ახალი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ფეისბუკის წინააღმდეგი ვარ და რაც დრო გადის, უფრო და უფრო იჩენს თავის მისი ბოროტების მსახურება და უფრო მატულებს ჩემი წინააღმდეგობა მის მიმართ. ამიტომ ხვდებით ალბათ, რა რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება - ფეისბუკზე დაწერილი პოსტი გადმომეტანა აქ, მაგრამ თემა იმდენად ახლობელი იყო ჩემთვის და ჩემი ბლოგისთვის, უარი ვერ ვთქვი. ეგეც არ იყოს, ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი - მარგალიტების ადგილი იქ არ არის, მაგრამ რას ვიზამთ - ერთი მერცხლის ჭიკჭიკს გაზაფხული არც ამჯერად მოჰყავს, ამიტომ ყრიან და ყრიან მარგალიტებს... ქველზე კი, სწორედ ასეთები უნდა იწერებოდეს და რაც შეიძლება მრავლად. ესეც არ იყოს, ერთხელ უკვე მქონდა ბედნიერება შევხვედროდი სვეტიცხოვლის წარსულიდან ერთ ადამაინს - პატრიარქის მგალობელს თამაზ ამირანაშვილი. დღეს კი, სვეტიცხვლის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა სერაფიმემ (დანელია), საკუთარ გვერდზე, ძველი სვეტიცხოვრელის სტუმრობის ამბავი გამოაქვეყნა. ფოტოც მისი გადაღებულია სვეტიცხოვლის საკურთხეველში.

აი, რას წერს დეკანოზი:

გიორგი ბერძნიშვილი, დეკანოზი, სვეტიცხოველი, მღვდელმსახური, ისტორია, წარსული, ქველი, ბლოგი, Qwelly, blog, giorgi berdznishvili, svetitskhoveli, dekanozi

      თითქოს იმ ნიავს შემოყვა სვეტიცხოვლის კარიბჭეში რომ საამოდ ქროდა. მერე ჩვენ დაგვინახა და მოკრძალებული მოპატიჟების შემდეგ შემოდგომის ფოთოლივით სკამზე ჩვენს გვერდით ფარფატით დაეშვა...

      - „ჩემი ბოლო მონახულებაა სვეტიცხოვლისაო“ და ხმამაღლა გაიცინა...

      ვერ მოვითმინე და ბოდიშის მოხდით ვთხოვე მოეყოლა თავის შესახებ...

      - „დეკანოზი ვარ, გორიდან... გიორგი ბერძნიშვილი. 1967 წლიდან მოვყვები ეკლესიას... 86 წლის ვარ და ილია ჩემი მესამე პატრიარქია...“ დაიწყო მოყოლა მამა გიორგიმ.

      - „პატრიარქი ეფრემი ერთხელ ხელშიც მყავს აყვანილი. სვეტიცხოვლისთვის უნდა შემოევლო და ნახევარ გზაზე ძლიერმა ქარმა რომ არ მისცა ამის საშუალება, ხელში ავიტაცე და ასე მივიყვანე ტაძრის კარიბჭემდე...

      საქართველოს ეკლესიის ბოლო 50 წელმა ჩემს თვალწინ გაიარა და ყველაფერი ვიცი სად, რა და როგორ ხდება... აი, იმ გიორგი მამალაძის ადგილზეც მიმუშავია ოდესღაც, მაგრამ ვერ გავუძელი და წამოვედი. პატრიარქს ვუთხარი „ - აღარ შემიძლია - მეთქი“ „ - რატომაო“ „ - ღმერთთან ახლო ყოფნა მირჩევნია, ფულთან ახლოს ყოფნას-თქო...“

      რაც ეხლა ხდება, ახალი არაფერია... ეს ყველაფერი ადრეც მომხდარა და ჩვენს პატრიარქს მსგავსი ისტორია უკვე გამოვლილი აქვს... ეჰ, რასაც მაგან გაუძლო და უძლებს...

      ამ ორი წლის წინ გორში ჩამოვიდა, მივაკითხე. დაცვამ არ შეიძლებაო. - კარგით, თუ არ შეიძლება, ნუ შეიძლება-მეთქი და უკან გამოვბრუნდი.

      2 სათში დამირეკეს, პატრიარქი გეძახისო... დავჯექით, ვისაუბრეთ... ხილის წვენი თავისი ხელით დამალევინა... ბოლოს მითხრა ხშირად მოდი ხოლმე და ძველი ამბები გავიხსენოთო... იმის მერე ბარემ ცხრაჯერ ვიყავი საპატრიარქოში და ხან გასულიაო, ხან შეხვედრაზეაო, ხან ასე, ხან ისეო... ჰოდა, მეათეჯერ აღარ მოვალ-მეთქი, ვუთხარი ბოლოს და წამოვედი...

      - ბევრი ჭირი გადამიტანია ცხოვრების მანძილზე... მეუღლე, შვილები, აღარავინ მყვანან... მაგრამ ღმერთის დიდი მადლობელი ვარ... ყველაფერი მანახა, ყველაფერი გამომაცდევინა...

      მაშინ სასულიერო სასწავლებელი სვეტიცხოვლის ეზოში იდგა... სულ რვანი ვსწავლობდით. გაგი მოსეშვილი და გიორგი ბასილაძეც ჩემთან სწავლობდნენ...

      მახსოვს ერთხელ სვეტიცხოვლის იატაკი გამოცვალეს... ჩვენ არ გვიშვებდნენ იმ დღეებში... ერთი დილით კი, პარტიარქი ეფრემი მოვიდა და ტაძარი გაგვაღებინა. სიზმარი უნახავს და სვეტის სიახლოვეს რომ გავთხარეთ, ხის პირველი ეკლესიის საძირკველი ვიპოვეთ... სხვა არავინ მიკარებულა, მხოლოდ მე ავიღე ერთი პატარა ნაჭერი და ქილაში შევინახე. 40 წელია ასე ინახება ეს სიწმიდე ჩემთან...

      წამყე, განახო რა ადგილზეც იყო იმ ტაძრის საძირკველი..." - ჩამკიდა ხელი და ასე ტაატ-ტაატით შევედით სვეტიცხოველში. შემოგვეხვია ხალხი. ყველას უხაროდა მოხუცებული მოძღვრისგან ლოცვა-კურთხევის აღება და ჯვრის მთხვევა...

      საკურთხეველშიც შევიყვანე. ტრაპეზს მოეფერა და სურათიც მაშინ გადავუღე...

      „ - აი, ეს ჯვარი კი გაბრიელის ნაქონია,“ - მითხრა უკან რომ დავბრუნდით და კვლავ ჩვენს სკამზე ჩამოვჯექით. „ - ხედავ როგორი გაცვეთილია? გაბრიელს უხეში ხელები ჰქონდა და ჯვარს რომ სულ ეფერებოდა, იმიგან გაცვდა...

      - მე რომ მაკურთხა პატრიარქმა ილიამ ეს ჯვარი მომცა და მითხრა: „ - აჰა, გაბრიელის ჯვარს გაძლევ და აბა შენ იცი როგორ ატარებო...“ მამა გიორგიმ ჯვარი მოიხსნა და მომაწოდა „ - წაიკითხე რა აწერიაო“ „ - 1797, 220 წლისა ყოფილა," - ვემთხვიე ჯვარს და რადგან მოხუცებულს ხელები უკანკალებდა, მკერდზე ჯვარი ჩემი ხელით ჩამოვკიდე.

      „ - სულ მალე, სწორედ მასე დამკიდებენ მაგ ჯვარსაო,“ - თქვა და კვლავ გულიანად გაიცინა...

      მერე ძლივძლივობით ადგა, მამაპაპურად დაგვლოცა და ფარფატით კვლავ ნიავს გაყვა...

დეკანოზი სერაფიმე (დანელია)

ნახვა: 922

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ეკლესია, მღვდელმსახური, სვეტიცხოველი, სტუმარი

თათია: ივნისი 20, 2017||6:11pm
ლაშა, ახლა სად მსახურობს მამაო ხომ არ იცი?
ლაშა: ივნისი 20, 2017||8:02pm

არ ვიცი თათია, როგორც წერილიდან ირკვევა - ახლა გორში მსახურობს და ვერ გეტყვი დანამდვილებით, სად არის. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Modern Warfare 4 Optic Rail Placement Covered by U4GM

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am 0 კომენტარი

In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…

გაგრძელება

U4GM Monopoly GO Racers Event Service: What Players Should Know

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am 0 კომენტარი

Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters