ძვირფასო დღიურო -_-
იცი, სულ მარტო ვარ, მხოლოდ ჩემი თავის იმედის ანაბარად... სულ ტირილი მინდა, მაგრამ დამიშრა ცრემლი... აშკარააა, ნერვები გამინადგურდა, ყველა პატარა მიზეზზეც კი ამგვარი გაღიზიანება?! ჯერ თოთხმეტის ვარ!! კმარა!!! მაგრამ.. არ შემიძლია, რამე არ ვატკინო ამ ნატიფ ნერვებს, უწინ უმანკოს, დაუნაოჭებელ ტვინს, უწინ ოპტიმიზმით აღსავსე თვალებს, უწინ სიყვარულით განაძგერებ გულს, უწინ წრფელი სითბოთი განაღიმებ ტუჩებს, უწინ... მაინც გავუხეშდი, ირგვლივ გამოწვია ყველაფერმა... მოსიარულე ხალხიც კი მაღიზიანებს, ოჯახის წევრების ერთი სიტყვაც კი...
ეს, იმის ბრალია ალბათ, რაღაც ტკივილი დამიგროვდა, სული დამიმძიმდა და ორგანიძმში გადმოვიდა ნერვიულობა, როგორც სენი, განუკურნებელი, თანდაყოლილი...გადმოვიდა და მოგისპო ყველა ორგანო, თითქოს იშლები, გტკივა ყველაფერი, ნადგურდები...გარეგნულადაც ილახები... მახინჯდები...ბერდები...ნაადრევად...
ჯერ ხელები და მუხლები გითრთის, გიკანკალებს თითები, ხელსგულები და ფეხისგულები გეწვის, თითქოს ახლა ამოიორთქლებს ბოღმა ოთხი გულიდან ხელ-ფეხისა, წვივებს ვერ იმორჩილებ, აშკარად გრძნობ, რომ ორი დიდი ხელი გიჭერს კოჭებს და ძირს მიგექაჩება, თავს ძლივს იკავებ...ბოღმა გონებიდან გულში (კისრის და ყელის გავლით, რომელიც გეწვის, გახრჩობს, გისივდება!), გულიდან მუცელში, მუცლიდან ზურგში... თავი გისკდება, თავბრუსხვევა გეწყება, კონტროლს კარგავ, სული გეთენთება სხეულში, პატარავდები, გარდმოხდები, წამით წახვალ, სულ რამდენიმე წამით მიდიხარ სადღაც, მერე ჩამოვარდები სხეულში და ისევ ბრუნდები, ისევ გტკივა, ისევ გეწვის, ისევ უმწოდ ხარ დიდი ზომის სხეულში, ვერ ირგებ, თან შიგნით მარტო არ ხარ, ვერ აკონტროლებ ქმედებებს...მთელ სხეულში არ ეტევა ეს ტკივილიანი დარდი, ტრიალებს...ტრიალებს!!! აწვება ყბებს, თვალებს, ხელისგულებს, ფეხისგულებს! მგონია რარაც ცხელი ძალა გამხევს, მაგრამ ვერ ვიხევი! ვნერვიულდები ტკივილიგან, როგორ ამოვიღო?! ვყვირი! ვხავი! ვარტყავ! ვსპობ! ოღონდაც გამონთავისუფლდეს ეს ცხელი ძალა... ტირი ბევრს, ტირი! ღრიალებ! მერე პანიკური სიცილი გეწყება... უამრავი ფერი წყვდიადში ირევა, ქაოსი...ფეხები გეკვეთება, მიღლილი, გაოფლილი, განაწამები, განატკივრები, ათეისტივით უაზროდ ცარიელი-ძირს მიეგდები... სამწუხაროდ ვერ დაიცალე ტკივილისგან... ამას სიხარული და სიყვარული გაყვა ვიდრე ზიზღი და ტკივილი...აი, ჩემი დარდიც ეს არის, რომ ვერ მიგებენ და ჩემი დარდი ''პრანჭიაობა'' და ''სიყვარულობანა'' რომ გონიათ...ჰმმ...საცოდავნი! ჩემი ტკივილიც კი, არ მიღირს უღირსთა ადგილზე ყობნად...
P.S ძვირფასო დღიურო, ჩემს უკან სავარძელში მოკალათებულა, ნეტავ იცოდე რა ცინიკური ღიმილი აქვს, ზიზღია და ეგ უხარია?! მაჩერებს, შენ თავს ატყუებო, მაგრამ დედა მაინც მიგრძნობს... წეღან მაწვალებდა, შევუტრიალდი, ვერ მოვითმინე, მერე, კი არ წავიდა, ადგილი შეიცვალა, ახლა მეორე მხარეს გადმომიჯდა პატარა ბავშვივით. რა დამრჩენია სულ მარტოს?! ვის იმედად ვიყო?! შუაღამეს გადაცდა, ახლად გამოღვიძებული ვარ, ვცდილობ ამდენ კანკალს მოვეშვა, ვინ მიშველის მეთვითონ თუარ ავიყვანე თავი ხელში?! ოთახშიც კი მარტო ვარ... ახლა იქნებ ჩამეძინეს, მასთან ერთად, ჯერ არ მომეშვება... მიყვრხარ დღიურო, ჩემი ტკივილი გაიზარე, იქნებ ასე მაინც დავიცალო და გამოვნთავისუფლდე... დროებით, გვიანია...
სიყვარულით და გულისტკივილით, მარადჟამ მარტოხელა თინანო <3
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია