მოგისმენიათ ალბათ, რომ სიყვარული იმ მეცნიერებას ჰგავს, რომელსაც შეუძლია კარგად აწონ-დაწონოს, დათვალოს, შეადაროს, შეაჯამოს, მთელ სამოცნიერო გამოცდილებაზე, სამეცნიერო შუქზე გახედოს, მაგრამ მაინც ვერასდროს შეძლებს გადაჭრით იწინასწარმეტყველოს შედეგები, უტყუარი, შეუმცდარი მოლოდინები. სწორედ ამიტომ არ არსებობს სიყვარულის მეცნიერება - ზუსტმეცნიერებათა შორის, მაგრამ დღეს მინდა სიყვარული ალკოჰოლს დავუკავშირო.
სიყვარული თრობას ჰგავს. მას შეუძლია მოგიშუშოს იარები, ანდა მოგაყენოს უფრო დიდი ზიანი. მას შეუძლია გაგამხიაროლოს ან დაგაღონოს. მას შეუძლია შენს ცხოვრებაში დაუვიწყარი მომენტები შექმას - როგორც ტკბილმოსაგონარი, ასევე მწარედ გასახსენებელი.
სიყვარული თრობას ჰგავს. მას მოაქვს ემოციები, საიდანღაც გამოწოვილი, ის ქმნის ბედნიერების მირაჟს ანდა უკვე არსებულ ბედნიერებას აფერმკრთალებს. მას მოაქვს ეჭვიანობა როცა საფუძველი არ არსებობს და მას მოაქვს იმედგაცრუება, როდესაც არაფერი არ არის დაკარგული. პირიქითაც შეიძლება, მას მოაქვს ბრმა ნდობა - როდესაც ყველაფერი გამქრალია და იმედი, რომელიც არ ასრულდება.
სიყვარული თრობას ჰგავს. გაგრძნობინებს თავს ყველა დროის ყველაზე კარგ ადამიანად, საუკეთესო პიროვნებად, მაგრამ გამოფხიზლების შემდეგ გიწევს საფასური გადაიხადო.
სიყვარული თრობას ჰგავს. ის ჩვენს ახალგაზრდობას ისე გაიტაცებს და გააბრუებს, რომ დარწმუნებული ხარ ესაა ერთადერთი, ნამდვილი, რეალური სამყარო.
სიყვარული თრობას ჰგავს. ის ახერხებს გაგხადოს მასზე დამოკიდებული, მთელი შენი ცხოვრება მიისაკუთროს, მოშალოს შენი ურთიერთობები მეგობრებთან, ახლობლებთან, თანამშრომლებთან. მაგრამ ყველაფერ ამის მიღმა ყოველთვის იარსებებს ის - რაც შენ გაგამართლებს - საკუთარი გონება.
სიყვარული თრობას ჰგავს. საჭიროა ზომიერება, რომელიც იკარგება. ზომიერება რადგან თქვენ იგრძნოთ ის და არა მან გიგრძნოთ თქვენ. ზომიერება რადგან არ დაკარგოთ თავი მასში და არ დაგისაკუთროთ მან მთლიანად. ზომიერებით სიამოვნებას შეინარჩუნებთ.
სიყვარული თრობას ჰგავს. ამ დროს იმაზე ჯანმრთელი ხარ, ვიდრე ბევრი სხვა და იმაზე ავადმყოფი, ვიდრე ჯანმრთელნი არიან.
სიყვარული თრობას ჰგავს. თუ უარით გაგისტუმრებენ საშინლად მოწყენილი იქნებით.
სიყვარული თრობას ჰგავს. რამდენიმე წამში შეიძლება მარადისობა იგრძნოთ, შემდეგ კი მთელი კვირა გავიდეს და იყოს დაცლილი ყველაფრისგან, რაც გიგრძვნიათ, რაც გაბედნიერებთ.
და მაინც სიყვარული თრობას ჰგავს. ნაბახუსევზე გეღვიძება და ისევ ალკოჰოლით ცდილობ გამოძრომას.
საბოლოოდ, მე მაინტერესებს, როგორ გგონიათ ამდენი მსგავსებიდან, რომელიმე მაინც არის სიყვარულზე?
ნახვა: 1106
ტეგები: Qwelly, qwellyblog, ალკოჰოლი, ბახუსი, ბედნიერება, დალევა, თრობა, მეცნიერება, მთვრალი, მირაჟი, მეტი...ნაბახუსევი, რეალობა, საფასური, სიმთვრალე, სიფხიზლე, სიყვარული, ფხიზელი, ქველი, ჯანმრთელობა
ცოტა განსხვავებული თრობა, ერთზე გონების არევა და დაბინდვა იცის, ხოლო მეორის შემთხვევაში ეპიცენტრი გულია, ნაბახუსევზე არაფერს ვამბობ :D
კახა, 96%_იან თრობას ჰგავს? ჰო, სელმა მეც მიყვარდა ბავშვობაში და გამოყოლილი მაქვს :D
ჯერ გულის დაპყრობა ხდება და შემდეგი იერიში ტვინზეა :D:D
სხვათაშორის, თრობაც ხშირად გულს აამებს და ამშვიდებს მარიამო, ასე რომ გულიდან გონებაზე გადასვლა არ გამოვა ახლა, ამ შემთხვევაში, რამე სხვა არგუმენტი გვინდა :D
გონებიდან გამომდინარე გრძნობა არაა გულწრფელი, გულიდან რომ მოდის იმიტომ შეიძლება მასზე დაუსრულებლად ლაპარაკი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერავინ გამოთქვამს მის სიდიადეს, სასმელმა შეიძლება გულს აამოს კი :D მაგრამ ვერასდროს ჩაწვდება მის სიღრმეს ბოლომდე
ჩემი მეზობელი ჩაწვდა და ფეხი მოაჭრეს :)))))
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია