- იცი რა მაფიქრებს? აწი მეც რომ ტურისტად ვივლი აქ, ასე გაშინაურების შემდეგ.

- ორი მარმარილოს ფილა ამოაძრე საიდანმე და წამოიღე!

არც ნოსტალგიურ განწყობაზე ვარ, არც ცრემლებით მევსება თვალები და არც უკან მიხედვის მეშინია. არც რომელიმე ამის მსგავსი ბანალურობა მჭირს, უბრალოდ მინდა გადავავლო თვალი ჩემი ცხოვრების ერთ ოთხწლეულს, ერთ ეპიზოდს და მინდა დავწერო. დავწერო, რადგან ჩემი გულმავიწყობის პატრონს არასოდეს დამავიწყდეს, ის რაც გამოვიარე, საიდან - სადამდე.

ყველაფერი დაიწყო ისტორიის გამოცდაზე, 2010 წლის ზაფხულში.

ბილეთი (ნომერი უკვე არ მახსოვს)

1. ბაგრატ III_ის რეფორმები

2. გიორგი ბრწყინვალე

3. ეროვნულ და ნიჰილისტურ მოძრაობებს შორის დაპირისპირება XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში;

პირველი საკითხი საშუალოდ ვიცი, მეორე საკითხი კარგად, მესამე საკითხი... რა ჯანდაბაა ეს ნიჰილიზმი... რაზე უნდა ვილაპარაკო აქ საერთოდ? ვითომ ილიას და გრიგოლის დაპირისპირებაზე? არადა... ორი საკითხით, თან ასე ცუდად მოყოლილით 6_იანს მივიღებ, კატეხიზმოში 8 მყავს, ქართულ ენაში 7, მინიმუმ 8 ან 9 მჭირდება რომ ბარიერი გადავლახო.

ამ ფიქრებში ვარ გართული, როცა გამომცდელთან აღმოჩნდა ერთი ბიჭი, სახელი არ მახსოვს, გვარი მგონი ქოთილაიძე ჰქონდა, მერე ჩემი ჯგუფელიც იყო ცოტა ხნით, რომელიც იდგა და თავისი, კახური შემართებით იძახდა:

"რანაირი ბილეთია, ერთი საკითხი ვიცი, რის მიხედვით არის შედგენილი, ვერაფერი გავუგე. აი დაიტოვეთ ბილეთი მომავალ წელს მოვალო."

ამის შემდეგ ისტორიკოსი გამომცდელი ქალბატონი ბევრი ეცადა, მაგრამ მაინც ვერ დაარწმუნა ეს ბიჭი. "რომ მოგიყვეთ და გამოძრომა მინდოდეს, კი დავრჩებოდიო, მაგრამ არ ვარ მაგის კაცი. რაც ვიცი ვამბობ, რაც არადა არ დავიბრალებო". დადო ბილეთი და გავიდა.

ამის შემდეგ, ერთი წვერიანი ბიჭი მიუჯდა ისტორიის სამსჯავრო მაგიდას, ბევრი იწვალა, ხან იქიდან მოუარა, ხან აქედან მოუარა და როგორც იქნა 7_იანი გამოსტყუა გამომცდელს. როცა ეს გავიდა, იმ ქალბატონმა კარგი ლექცია წაიკითხა კაცობაზე, მეობაზე, სიამაყეზე, იმ კახელ ვაჟკაცზე და ამ წუწუნა (წარმოშობა არ მახსოვს) აბიტურიენტზე. მოკლედ, იქამდე ილაპარაკა, ვიდრე კიდევ ერთმა ნაკლებცოდნიანმა სტუდენტობამოწყურებულმა არ უთხრა: "მეც არ ვიცი და აბა მომავალ წელს წარმატებები მისურვეთო". ეს უკანასკნელი მე გახლდით. შეგულიანებული და ილიაუნდაბევებული, პიროვნული სიამაყითა და ამპარტავნებით სავსე ბილეთს ვდებ და ჩემს ბავშვობის მეგობარს წარმატებებს ვუსურვებ. გამოვდივარ და ფიქრებისგან თავიდან აცილებისთვის ჩვეულ მეთოდს - სიმღერას მივმართავ. ღიღინით ჩავუყევი სემინარიის კიბეებს და გარეთ, სიონის წყალსალევთან დაველოდე გიორგის.

მერე ყველაფერი ჩვეულებრივ, როგორც ჩაჭრილ აბიტურიენტებს სჩვევიათ ისე მიდიოდა, ვიდრე ერთ-ერთი კვირის ქადაგებაზე, უწმინდესმა არ სთხოვა აკადემია-სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ყველა აბიტურიენტი, რომელმაც საბუთები შემოიტანა, ჩავრიცხოთ და ვასწავლოთო, მაგათი იმედი მაქვსო, იქნებ კეთილ გზას დაადგნენ და ეგებ ეშველოს ამ ქვეყანასო.

ეს ბოლო რამდენიმე სიტყვა მე მივამატე, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი ის იყო რომ საღმრთისმეტყველო ინსიტუტის, ფსიქოლოგია-რელიგიათმცოდნეობის, სამების ჯგუფის სტუდენტი გავხდი და დაიწყო უცნაური სტუდენტობა.

800_ზე მეტი ჩარიცხული და ოცკაციანი აუდიტორიები აკადემია-სემინარიისა, ნამდვილად დიდ შეუსაბამობაში მოდიოდნენ ერთმანეთთან, ამიტომ ეს ყველა ერთიანად მიღებული სტუდენტი აღმოჩნდა სამების საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე, ხარების ტაძრის შესავლელთან, ახალგაზრდული ცენტრის მიმდებარე დარბაზ-დერეფნებში. შედიხარ და ერთ დიდ აუდიტორიაში, თუკი შეიძლება ასე ეწოდოს, გაშლილია დიდრონი სუფრები, ოღონდ იქ არც გოჭია, არც ტაბაკა, არც მწვადს მოარბენინებს ვინმე და არც ღვინით ჩაგიკოკლოზინებს ყელს - წიგნები, რვეულები, კალმები, დაბნეული დიდრონი თვალები და ყველას გაოცება - სკოლის კლასების შემდეგ, ამხელა საკლასო ოთახი ძალიან უცნაურია.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, 800 ბავშვი იქაც არ დაეტეოდა, ამიტომ სწავლა ორცვლიანი იყო - ადრემაღვიძართა და გვიანდამძინებელთა, პირველი ცვლა 9 საათიანები და მეორე ცვლა 2 საათიანები. ლექტორები იგივე, საგნებიც იგივე, სტუდენტები სხვა.

ჩემი ბედი რომ ექნება კაცს, ქვემოთ, გამოცდაზე მიღებული 21 ქულით (ჩაჭრა უდრიდა 5 ქულას), დილის, ანუ ადრეგაღვიძებულთა რიგებში ყოფნა მიწევდა, მაგრამ ილიაუნის პირველ კურსელობაც მელოდა და ამიტომ ვითხოვე მეორე ცვლაში გადასვლა, ერთი მოპუტკუნებული ბიჭი ისმენდა ჩემს თხოვნას დეკანატში, მოდი ძმაო მე მეორეში ვარ და დილით გაღვიძება მირჩევნიაო, ავდექით და შევენაცვლეთ ერთიმეორეს.

პირველი თვე, ლექტორების მოვალეობა იყო 400 სტუდენტი გაეჩუმებინათ და ლექციის 45 წუთის ბოლოს, საკუთარი საგნის შესახებ მოსაყოლად რამდენიმე წუთი შემოენახათ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ადვილად მიიპყრეს სტუდენტების ყურადღება და საჩინონიცა და გულისა სასმენელიც. მერე ყველაფერი კალაპოტში ჩაჯდა. გოგოებთან პრანჭიაობაც, ფლირტიც, სწავლაც და მეცადინეობაც. თითქმის სამი წელი ცალკე ავტონომია მქონდა, ჩემი ავლა-დიდება იყო ორი სკამი - ერთი დასაჯდომად, მეორე საწერად. ლექციებზე გვიან მივდიოდი და ადრე ვბრუნდებოდი - რას ვიზამთ, ილიაში 13:50_ზე მიმთავრდებოდა, სამებაში 14:00_ზე იწყებოდა, თბილისში კიდევ ფრანგული ტაქსები არ დადიან, მითუმეტეს ჯიბეგაფხეკილი პირველკურსელებისთვის. საღამოს 7_ზე მთავრდებოდა ლექციები, ამდენ ხანს იქ ვინ გაჩერდებოდა.

4 წელი გავიდა, მაგრამ კადრები კარგად მახსოვს. თავდაპირველად ათვალწუნებული ლექტორ-სტუდენტები მერე დაახლოვნენ, ვინც კარგი და ჩემიანი მეგონა - გაღმა ნაპირზე გავიდა, ვისაც გადავყევი ისინი დავკარგე და ვისაც ყურადღებას არ ვაქცევდი, ისინი ამომიდგნენ გვერდში. მოკლედ, ჩვეულებრივი, სტანდარტული და ყველა ასაკნანახ ადამიანს რომ გამოუვლია, ისეთი ცხოვრება იყო. ნამდვილი ადამიანები და ნამდვილი სასწავლებელი. ჰო, მაშინ მართლა ერქვა სასწავლებელი, იდეა მაინც იყო სასწავლებლის, როგორც ერთი ჩემი კეთილისმსურველი ყვება ხოლმე გულდაწყვეტით - წარმოიდგინე, 800 ქრისტიანი, 800 მორწმუნე და თან განათლებული, ნაკითხი, ნასწავლიო, მთელს მსოფლიოს შეცვლიდითო. კაი ხანია ამის წარმოდგენაც კი მიჭირს, მაგრამ ახლა უკვე აღარაფერი ეშველება.

800_დან 400_ზე ჩამოვედით, ზოგი უსწავლელობით, ზოგი უსულგულობით, ზოგი ურწმუნოებით, ზოგი ამაოებით და ამჩემფეხებობით წავიდა და დატოვა სასწავლებელი, ვინც შემორჩა კიდევ ქრისტიანობა-რწმენა-განათლებიდან, მუყაო-მელანი-ბეჭედის სტატუსამდე დავედით და ასე გაქრა ის წარმოსადგენი ლამაზი ოცნება, სასწავლებელი დაწესებულად, შემდეგ კი კანტორად იქცა, პიროვნებების კანტორად. ჰო, გული ნურავის დაწყდება, მაგრამ ბოლო ხანები ასეც ვეძახდი - კანტორა, სადაც ყველა ცდილობს რომ ერთმანეთს აჩვენოს ვსწავლობთ აბა რას ვშვრებითო, სადაც ყველამ იცის სინამდვილე, მაგრამ ყველა მალავს ამას და არამც და არამც არ იტყვის პირველი! მათ შორის როგორც ხედავთ არც მე მითქვამს.

დამთავრდა სწავლა... 2014 წელია...

რა მომიტანა? ცოდნა? კი, ამაზე ვერ ვიტყვი რომ არაფერი მისწავლია იქ, ბევრიც ვისწავლე და ბევრიც ვინერვიულე, ცოტა ვიშრომე, მაგრამ მაინც დარჩა და შეემატა გონებას ბევრი რამ...

მომიტანა მოგონებები, ტკბილი და მწარე, ცივი და ცხელი, წვიმისწყლიანი-მოუწესრიგებელი და ხანდახან დალაგებულ დასუფთავებული, აღნიშვნები და დასვენებები, გამოცდებზე ცრუ ნერვიულობები, ერთ წელიწადს გარიცხვა და მერე აღდგენაც კი...

ჰო, კიდევ www.qwelly.com მომიტანა. ქართული სტერეოტიპის მიხედვით, სასულიერო სივრცეში კომპიუტერები და ყველაფერი რაც ტექნიკას უკავშირდება ბნელეთთან ასოცირდება, მეორეს მხრივ ვინც კომპიუტერს მოიხმარს მათ სასულიერო ადამიანების კომპიუტერიზაცია, დასაცინად არ ყოფნით, მაგრამ ფაქტია რომ ქართული სოც. ქსელი, საუნივერსიტეტო, შემეცნებითი სოციალური ქსელი პირველად სწორედ სასულიერო სივრცეში, საღმრთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის შეიქმნა. ასეა და ნურავინ დაიკვეხნის ამას სხვაგან, საზღვრებს შიგნით ან მის მიღმა. როგორ გამოიყენეს ეს სხვა თემაა, მაგრამ ყველა თვითონ ჭედავს თავის ბედს და ყველას ხელი მოუმართოს გამჩენმა უფალმა.

კიდევ მომიტანა სამებამ რაღაც, მაგრამ იყოს... იმას ჩემთვის შევინახავ, სადაც დაიბადა იქ დავტოვებ! ♥

წამოვედი და მთელი გზა ამას ვღიღინებდით მე და ჩემი სეკუნდუსი, ეს მუსიკაც სამების მოსაგონრად დარჩება, გამოცდებზე კახას ტელეფონიდან გაისმოდა მოსამზადებლად შეკრებილ "სასტავებში".

გული მწყდება?! კი, გული მწყდება იმიტომ რომ ყოველ მისვლაზე უფრო ვშორდებოდი იმას, რაც ასე კარგი უნდა ყოფილიყო... გული მწყდება რადგან მეტი შეიძლებოდა, მაგრამ არ ვივიწყებ საუკუნოვანი ბედნიერების სიტყვებს და თან, ჩემნაირი კაცის გულჩათხრობა სად გაგონილა?!

ცალ-ცალკე მოგონებებს მერეც მოგიყვებით, კომენტარებში! არ მგონია დავივიწყო მნიშვნელოვანი დეტალები ♥

ნახვა: 1062

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დიპლომი, თეოლოგია, კანტორა, მეგობრობა, მოგონება, საღმრთისმეტყველო, ქრისტიანობა

ლაშა: ივნისი 14, 2014||12:51am

ჰო, ეს მართლაც კარგია ხათუნა :)) :) 

tsira: ივნისი 14, 2014||1:43am

რამდენჯერ უნდა მატირო? დამინდე არ გეცოდები :) მიხარია,  რომ გაგიცანით. შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ გეტყვით რომ მეიმედებით (მეგრელი რომ ვარ არ დაგავიწყდეტთ) ჩემი იმედიც გქონდეთ რა იცით რაში გმოგადგებით.  მეტნაკებად დავიკმეყოფილე სურვილები (სწავლა-განათლებას ვგულისხმობ) ბევრმა საქციელმა დამაფიქრა და გამაოცა. არ ვნანობ ამ ოთხ წელზე. ვისურვებ და თქვენც გისურვებთ პატრიარქის იმედები გაგვემართლებინოს. ერთმანეთის დანახვა ყოველთვის გაგვხარებოდეს და ერთმანეთის ბედნიერებით გვეხაროს. აბა, თქვენ იცით. 

ლაშა: ივნისი 14, 2014||1:45am

ცირა არ ვიცი რა გიპასუხო, ამ კომენტარში "დაუნდობელ" ცირას ველოდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ერთადერთი რა სიახლეც დაწერე, ესაა რომ მეგრელი ხარ :D :)))) ♥ 

tsira: ივნისი 14, 2014||1:55am

:) მე ვიცი თუ ვიცი დანდობა . ეხ, კიდევ ვერ გამიცანი. (სისხლში მაქვს გატანდა, დანდობა და მისთანები... :)

ლაშა: ივნისი 14, 2014||1:58am

მოიცა, ანუ აპრიორი ამბობ რომ სისხლი გაქვს და იმ სისხლს კიდევ რაღაც აბსტრაქტული ცნებები ჰქონია :D ნელ-ნელა მართლა მაოცებ ცირა :))

Goga Patarkatsishvili: ივნისი 14, 2014||1:58am

წავალთ ეხლა "ლამაზ ქალაქიდან" კამორაში და იმედია კანუდოსელობასაც ვიღირსებთ  სანამ დაბრუნდებით საიდანაც წამოვედით იქ :) 

ლაშა: ივნისი 14, 2014||2:09am

Goga_ჯან კომენტარის გაფავორიტების ფუნქცია რომ მქონდეს, ამას შენი კომენტარისთვის გამოვიყენებდი! :)) 

თამარ გელიშვილი: ივნისი 14, 2014||10:18am

ეჰ,ლაშა,ლაშაააა...:(

თამარ გელიშვილი: ივნისი 14, 2014||10:18am

ეჰ,ლაშა,ლაშაააა...:(

BrOliKa: ივნისი 14, 2014||11:37am

კარგი ლაშ რა აქამდე არ მიტირია და ეხლა უნდა ამასლუკუნო :D  Kakha მოდი რა ჩვენი გეგმა განვახორციელოთ გახსოვს ? "სამუდამო სტუდენტები" :( :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters