ძველი ტაძრის გაციებულ კედლებს როცა ვეხები, მთელი ჩემი დარდი, ტკივილი, ცოდვა, სიკეთე, თუ სიხარული, ერთგან იყრის თავს, სადაც ძალიან ხშირად უსიამოვნოდ მტკივა, ჩემი ცოდვების გამო გული მქნეჯნის, სინანულის ცრემლები თვალებს რომ მოაწვება და დედა ღვთისას ხატის დანახვის დროს, როგორ თბილად მომეგებებიან, შემომეხვევიან თბილი ხელები და ღვთისმშობელთან მისვლისთანავე, როგორ უმალ, მოსიყვარულედ ჩამიკრავს გულში, ხელები მეფერებიან და მეფერებიან... დედობრივი მზრუნველობა რომ მომაკლდა, თითქოს ახლა ჩემზედ ასმაგად გადმოემთხვია, მაშინ უკვე ვეღარ იკავებს თვალის გუგები თან სიყვარულით, თან სინანულით, თან მონატრებით, თან ტკივილით გაჯერებულ ცრემლებს... ცივი კედლები და სიძველის სუნი მაგრძნობინებენ, რომ ისევ აქ ვარ, ისევ დედა ღვთისას მადლია ჩემზედ. ღვთისმშობლის ხატთან უფალს ვევედრები, ვიცი, ღვთისმშობლის გვერდით უფალია და გულმოდგინედ მისმენს ჩემი ცოდვების მონანიებისთვის, თუ მადლობისთვის, ამის შემდეგ დედა ღვთისას მოთმინებას, სიბრძნეს, მეტ რწმენასა და ბიწირებისგან განწმენდას შევთხოვ, ვთხოვ გონებას განსჯის და არა განკითხვის... ღვთისმშობელთან ორ სანთელს ვანთებ, ერთს ჩემი ცოდვების მონანიებისთვის, მეორეს კი-დედაჩემისთვის.

ნახვა: 474

ტეგები: qwelly, qwellyblog, დედა, მადლი, ტკივილი, ცოდვა

ლაშა: იანვარი 15, 2014||2:49am

ჰო, ბედნიერი ის ადამიანი ვისაც უგრძვნია დედა ღმრთისას დედობრივი ზრუნვა :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters