ბევრი თეორია არსებობს ადამიანზე, მის ბუნებაზე, ქცევებზე, რომლებიც ხან უჩვეულოა, ხანაც სრულიად ჩვეულებრივი გარშემო მყოფი საზოგადოებისთვის. ადამიანი, იმის მიუხედავად რომ ხანდახან კარგავს თავის ნამდვილ, ადამიანურ სახეს და ცხოველი ხდება, მაინც ვფიქრობ რომ ღმერთის ხატად არის შექმნილი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანშია ის რაღაც რასაც სახელს ვერ მოუძებნი და ზოგიერთი ნამუსს, ზოგი სულს, ზოგი კი შინაგან კულტურას უწოდებს. რა არის ის რაღაც რაც ამ სამს აერთიანებს?! მე მართალია დარწმუნებული ვარ იმ ფაქტში რომ ყოველ ადამიანშია ის რაღაც რაც გვაიძულებს გვერქვას ადამიანი, თუმცა ასევე ღრმად დარწმუნებული ვარ იმ ფაქტშიც, რომ არავინ უნდა ეცადოს რომ ვინმეში სცადოს და აღმოაჩინოს რაიმე კეთილშობილება ან ნაკლოვანება, რადგან ადამიანი ძალიან კარგად ხვდება თუ რა დადებითი და უარყოფითი აქვს მას. თუ ადამიანი მთლიანად უარყოფითია, თქვენ გგონიათ ვერ ხვდება?! ის ძალიან კარგად ხვდება, სად უშვებს შეცდომას, სად უნდა გაჩერდეს, წესით და ა.შ. შენ კი არანაირად არ უნდა მიუთითო, რადგან ყოველი ადამიანი ირჩევს თავის სწორ გზას, რომელიც მოსწონს და სრულყოფილად მიაჩნია, მიუხედავად იმისა იდეაში ეს უკანასკნელი სწორია თუ არა, ამიტომ არ ხარ ვალდებული რაიმე აუხსნა, ის მაინც ვერ/არ გაიგებს, ამიტომ ჯობია გაეცალო და გზამშვიდობისა უსურვო. გაგიკვირდებათ და სწორედ ის ფაქტია მათთვის გამაღიზიანებელი, როდესაც მათ უთითებ, რომ ისინი ცდებიან.სწორედ ამიტომ არიან ასეთი აგრესიულები შენს მიმართ, რადგან შენ მათ ნიღაბს ხსნი, ამას კი პანიკის შეტევები მოყვება. რა საჭიროა ნიღაბი?! ყველაზე მეტად ის მაფიქრებს, რომ არსებობს საზოგადოების ის ნაწილი, რომლებსაც თან კეთილშობილური სახე უნდათ რომ ქონდეთ და თან სრულიად გაუნათლებლები და ხეპრენი არიან, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ უნდათ ეს კეთილშობილური სახე რომ მეზობლებმა, ნათესავებმა, ყვავი ჩხიკვის მამიდებმა თქვან აი რა კეთილშობილი და ჰუმანურიაო. რატომ? ამ დროს ხომ ზოგიერთი მოკვდავი ვერ გხედავთ რომ ეს კეთილშობილური სახე ნიღაბია და ადამიანად გაგდებთ?! ამ დროს იცით რა ხდება? ამ ვითომ კეთილშობილებს ერევათ თავიანთი ნამდვილი სახე და ის ნიღაბი, ხანდახან სძვრებათ კიდეც და თუ კი გაბედე და შენ შეუსწორე ეს ნიღაბი ან აღნიშნე რომ მათ ნიღაბი დაუვარდათ მაშინ იწყება სწორედ ის პანიკის შეტევები რაზეც მაღლა ვისაუბრე. მერე გვიკვირს რატომ შეიცვალა ესა თუ ის ადამიანი, რატომ აღარაა ის ვინც იყო, რატომ გაცივდა? რატომ შეიცვალა აზრები კონკრეტულ საკითხებზე და ა.შ. იმიტომ რომ ყველა მოძრაობა რა გზითაც არ უნდა ილტვოდეს, რაღაც კონკრეტული მიზნისკენ, რაღაც კონკრეტლი მიმართულებით ბოლოს მაინც უბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას. ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანი როგორიც იყო შენამდე, რაღაც პერიოდი შეიძლება ისეთი გახდეს როგორიც შენ მოგწონს, რათა გამოგიყენოს, დროთა განმავლობაში კი ის თავის საწყის მდგომარეობას უბრუნდება. ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეს ის რომ შეიცვალა, გაცივდა, შეიცვალა აზრები და ა.შ. ალბათ დაგებადებათ კითხვა თუ ადამიანი ღმერთის ხატად შექმნილია და ყოველი ადამიანის სულის სიღრმეში კეთილშობილება და ჰუმანურობაა მაშინ მისი საწყისი მდგომარეობა ასეთი უარყოფითი როგორაა? აქ ვფიქრობ იმას რომ ადამიანს როგორიც უნდა რომ იყოს ისეთია , ასევე ისეთივეა თავის საწყისი მდგომარეობაც. შეძახილმა ხე გაახმოო და წარმოიდგინეთ ადამიანს რომელსაც მთელი ცხოვრება ჰგონია რომ თავისი სწორი გზა სრულყოფილია რას უზამს შეძახილი, თან თავისსავე. აქედან ერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანო, ყველას თავისი სიმართლე ეძვირფასება და ყველა იმას იგებს რაც უნდა. მაგრამ საწყენი ისაა რომ თუ ხარ ბოროტი იყავი ბოროტი და ნუ კეთილობ მეზობლებისთვის, ნუ კეთილობ ახლო თუ შორებელი ნათესავებისთვის, ნუ კეთილობ ყვავი ჩხიკვის მამიდებისთვის, უბრალოდ იყავი ის რაც ხარ.
ჰომოსაპიენსობა დღეს უკვე მარტივი აღარ არის ))
მადლობა კომენტარისთვის :)))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm
0 კომენტარი
1 Like
ქალთა უფლებები
ქეთევან პოპიაშვილი
პრეზენტაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
კოლოქვიუმი
ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი
ქეთევან პოპიაშვილი
ჯგუფი 1
ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი
კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია