წითელი ხავერდოვანი ბისკვიტი ჩიზქეიქის გულსართითა და მდნარი ყველის უგემრიელესი კრემით...
გაახურეთ ღუმელი 73 გრადუსზე. საცხობი ჟარუნა შედეთ ქურაში. ჩაიდნით აადუღეთ წყალი.
22 დიამეტრის ზომის საცხობ ფორმას მიასხურეთ ცოტა ზეთი, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, საცხობს გარედან შემოახვიეთ ფოლგის ქაღალდი, ისე რომ ძირიც დაუფაროს.
ღრმა თასში მიქსერით ათქვიფეთ მდნარი ყველი, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი, კრემისებური მასა. დაამატეთ შაქარი, მარილი და თქვიფეთ კიდევ 2 წუთი, დაამატეთ კვერცხი და განაგრძეთ ათქვეფა, ბოლოს დაამატეთ არაჟანი, კრემი, ვანილი და ათქვიფეთ ერთიანი, გლუვი მასის მიღებამდე.
მიღებული მასა გადაიტანეთ პერგამენტიან ფორმაში, ფორმა მოათავსეთ ქურაშე წინასწარ გაცხელებულ ჟარუნაზე, ჩაასხით ადუღებული წყალი და შედგით ქურაში 45 წუთით.
მზა ჩიზქეიქი ამოიღეთ ფორმიდან და გააციეთ, გაციების შემდეგ შედგით საყინულეში რამდენიმე საათით ან მთელი ღამით.
გაახურეთ ღუმელი 176 გრადუსამდე, აიღეთ ორი 22 სანტიმეტრი დიამეტრის საცხობი, წაუსვით ცხიმი და მოაფრქვიეთ ფქვილი.
დიდ თასში აურიეთ ფქვილი, შაქარი, კაკაო, სოდა და მარილი. ცალკე აურიეთ კეფირი კვერცხი, ზეთი, ვანილი, საღებავი, ძმარი, დაამატეთ ფქვილის ნარევი და ათქვიფეთ მიქსერით საშუალოზე დაბალი სიჩქარით. მზა მასა გადაიტანეთ წინასწარ მომზადებულ საცხობებში, გადაანაწილეთ თანაბრად, გამოაცხვეთ 30 -35 წუთის განმავლობაში.
ბისკვიტი შეაგრილეთ საცხობშივე 10 წუთით. შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან და კარგად გააციეთ.
დიდ თასში მიქსერით ათქვიფეთ მდნარი ყველი, შაქარი, კარაკი და ვანილი, უნდა მიიღოთ გლუვი, კრემისებური მასა.
ნამცხვრის თეფშზე დადეთ ერთი ბისკვიტი, საყინულიდან გამოიღეთ ჩიზქეიქი და მოათავსეთ ამ ბისკვიტზე და დანით შეუსწორეთ გვერდები, რომ ბისკვიტი და ჩიზქეიქი თანაბარი ზომის იყოს, შემდეგ დაადეთ მეორე ბისკვიტი.
წაუსვით მზა ჭიქურა ზედაპირზე და გვერდებზე.
ზემოდან შეგიძლიათ მორთოთ სურვილისამებრ ხილით, შოკოლადით...
ტეგები: Qwellynaria, დესერტი, ნამცხვარი, რეცეპტი, ტკბილეული, ქველინარია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•