როდესაც დრო გაქვს შენი ქალაქის ქუჩებში სასეირნოდ, მაშინ იმის საშუალებაც გეძლევა დეტალებს დააკვირდე, გაიაზრო და დაიმახსოვრო, რა თქმა უნდა თუ ეს ქალაქი შენთვის რამეს ნიშნავს და მისი თითოეული მტკაველი ძვირფასია. სწორედ ამიტომ, ხშირად ვაგროვებ მსგავს დეტალებს და ვაპირებ, ნელ-ნელა შემოგთავაზოთ ჩვენს ირგვლივ, ყოველდღიურობაში შეუმჩნეველი საინტერესო დეტალები, რა თქმა უნდა იმ ინფორმაციის დართვით, რაც შემიძლია რომ მათ შესახებ მოვიძიო, იქამდე კი, ვიდრე უშუალოდ შენობის შესახებ გამოვაქვეყნებდე სტატიას, მინდა რუსთაველების დაკვირვებული მზერა ან ლოგიკური აზროვნების უნარი გამოვცადო.
დასაწყისისთვის იყოს მარტივი ფოტო. როგორ ფიქრობთ, ეს ბარელიეფი სად არის გამოსახული? (პასუხი დაასაბუთეთ)
ციკლსაც ამ გვერდზე განვაახლებ ხოლმე: "ხეტიალი რუსთავში"
ტეგები: qwelly, ადგილი, ამოსაცნობი, არქიტექტურა, ბარელიეფი, მოხეტიალე_რუსთაველი, რუსთავი, ხეტიალი, ხეტიალი რუსთავში
ზუსტად ვერ გეტყვი მაგრამ სადღაც 65-იანებიდან 50 წელი იქნება რაც არსებობს დაახლოებით :))
კიიიი და მე კარგ პერიოდს მახსენებს ხშირად დავდიოდი აქ :D
ეს არის რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შენობის ფასადი.
ეს არის "ხიმიკების " კლუბი, რუსთაველის ქუჩა, მკაცრი კლასიკა, რუსული კლასიციზმი. სწორი, სამკუთხა ფრონტონი.
*მკაცრი კლასიკის* ტერმნის კომენტარისგან თავს შევიკავებ, მაგრამ *რუსული კლასიციზმი * მე -19 საუკუნისაა, ნუთუ მაშინ რუსთავის მეგაპოლისში უკვე სოციალისტური სიმბოლიკით ცათაბჯენებს აგებდნენ ? ) ალბათ *საბჭოთა კლასიციზმი* უნდა დაგეწერათ ? (არც ეგაა სინამდვილეში, მაგრამ სტალინის ამპირთან ყველაზე ახლოსაა)
contributorSaid
ეს არის "ხიმიკების " კლუბი, რუსთაველის ქუჩა, მკაცრი კლასიკა, რუსული კლასიციზმი. სწორი, სამკუთხა ფრონტონი.
რუსული და საბჭოთა ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. ცათამბჯენი არ არის, "ხიმიკების" კლუბია, თუმცა ფრონტონი აქვს ასეთი გრანდიოზული, დიდებულების გამომხატველი. რუსულია, საბჭოთა თუ სტალინური, თუ არც სტალინური, ყოველი მომდევნო წინას წიაღიდანაა გამოსული, ამიტომ დიდად საკამათოს აქ ვერაფერს ვხედავ. მთავარი ისაა, რომ რუსულ-საბჭოთა დანატოვარია, ჩვენია, ისტორიაა და ჩვენს ისტორიას, მომწონს თუა არა კონკრეტული პერიოდი, პატივს ვცემ. მკაცრად ვთვლი იმიტომ, რომ სწორი ფორმებია. ამის შემდგომი არქიტექტურული სტილი ჩემთვის გაცილებით უფრო თავისუფალია. ჩემეულ აღქმებში იმედია , არ შემედავებით.
დავა აქ არაფერ შუაშია (დილენტანტური მოსაზრება შევასწორე, მაგრამ ამაოდ - მაინც თქვენსას იმეორებთ *რუსული და საბჭოთა ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება* - გუგლი მაინც გამოგეყენებინათ.. გაიგეთ რომ ვრუსთავის სტერეოტიპებს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და უკვე უნდა დადგეს დრო, როდესაც მათი გამხმოვანება სირცხვილი იქნება ( რაც შეეხება გემოვნებას - კი სტალინურ ამპირს აქვს თავისი ხიბლი, მართალია მე არ მომწომს, მაგრამ მე არც ლეონარდოს ჯოკონდა არ მომწომს და არავისთვის ინდიკატორი უნდა იყოს )
contributorSaid
რუსული და საბჭოთა ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. ცათამბჯენი არ არის, "ხიმიკების" კლუბია, თუმცა ფრონტონი აქვს ასეთი გრანდიოზული, დიდებულების გამომხატველი. რუსულია, საბჭოთა თუ სტალინური, თუ არც სტალინური, ყოველი მომდევნო წინას წიაღიდანაა გამოსული, ამიტომ დიდად საკამათოს აქ ვერაფერს ვხედავ. მთავარი ისაა, რომ რუსულ-საბჭოთა დანატოვარია, ჩვენია, ისტორიაა და ჩვენს ისტორიას, მომწონს თუა არა კონკრეტული პერიოდი, პატივს ვცემ. მკაცრად ვთვლი იმიტომ, რომ სწორი ფორმებია. ამის შემდგომი არქიტექტურული სტილი ჩემთვის გაცილებით უფრო თავისუფალია. ჩემეულ აღქმებში იმედია , არ შემედავებით.
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•