Batbout - მაროკოული პური, ის ასევე ცნობილია ამ სახელწოდებებითაც: mkhamer, toghrift და matlou

Batbout მაროკოში ისეთივე პოპულარულია როგორც ჩვენთან ცხელ-ცხელი თონის პური...

ის შეგიძლიათ გამოაცხოთ ნებისმიერი ზომის

ეს პური არაჩვეულებრივია საუზმისთვისაც, კარაქთან, ჯემთან ან შოკოლადთან ერთად...

მისგან ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი სახის სენდვიჩი

არჩევანი თქვენზეა...

 

შემადგენლობა:

  1. 4 ჭიქა თეთრი ფქვილი
  2. 2 ჭიქა მსხვილად დაფქული ხორბლის ფქვილი
  3. 2 ½  ს/კ შაქარი
  4. 2 ჩ/კ მარილი
  5. 3 ს/კ  მცენარეული ზეთი
  6. 2 ს/კ საფუარი
  7. 2 ჭიქა თბილი წყალი

 

მომზადება:

  • თასში მოათავსეთ საფუარი და 1 ჩ/კ  შაქარი დაასხით ¼ ჭიქა თბილი წყალი, გააჩერეთ 10 წუთი.
  • ფქვილი, მარილი და დარჩენილი შაქარი აურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ საფუარი, ზეთი და დარჩენილი თბილი წყალი, მოზილეთ სქელი ცომი
  • ცომი უნდა იყოს რბილი, მაგრამ არ წებოვანი. თუ თხელი ცომი გამოგივიდათ შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ფქვილი.
  • ცომი მოზილეთ იქამდე, სანამ სწორი, გლუვი ზედაპირი არ ექნება.
  • შემდეგ დაყავით პატარა ბურთულებად, ბურთულები გააპრტყელეთ 1/8 ინჩის სისქეზე.

  • გაპრტყელებული ცომი მოათავსეტ ტილო გადაფარებულ ლანგარზე, ზემოდანაც გადააფარეთ ტილო, და გააჩერეთ 2 საათი
  • საშუალო ცეცხლზე დადგით ტაფა და გააცხელეთ, გაფუებეული ცომი გადაიტანეთ ტაფაზე და გამოაცხვეთ, ცხობისას პური რამდენჯერმე გადააბრუნეთ.

ეს პური ინახება 2 დღე ოთახის ტემპერატურაზე.

 

ტეგები: Qwellynaria, მაროკო, პური, რეცეპტი, სენდვიჩი, ცომეული

ნახვა: 581

გამოხმაურებები!

ამის საჭმელად დავდიოდი მაროკოში. 

RSS

ბლოგ პოსტები

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters