მოგისმენიათ ალბათ, რომ სიყვარული იმ მეცნიერებას ჰგავს, რომელსაც შეუძლია კარგად აწონ-დაწონოს, დათვალოს, შეადაროს, შეაჯამოს, მთელ სამოცნიერო გამოცდილებაზე, სამეცნიერო შუქზე გახედოს, მაგრამ მაინც ვერასდროს შეძლებს გადაჭრით იწინასწარმეტყველოს შედეგები, უტყუარი, შეუმცდარი მოლოდინები. სწორედ ამიტომ არ არსებობს სიყვარულის მეცნიერება - ზუსტმეცნიერებათა შორის, მაგრამ დღეს მინდა სიყვარული ალკოჰოლს დავუკავშირო.
სიყვარული თრობას ჰგავს. მას შეუძლია მოგიშუშოს იარები, ანდა მოგაყენოს უფრო დიდი ზიანი. მას შეუძლია გაგამხიაროლოს ან დაგაღონოს. მას შეუძლია შენს ცხოვრებაში დაუვიწყარი მომენტები შექმას - როგორც ტკბილმოსაგონარი, ასევე მწარედ გასახსენებელი.
სიყვარული თრობას ჰგავს. მას მოაქვს ემოციები, საიდანღაც გამოწოვილი, ის ქმნის ბედნიერების მირაჟს ანდა უკვე არსებულ ბედნიერებას აფერმკრთალებს. მას მოაქვს ეჭვიანობა როცა საფუძველი არ არსებობს და მას მოაქვს იმედგაცრუება, როდესაც არაფერი არ არის დაკარგული. პირიქითაც შეიძლება, მას მოაქვს ბრმა ნდობა - როდესაც ყველაფერი გამქრალია და იმედი, რომელიც არ ასრულდება.
სიყვარული თრობას ჰგავს. გაგრძნობინებს თავს ყველა დროის ყველაზე კარგ ადამიანად, საუკეთესო პიროვნებად, მაგრამ გამოფხიზლების შემდეგ გიწევს საფასური გადაიხადო.
სიყვარული თრობას ჰგავს. ის ჩვენს ახალგაზრდობას ისე გაიტაცებს და გააბრუებს, რომ დარწმუნებული ხარ ესაა ერთადერთი, ნამდვილი, რეალური სამყარო.
სიყვარული თრობას ჰგავს. ის ახერხებს გაგხადოს მასზე დამოკიდებული, მთელი შენი ცხოვრება მიისაკუთროს, მოშალოს შენი ურთიერთობები მეგობრებთან, ახლობლებთან, თანამშრომლებთან. მაგრამ ყველაფერ ამის მიღმა ყოველთვის იარსებებს ის - რაც შენ გაგამართლებს - საკუთარი გონება.
სიყვარული თრობას ჰგავს. საჭიროა ზომიერება, რომელიც იკარგება. ზომიერება რადგან თქვენ იგრძნოთ ის და არა მან გიგრძნოთ თქვენ. ზომიერება რადგან არ დაკარგოთ თავი მასში და არ დაგისაკუთროთ მან მთლიანად. ზომიერებით სიამოვნებას შეინარჩუნებთ.
სიყვარული თრობას ჰგავს. ამ დროს იმაზე ჯანმრთელი ხარ, ვიდრე ბევრი სხვა და იმაზე ავადმყოფი, ვიდრე ჯანმრთელნი არიან.
სიყვარული თრობას ჰგავს. თუ უარით გაგისტუმრებენ საშინლად მოწყენილი იქნებით.
სიყვარული თრობას ჰგავს. რამდენიმე წამში შეიძლება მარადისობა იგრძნოთ, შემდეგ კი მთელი კვირა გავიდეს და იყოს დაცლილი ყველაფრისგან, რაც გიგრძვნიათ, რაც გაბედნიერებთ.
და მაინც სიყვარული თრობას ჰგავს. ნაბახუსევზე გეღვიძება და ისევ ალკოჰოლით ცდილობ გამოძრომას.
საბოლოოდ, მე მაინტერესებს, როგორ გგონიათ ამდენი მსგავსებიდან, რომელიმე მაინც არის სიყვარულზე?
ნახვა: 1158
ტეგები: Qwelly, qwellyblog, ალკოჰოლი, ბახუსი, ბედნიერება, დალევა, თრობა, მეცნიერება, მთვრალი, მირაჟი, მეტი...ნაბახუსევი, რეალობა, საფასური, სიმთვრალე, სიფხიზლე, სიყვარული, ფხიზელი, ქველი, ჯანმრთელობა
გაუმართლა მეორე ფეხი რომ შერჩა :D
ვაკო, ძალიან მაღლიდან დაუპირებია მაგას სიყვარულისა და თრობის სიღრმეებზე ჩაწვდომა :D
გვითხარი რა არის ეს 96%, ეგებ დაგეთანხმოთ :D
96%_იანი სპირტია შე დალოცვილო და კუჭამდეც არ ჩააღწევს, აორთქლდება პირში. :D
შენ გინდა თქვა, რომ სიყვარულიც ორთქლდება? ((
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია