kaci, man, qwelly, qwellypost, snow, snowman, tovli, tovlis kaci, winter, zamtari, ბავშვი, ბერიკაცი, ზამთარი, თოვლის კაცი, პოსტი, რტო, ქოხი, ყინვა, ხალხი, ხე

თოვლის კაცი

      მზე თეთრ ნაბადში გახვეულიყო, ციდან ცვიოდა თეთრი ფანტელები და ნაზად ეფინებოდნენ ყველაფერს, რაც კი შეხვდებოდათ გზად. ისე ბარდნიდა, აღარაფერი ჩანდა გარშემო, ადამიანსაც ვერ ნახავდით, ძლიერი ყინვის გამო ყველა თბილ კერას შეფარებოდა. მხოლოდ ერთი კაცი ჩანდა, სოფლის ორღობეში მომავალი, ძონძებით ადვილად მიხვდებოდით რომ გაჭირვებული იყო, დიდი ხანი არ იყო რაც სოფელში დასახლდა, თუმცა მისი ხმა არავის გაეგონა, ყოველ დღე დადიოდა, შორიდან გეგონებოდათ თითქოს რაღაცას ეძებდა, შემდეგ ბრუნდებოდა ქოხში, არა ქოხიც არ იყო, ეს იყო საკუთარი ხელით გაკეთებული ხის ფიცრული სოფლის ბოლოში. თავიდან ხალხის ინტერესი გამოიწვია, ყველას უნდოდა გაეგო ვინ იყო, საიდან მოდიოდა, ან კიდე რატო ქონდა ასეთი სევდიანი და ნათელი თვალები, რომელსაც ხშირად მადლიერებით აღაპრყობდა ზეცისკენ, ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთ ბავშვს აინტერესებდა, ხის მჭრელის შვილს, რომელიც მამას ხშირად დაყვებოდა და ხედავდა ქოხმახიდან გამოსული ბერიკაცის მზრუნველ მზერას, ხოლო ხალხს უბრალოდ აინტერესებდა ვინ იყო, ან კიდე რატომ დადიოდა ასე უაზროდ მთელი დღე, თუმცა კითხვას ვერავინ ბედავდა. ზოგი ამბობდა ყველაფერი მიატოვა და ასე დაეხეტება ბედის ანაბარაო, ზოგი პირიქით ფიქრობდა, ყველამ მიატოვა, მარტო დატოვესო, ზოგიც კიდე ამბობდა ალბათ გამოაგდეს, ან რამე საშინელება აქვს ჩადენილიო, თუმცა სიმართლე არავინ იცოდა.

      მოდიოდა კაცი თავდახრილი და თოვლზე პირველ ნაკვალებს ტოვებდა, რომელსაც ფანტელები მალე ფარავდნენ. მეორე დღეს ხის მჭრელმა ქოხში გაყინული ბერიკაცი იპოვა, რომელსაც ჩახუტებული ყავდა რაღაც, რამაც ყველა ძალიან გააკვირვა, ვერ მიხვდნენ სად იპოვა იგი ბერიკაცმა, ან ასე ძალიან რატომ უფრთხილდებოდა, ეს იყო ნორჩი რტო, ზამთრისგან და ყინვისგან გადარჩენილი. გული დაწყდათ, თუმცა თვითონაც ვერ მიხვედნენ რატომ, ზამთარში ჩუმად მოსული ბერიკაცი ზამთარშივე ჩუმად გაუჩინარდა. ეს ამბავი და ბერიკაცი მალე ყველამ დაივიწყა და ჩაერთვნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, აღსავსე სხვადასხვა საზრუნავებით და პრობლემებით. თუმცა ხის მჭრელის შვილს, 8 წლის ბიჭუნას არ დავიწყებია მოხუცი კეთილი ბაბუა, რომელსაც არ იცნობდა, მაგრამ იცოდა რომ ძალიან კეთილი და ყველასგან გამორჩეული იყო. ბიჭი ყოველ დღე მიდიოდა რტოს მოსარწყავად და მოსავლელად, რომელიც საოცარ სურნელებას აფრქვევდა და არცერთ სხვა ხეს არ გავდა.

ნახვა: 986

ტეგები: kaci, man, qwelly, qwellypost, snow, snowman, tovli, tovlis kaci, winter, zamtari, მეტი...ბავშვი, ბერიკაცი, ზამთარი, თოვლის კაცი, პოსტი, რტო, ქოხი, ყინვა, ხალხი, ხე

ლაშა: აპრილი 5, 2016||2:52pm

მარიამო, რაღაც მკარნახობს რომ ავტორი შენ უნდა იყო ♥ 

mariami: აპრილი 5, 2016||3:06pm

კი, რაღაცეებს ვწერდი ადრე :D ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters