წითელი ხავერდოვანი ბისკვიტი ჩიზქეიქის გულსართითა და მდნარი ყველის უგემრიელესი კრემით...

შემადგენლობა:

ჩიზქეიქი:

  1. მდნარი ყველი - 225 გრამი
  2. გრანულირებული თეთრი შაქარი - 2/3 ჭიქა
  3. მწიკვი მარილი
  4. კვერცხი - 2 ცალი
  5. არაჟანი - 1/3 ჭიქა
  6. კრემი - 1/3 ჭიქა
  7. ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ.კ

ბისკვიტი:

  1. ფქვილი - 2 ½ ჭიქა
  2. თეთრი გრანულირებული შაქარი - 1 ½ ჭიქა
  3. კაკაო - 3 ჩ.კ
  4. სოდა - 1 ½ ჩ.კ
  5. მარილი - 1 ჩ.კ.
  6. კვერცხი - 2 ცალი
  7. მცენარეული ზეთი - 1 ½ ჭიქა
  8. კეფირი - 1 ჭიქა
  9. წითელი საღებავი - ¼ ჭიქა
  10. ვანილი ექსტრაქტი - 2 ჩ.კ
  11. ძმარი - 2 ჩ.კ

ნაღების ჭიქურა:

  1. შაქრის პუდრა - 2 ½ ჭიქა
  2. მდნარი ყველი - 225 გრამი (ოთახის ტემპერატურის)
  3. კარაქი - ½ ჭიქა
  4. ვანილის ექსტრაქტი - 2 ს.კ.

მომზადება:

ჩიზქეიქი:

      გაახურეთ ღუმელი 73 გრადუსზე. საცხობი ჟარუნა შედეთ ქურაში. ჩაიდნით აადუღეთ წყალი.

      22 დიამეტრის ზომის საცხობ ფორმას მიასხურეთ ცოტა ზეთი, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, საცხობს გარედან შემოახვიეთ ფოლგის ქაღალდი, ისე რომ ძირიც დაუფაროს.

      ღრმა თასში მიქსერით ათქვიფეთ მდნარი ყველი, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი, კრემისებური მასა. დაამატეთ შაქარი, მარილი და თქვიფეთ კიდევ 2 წუთი, დაამატეთ კვერცხი და განაგრძეთ ათქვეფა, ბოლოს დაამატეთ არაჟანი, კრემი, ვანილი და ათქვიფეთ ერთიანი, გლუვი მასის მიღებამდე.

      მიღებული მასა გადაიტანეთ პერგამენტიან ფორმაში, ფორმა მოათავსეთ ქურაშე წინასწარ გაცხელებულ ჟარუნაზე, ჩაასხით ადუღებული წყალი და შედგით ქურაში 45 წუთით.

      მზა ჩიზქეიქი ამოიღეთ ფორმიდან და გააციეთ, გაციების შემდეგ შედგით საყინულეში რამდენიმე საათით ან მთელი ღამით.

ბისკვიტი:

      გაახურეთ ღუმელი 176 გრადუსამდე, აიღეთ ორი 22 სანტიმეტრი დიამეტრის საცხობი, წაუსვით ცხიმი და მოაფრქვიეთ ფქვილი.

      დიდ თასში აურიეთ ფქვილი, შაქარი, კაკაო, სოდა და მარილი. ცალკე აურიეთ კეფირი კვერცხი, ზეთი, ვანილი, საღებავი, ძმარი, დაამატეთ ფქვილის ნარევი და ათქვიფეთ მიქსერით საშუალოზე დაბალი სიჩქარით. მზა მასა გადაიტანეთ წინასწარ მომზადებულ საცხობებში, გადაანაწილეთ თანაბრად, გამოაცხვეთ 30 -35 წუთის განმავლობაში.

      ბისკვიტი შეაგრილეთ საცხობშივე 10 წუთით. შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან და კარგად გააციეთ.

ჭიქურა:

      დიდ თასში მიქსერით ათქვიფეთ მდნარი ყველი, შაქარი, კარაკი და ვანილი, უნდა მიიღოთ გლუვი, კრემისებური მასა.

      ნამცხვრის თეფშზე დადეთ ერთი ბისკვიტი, საყინულიდან გამოიღეთ ჩიზქეიქი და მოათავსეთ ამ ბისკვიტზე და დანით შეუსწორეთ გვერდები, რომ ბისკვიტი და ჩიზქეიქი თანაბარი ზომის იყოს, შემდეგ დაადეთ მეორე ბისკვიტი.

      წაუსვით მზა ჭიქურა ზედაპირზე და გვერდებზე.

ზემოდან შეგიძლიათ მორთოთ სურვილისამებრ ხილით, შოკოლადით...

ტეგები: Qwellynaria, დესერტი, ნამცხვარი, რეცეპტი, ტკბილეული, ქველინარია

ნახვა: 1709

გამოხმაურებები!

სულ მაინტერესებდა არაჟნის კრემი როგორი იქნებოდა :D
არა მაგრამ ვცდი :D

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters