, ობიექტურად სუბიექტური ადამიანი კიდევ ერთ განცხადებას გავაკეთებ, რომ პირადად ჩემთვის ნინა საუკეთესო იყო (აღვნიშნავ, რომ არცერთ წინა ევროვიზიაზე ეგ არ მითქვამს. ვგულშემატკივრობდი, მაგრამ არ მიღიარებია საუკეთესოებად)

     დავუშვათ, რომ ადამიანების გემოვნების მრავალფეროვნების და განსხვავებულობის გამო ნინამ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ნუთუ როგორც მინიმუმ სამეულში არ უნდა ყოფილიყო?!

     ნინას არდაფასება ამ პროექტში ერთი გულდასაწყვეტი მომენტია, თუმცა არა მარტო...

     ალბათ შეამჩნიეთ, რომ უკრაინა წელს არ იღებდა მონაწილეობას ამ კონკურსში. ბუნებრივია, ამით რაღაცის თქმა სურდა. ყველამ იცის თუ რაც ხდება უკრაინაში... ომი... სისხლი... სიკვდილი... ძალადობა.... სიბნელე...

     და ამ დროს რუსეთის წარმომადგენელი პოლინა გაგარინა თეთრი ქათქათა კაბით გამოდის, მთელი თავისი ბრწყინვალებითა და სინაზით წარმოადგენს თავის ქვეყანას, რომელსაც ხელი აქვს გასვრილი სისხლსა და უამრავი ადამიანის უბედურებაში. სრული კონტრასტი!

     რუსეთის ხარხარით ნათქვამი:

     "მე მოვიტან მშვიდობას, თქვენ კი მხარი დამიჭირეთ"!!!
და როგორც ყოველთვის, მის წინაშე, თუმცაღა მისი მოქმედებით აღშფოთებული, მაგრამ მაინც მორჩილად თავდახრილი ევროპა.

     ეს მუსიკალური კონკურსია, სადაც არ უნდა იყოს არცერთი პროცენტით ჩართული პოლიტიკური დამოკიდებულებები და პოლონეთმა ხმა იმიტომ კი არ უნდა მოგვცეს, რომ ისინი ჩვენი ძმები და მეგობრები არიან, (როგორც ეს წამყვანებმა აღნიშნეს) არამედ იმიტომ რომ ნამდვილად მოეწონათ ნინას შესრულება ევროვიზიაზე. ქვეყნები მეზობლობის გამო კი არ უნდა აძლევდნენ ხმებს ერთმანეთს, არამედ თავიანთ რეალურ ფავორიტს უჭერდნენ მხარს.

     ზოგიერთი, უხეშად ვიტყვი, "მატრაკვეცა" ქართველი იმას გაიძახის, რომ ჩვენ ვერ ვართ ევროპის დონეზე და დიდი დრო გვჭირდება, რომ მათ დავეწიოთ.

     ერთი ამ კითხვაზე მიპასუხეთ, რომელ დონეზე და რომელ ღირებულებებზეა საუბარი, როცა ის, რასაც ისინი თავიანთ მონაპოვარს უწოდებენ, რასაც თავად ევროპაში ან არაევრპულ და ევროპის გზაზე მდგომ ქვეყნებში ქადაგებენ, ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია, მირაჟია, პერსპექტივაა შორ ჰორიზონტზე თავად მათთვისაც კი?

     როდის დასრულდება ეს?

     როცა თითოეული ადამიანის შეგნება ამაღლდება. როცა ადამიანები ერთმანეთს შემოქმედებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, სცენაზე, პოლიტიკაში შევაფასებთ არა ნაცნობობა-მეგობრობის და სუბიექტური მიზეზების გამო, არამედ იმის გამო, რითაც ობიექტურობა და სამართალი მოითხოვს რომ ამ კონკრეტულ ამპლუაში შეფასდნენ!

     მეტყვით ზედმეტად სუბიექტური ხარო?! კი ბატონო, მივიღებ და გიპასუხებთ კიდეც - აბა ჩემი სუბიექტურობა რა მოსატანია ევროპასთან, მას შემდეგ რაც მან ამ საქმეში დღეს იყოჩაღა!

ლაშა: მაისი 24, 2015||9:19am

მგონი ევროვიზიის არცერთი კონკურსი დღიდან მისი დაარსებისა არ ყოფილა პოლიტიკიდან მოშორებული. სამწუხარო მხოლოდ ისაა, ჩვენს ნერვებზე რომ თამაშობენ. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters