- იცი რა მაფიქრებს? აწი მეც რომ ტურისტად ვივლი აქ, ასე გაშინაურების შემდეგ.

- ორი მარმარილოს ფილა ამოაძრე საიდანმე და წამოიღე!

არც ნოსტალგიურ განწყობაზე ვარ, არც ცრემლებით მევსება თვალები და არც უკან მიხედვის მეშინია. არც რომელიმე ამის მსგავსი ბანალურობა მჭირს, უბრალოდ მინდა გადავავლო თვალი ჩემი ცხოვრების ერთ ოთხწლეულს, ერთ ეპიზოდს და მინდა დავწერო. დავწერო, რადგან ჩემი გულმავიწყობის პატრონს არასოდეს დამავიწყდეს, ის რაც გამოვიარე, საიდან - სადამდე.

ყველაფერი დაიწყო ისტორიის გამოცდაზე, 2010 წლის ზაფხულში.

ბილეთი (ნომერი უკვე არ მახსოვს)

1. ბაგრატ III_ის რეფორმები

2. გიორგი ბრწყინვალე

3. ეროვნულ და ნიჰილისტურ მოძრაობებს შორის დაპირისპირება XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში;

პირველი საკითხი საშუალოდ ვიცი, მეორე საკითხი კარგად, მესამე საკითხი... რა ჯანდაბაა ეს ნიჰილიზმი... რაზე უნდა ვილაპარაკო აქ საერთოდ? ვითომ ილიას და გრიგოლის დაპირისპირებაზე? არადა... ორი საკითხით, თან ასე ცუდად მოყოლილით 6_იანს მივიღებ, კატეხიზმოში 8 მყავს, ქართულ ენაში 7, მინიმუმ 8 ან 9 მჭირდება რომ ბარიერი გადავლახო.

ამ ფიქრებში ვარ გართული, როცა გამომცდელთან აღმოჩნდა ერთი ბიჭი, სახელი არ მახსოვს, გვარი მგონი ქოთილაიძე ჰქონდა, მერე ჩემი ჯგუფელიც იყო ცოტა ხნით, რომელიც იდგა და თავისი, კახური შემართებით იძახდა:

"რანაირი ბილეთია, ერთი საკითხი ვიცი, რის მიხედვით არის შედგენილი, ვერაფერი გავუგე. აი დაიტოვეთ ბილეთი მომავალ წელს მოვალო."

ამის შემდეგ ისტორიკოსი გამომცდელი ქალბატონი ბევრი ეცადა, მაგრამ მაინც ვერ დაარწმუნა ეს ბიჭი. "რომ მოგიყვეთ და გამოძრომა მინდოდეს, კი დავრჩებოდიო, მაგრამ არ ვარ მაგის კაცი. რაც ვიცი ვამბობ, რაც არადა არ დავიბრალებო". დადო ბილეთი და გავიდა.

ამის შემდეგ, ერთი წვერიანი ბიჭი მიუჯდა ისტორიის სამსჯავრო მაგიდას, ბევრი იწვალა, ხან იქიდან მოუარა, ხან აქედან მოუარა და როგორც იქნა 7_იანი გამოსტყუა გამომცდელს. როცა ეს გავიდა, იმ ქალბატონმა კარგი ლექცია წაიკითხა კაცობაზე, მეობაზე, სიამაყეზე, იმ კახელ ვაჟკაცზე და ამ წუწუნა (წარმოშობა არ მახსოვს) აბიტურიენტზე. მოკლედ, იქამდე ილაპარაკა, ვიდრე კიდევ ერთმა ნაკლებცოდნიანმა სტუდენტობამოწყურებულმა არ უთხრა: "მეც არ ვიცი და აბა მომავალ წელს წარმატებები მისურვეთო". ეს უკანასკნელი მე გახლდით. შეგულიანებული და ილიაუნდაბევებული, პიროვნული სიამაყითა და ამპარტავნებით სავსე ბილეთს ვდებ და ჩემს ბავშვობის მეგობარს წარმატებებს ვუსურვებ. გამოვდივარ და ფიქრებისგან თავიდან აცილებისთვის ჩვეულ მეთოდს - სიმღერას მივმართავ. ღიღინით ჩავუყევი სემინარიის კიბეებს და გარეთ, სიონის წყალსალევთან დაველოდე გიორგის.

მერე ყველაფერი ჩვეულებრივ, როგორც ჩაჭრილ აბიტურიენტებს სჩვევიათ ისე მიდიოდა, ვიდრე ერთ-ერთი კვირის ქადაგებაზე, უწმინდესმა არ სთხოვა აკადემია-სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ყველა აბიტურიენტი, რომელმაც საბუთები შემოიტანა, ჩავრიცხოთ და ვასწავლოთო, მაგათი იმედი მაქვსო, იქნებ კეთილ გზას დაადგნენ და ეგებ ეშველოს ამ ქვეყანასო.

ეს ბოლო რამდენიმე სიტყვა მე მივამატე, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი ის იყო რომ საღმრთისმეტყველო ინსიტუტის, ფსიქოლოგია-რელიგიათმცოდნეობის, სამების ჯგუფის სტუდენტი გავხდი და დაიწყო უცნაური სტუდენტობა.

800_ზე მეტი ჩარიცხული და ოცკაციანი აუდიტორიები აკადემია-სემინარიისა, ნამდვილად დიდ შეუსაბამობაში მოდიოდნენ ერთმანეთთან, ამიტომ ეს ყველა ერთიანად მიღებული სტუდენტი აღმოჩნდა სამების საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე, ხარების ტაძრის შესავლელთან, ახალგაზრდული ცენტრის მიმდებარე დარბაზ-დერეფნებში. შედიხარ და ერთ დიდ აუდიტორიაში, თუკი შეიძლება ასე ეწოდოს, გაშლილია დიდრონი სუფრები, ოღონდ იქ არც გოჭია, არც ტაბაკა, არც მწვადს მოარბენინებს ვინმე და არც ღვინით ჩაგიკოკლოზინებს ყელს - წიგნები, რვეულები, კალმები, დაბნეული დიდრონი თვალები და ყველას გაოცება - სკოლის კლასების შემდეგ, ამხელა საკლასო ოთახი ძალიან უცნაურია.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, 800 ბავშვი იქაც არ დაეტეოდა, ამიტომ სწავლა ორცვლიანი იყო - ადრემაღვიძართა და გვიანდამძინებელთა, პირველი ცვლა 9 საათიანები და მეორე ცვლა 2 საათიანები. ლექტორები იგივე, საგნებიც იგივე, სტუდენტები სხვა.

ჩემი ბედი რომ ექნება კაცს, ქვემოთ, გამოცდაზე მიღებული 21 ქულით (ჩაჭრა უდრიდა 5 ქულას), დილის, ანუ ადრეგაღვიძებულთა რიგებში ყოფნა მიწევდა, მაგრამ ილიაუნის პირველ კურსელობაც მელოდა და ამიტომ ვითხოვე მეორე ცვლაში გადასვლა, ერთი მოპუტკუნებული ბიჭი ისმენდა ჩემს თხოვნას დეკანატში, მოდი ძმაო მე მეორეში ვარ და დილით გაღვიძება მირჩევნიაო, ავდექით და შევენაცვლეთ ერთიმეორეს.

პირველი თვე, ლექტორების მოვალეობა იყო 400 სტუდენტი გაეჩუმებინათ და ლექციის 45 წუთის ბოლოს, საკუთარი საგნის შესახებ მოსაყოლად რამდენიმე წუთი შემოენახათ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ადვილად მიიპყრეს სტუდენტების ყურადღება და საჩინონიცა და გულისა სასმენელიც. მერე ყველაფერი კალაპოტში ჩაჯდა. გოგოებთან პრანჭიაობაც, ფლირტიც, სწავლაც და მეცადინეობაც. თითქმის სამი წელი ცალკე ავტონომია მქონდა, ჩემი ავლა-დიდება იყო ორი სკამი - ერთი დასაჯდომად, მეორე საწერად. ლექციებზე გვიან მივდიოდი და ადრე ვბრუნდებოდი - რას ვიზამთ, ილიაში 13:50_ზე მიმთავრდებოდა, სამებაში 14:00_ზე იწყებოდა, თბილისში კიდევ ფრანგული ტაქსები არ დადიან, მითუმეტეს ჯიბეგაფხეკილი პირველკურსელებისთვის. საღამოს 7_ზე მთავრდებოდა ლექციები, ამდენ ხანს იქ ვინ გაჩერდებოდა.

4 წელი გავიდა, მაგრამ კადრები კარგად მახსოვს. თავდაპირველად ათვალწუნებული ლექტორ-სტუდენტები მერე დაახლოვნენ, ვინც კარგი და ჩემიანი მეგონა - გაღმა ნაპირზე გავიდა, ვისაც გადავყევი ისინი დავკარგე და ვისაც ყურადღებას არ ვაქცევდი, ისინი ამომიდგნენ გვერდში. მოკლედ, ჩვეულებრივი, სტანდარტული და ყველა ასაკნანახ ადამიანს რომ გამოუვლია, ისეთი ცხოვრება იყო. ნამდვილი ადამიანები და ნამდვილი სასწავლებელი. ჰო, მაშინ მართლა ერქვა სასწავლებელი, იდეა მაინც იყო სასწავლებლის, როგორც ერთი ჩემი კეთილისმსურველი ყვება ხოლმე გულდაწყვეტით - წარმოიდგინე, 800 ქრისტიანი, 800 მორწმუნე და თან განათლებული, ნაკითხი, ნასწავლიო, მთელს მსოფლიოს შეცვლიდითო. კაი ხანია ამის წარმოდგენაც კი მიჭირს, მაგრამ ახლა უკვე აღარაფერი ეშველება.

800_დან 400_ზე ჩამოვედით, ზოგი უსწავლელობით, ზოგი უსულგულობით, ზოგი ურწმუნოებით, ზოგი ამაოებით და ამჩემფეხებობით წავიდა და დატოვა სასწავლებელი, ვინც შემორჩა კიდევ ქრისტიანობა-რწმენა-განათლებიდან, მუყაო-მელანი-ბეჭედის სტატუსამდე დავედით და ასე გაქრა ის წარმოსადგენი ლამაზი ოცნება, სასწავლებელი დაწესებულად, შემდეგ კი კანტორად იქცა, პიროვნებების კანტორად. ჰო, გული ნურავის დაწყდება, მაგრამ ბოლო ხანები ასეც ვეძახდი - კანტორა, სადაც ყველა ცდილობს რომ ერთმანეთს აჩვენოს ვსწავლობთ აბა რას ვშვრებითო, სადაც ყველამ იცის სინამდვილე, მაგრამ ყველა მალავს ამას და არამც და არამც არ იტყვის პირველი! მათ შორის როგორც ხედავთ არც მე მითქვამს.

დამთავრდა სწავლა... 2014 წელია...

რა მომიტანა? ცოდნა? კი, ამაზე ვერ ვიტყვი რომ არაფერი მისწავლია იქ, ბევრიც ვისწავლე და ბევრიც ვინერვიულე, ცოტა ვიშრომე, მაგრამ მაინც დარჩა და შეემატა გონებას ბევრი რამ...

მომიტანა მოგონებები, ტკბილი და მწარე, ცივი და ცხელი, წვიმისწყლიანი-მოუწესრიგებელი და ხანდახან დალაგებულ დასუფთავებული, აღნიშვნები და დასვენებები, გამოცდებზე ცრუ ნერვიულობები, ერთ წელიწადს გარიცხვა და მერე აღდგენაც კი...

ჰო, კიდევ www.qwelly.com მომიტანა. ქართული სტერეოტიპის მიხედვით, სასულიერო სივრცეში კომპიუტერები და ყველაფერი რაც ტექნიკას უკავშირდება ბნელეთთან ასოცირდება, მეორეს მხრივ ვინც კომპიუტერს მოიხმარს მათ სასულიერო ადამიანების კომპიუტერიზაცია, დასაცინად არ ყოფნით, მაგრამ ფაქტია რომ ქართული სოც. ქსელი, საუნივერსიტეტო, შემეცნებითი სოციალური ქსელი პირველად სწორედ სასულიერო სივრცეში, საღმრთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის შეიქმნა. ასეა და ნურავინ დაიკვეხნის ამას სხვაგან, საზღვრებს შიგნით ან მის მიღმა. როგორ გამოიყენეს ეს სხვა თემაა, მაგრამ ყველა თვითონ ჭედავს თავის ბედს და ყველას ხელი მოუმართოს გამჩენმა უფალმა.

კიდევ მომიტანა სამებამ რაღაც, მაგრამ იყოს... იმას ჩემთვის შევინახავ, სადაც დაიბადა იქ დავტოვებ! ♥

წამოვედი და მთელი გზა ამას ვღიღინებდით მე და ჩემი სეკუნდუსი, ეს მუსიკაც სამების მოსაგონრად დარჩება, გამოცდებზე კახას ტელეფონიდან გაისმოდა მოსამზადებლად შეკრებილ "სასტავებში".

გული მწყდება?! კი, გული მწყდება იმიტომ რომ ყოველ მისვლაზე უფრო ვშორდებოდი იმას, რაც ასე კარგი უნდა ყოფილიყო... გული მწყდება რადგან მეტი შეიძლებოდა, მაგრამ არ ვივიწყებ საუკუნოვანი ბედნიერების სიტყვებს და თან, ჩემნაირი კაცის გულჩათხრობა სად გაგონილა?!

ცალ-ცალკე მოგონებებს მერეც მოგიყვებით, კომენტარებში! არ მგონია დავივიწყო მნიშვნელოვანი დეტალები ♥

ნახვა: 1031

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დიპლომი, თეოლოგია, კანტორა, მეგობრობა, მოგონება, საღმრთისმეტყველო, ქრისტიანობა

ლაშა: ივლისი 7, 2014||12:16am

თავიდან რომ მართლაც ყველაფერი ულამაზესი იყო, აი კიდევ ერთი მაგალითი:

ისე წვიმდა, ავტობუსებიც კი არ ადიოდნენ, მდინარე მოდიოდა (ელიას მთიდან), ხალხიც არ დადიოდა საერთოდ და მე კიდე ლექციებზე მაგვიანდებათქო გიჟივით გავვარდი თავსხმაში ☺

ეგ ოღონდ მეორე კურსზე იყო, მერე თავს მასე აღარ გავიმეტებდი ☺

© მარიამ ყუბანეიშვილი

mariami: ივლისი 7, 2014||7:53pm

თავიდან მართლა რა მონდომებული ვიყავი, თავს არ ვზოგავდი :D

ლაშა: ივლისი 8, 2014||12:01am

კიი მარიამ, თავიდან ყველას ეს შემართება გვქონდა :)) 

tamo: ივლისი 8, 2014||12:11am

თავიდან ყველანი სულ  სხვა  შემართებით ვიყავით , მაგრამ ბოლოს  როგორები გამოვედით, ესარის  საქმე !(())

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Action-by-Phase Guideline To Trademark Registration

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am 0 კომენტარი







In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…



გაგრძელება

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters