იყო ღამე...
ღამის სიჩუმე ახშობდა ყურებს,
გარეთ გრიგალი ბუნებას ურევს.
ჩემს გულისცემას დაეტყო თოვა,
"თვალი დახუჭე" - ჩამესმის - "მოვა"!
მეც ვხუჩავ თვალებს...
ირგვლივ წყვდიადი, სიბნელე მკრთალი
აქაურ სამყოფს ვეღარ გრძნობს თვალი.
ფოთლები სცვივა გარინდულ ხეებს,
ღვინოს მოვპარავ გაბზარულ ქვევრებს.
დავლევ სამშობლოს ფიალით, თასით,
ტყეც ისევ მღერის მგელთა ყრუ დასით.
ცაზე ღრუბლები გვამცნობენ ავს,
უცხო ქვეყანას, დედა შვილს კლავს.
ნუთუ არ მოვა დრო დამშვიდების,
როცა იქნება სიცოცხლე ტრფობის.
ნუთუ არ მოვა ქვეყნად გრძნობები,
მომჭარბდა ეს ცრუ დაპირებები.
თვალები ისევ დახუჭულია,
მუზა არ მოდის, გაბუტულია.
ახალი ფიქრი მიაწვა წინას,
ნუთუ ქართველთა ქვეყანას სძინავს?!
და თუ არა! მაშ, სადაა მუზა?
რატომ დაკარგეს ვნებებმა ღუზა.
მაინც სად არის იგი აქამდე?
ნუთუ არ მოვა გათენებამდე!?
მოდი! გეძახი ათას წელს აქეთ,
არ მინდა ცვარი შენი ტანისა.
არ მინდა ფული, ძალაუფლება,
სხვისი დაჩაგვრის არ მომცეთ ნება.
არ მინდა ბავშვი მეძახდეს ბაბუს,
თუ არ დავადებ სიავეს ტაბუს!
სიმშვიდე მინდა! მე მინდა მუზა,
წამების გემმაც ჩაუშვას ღუზა!
აი, ეს მინდა მე მთელი გულით!
სიყვარულისთვის ავივსო შურით!
თვალები ისევ დახუჭულია...
ჩემი გონება არეულია,
მხოლოდ სიზმარში არის იმედი...
გადაგვირჩება ქართველთ სვე-ბედი...
თვალები ისევ დახუჭულია...
მუზა არ მოვა, გაყინულია!
ტეგები: Qwelly, ლაშა_ჩილინდრიშვილი, ლექსი, პოეზია, ქველი
"საქებარია საქმე შემდეგი:
შევიცნოთ ნიჭი გამოსადეგი.
ვინაც მცირედზე სათნო იჩინა,
დიდის მმართველად ის დაინიშნა." ჰოდა არაა ჩემი ნიჭი ლექსების წერა და რატომ ვწერო? :) :) :)
იმედია ჩემი მოკრძალებული პოეზია ბიძგი იქნება ბევრად უკეთესი ლექსების დაწერისა... პოეტები კი არ გვაკლია სამების საღვთისმეტყველოში... :)
ეს ჩემი ბოლო დაწერილი, შეიძლება ვერ გაიგოთ მაგრამ მაინც
* * *
დაბლა ნუ ხარ, უფრო მაღლა ამო სულო,
გაათეთრე მუქი ფერის ემოცია.
დღეს გონებავ, ქვესკნელიდან ამოსულო,
შენს მეტოქეს სითამამე შემოსია.
გავილაშქრე როცა მარცხი მყავდა სტუმრად,
არ მეძინა, სიყვარულის გამო ვთვლემდი.
ღვინისათვის ალადასტურს არ დავწურავ,
კიდევ ერთხელ ოცნებებით გამოვთვრები.
აღელდა ცა, ნისლები რომ დაძენძილა,
მთის წვერზეა დამალული შავი ბედი.
მზად ვიყავი ჩემი თავი გამეწირა,
მხოლოდ ზეცად ასვლის ბილეთს ავიღებდი.
მაგრამ გულმა მაიძულა გაჩერება,
ცოცხალს მტოვებს ყველა სული, ყველა ძალა.
გადამღალა სიცოცხლეზე არჩევნებმა,
თუ იქნება დღე გასული, ღამე წავალ.
რ. ინაშვილი 30.04.2012
ჯერ ადრე რატი...
არ გაჩერდე, გაჩერება არ შეიძლება...
ჰო მართალ - კარგი ლექსია არც ლექსის წერაში გაჩერდე... :)
Rati Inashvili said:
ეს ჩემი ბოლო დაწერილი, შეიძლება ვერ გაიგოთ მაგრამ მაინც
* * *
დაბლა ნუ ხარ, უფრო მაღლა ამო სულო,
გაათეთრე მუქი ფერის ემოცია.
დღეს გონებავ, ქვესკნელიდან ამოსულო,
შენს მეტოქეს სითამამე შემოს...
ნუ რადგან შენ ასე აფასებ... :D :D :D :D :D :D
სწორედ მაგიტომ დაიწერა რომ აქაურებს მიეცეთ სტიმული - "ეს არ არის კარგი ლექსი და უკეთესი უნდა ვწეროთ"... :)
კახა ძიგოშვილი said:
ლაშა ამ ლექსს მე ვაფასებ როგორც ყველა პოეტის გამოწვევად :)) :D
ძაან მაგარია :))))
დაველოდები შემდეგს
ძალიან ლამაზი და მარტალი ლექსიააა,მაგრად მომეწონა!!!!!!!!
კარგი ვარ, მაგრამ...
მეუბნებიან: კარგი ხარ, მაგრამ...
მერე ვიგრძენი უსასოება.
ვგრძნობ თითქოს მართალს სურს ჩემი ჩაგვრა,
თითქოს გამთელავს მკაცრი დროება.
ადამიანი ადამიანობს?
თუ მარიონეტს ემსგავსა ყველა...
მინდა სიცრუემ გადამიაროს,
და მტრისაგანაც ვითხოვო შველა.
თუ მოველოდი ოცნების მიზეზს,
მერე ნანატრი რომ ამეხდინა.
ახლა შორიდან სიკვდილი მიმზერს,
ჩემს ოცნებებზე მე ამეტირა.
როცა "კარგობა" მქონდა სტატუსად
მაშინ დავმარცხდი ათასჯერ მწარედ.
რომ მომეჩვენა წლები აფსუსად,
რომ მომეჩვენა კამათი მწვავედ,
მაშინ სურვილებს ვაჯობე, დავწვი,
მაშინ მოვუღე კონფლიქტებს ბოლო,
მაშინ დავლიე პირველად ყანწით,
ღვინის მაგივრად წარსული მხოლოდ.
თურმე ამხდარა რაც იყო ფლიდი,
თურმე მომავალს ჯერ არ ეძინა.
ბედნიერებად რას აღარ ვთვლიდი,
ჩემს ოცნებებზე მე გამეცინა.
მეუბნებიან: კარგი ხარ, მაგრამ...
მერე ვიგრძენი აზრის ცვალება.
მეგობრობისთვის დამკარით მაგრად,
ღირს ამისთვისაც გარდაცვალება.
დღს კიდევ მითხრეს: კარგი ხარ, მაგრამ...
მერე ვიგრძენი აზრის ცვალება.
სიყვარულისთვის თუ ბოძზე მაკრავთ,
არ გამოგივათ ჩემი წვალება.
21/05/2012
რ.ინაშვილი
* * *
წადი, გაგიშვებ,
თუმცა არც მყავდი გულში პატიმრად,
შემომრჩენია დავიწყების კიდევ უნარი.
შენც მაპატიე მკაცრმა დროებამ თუ მაპატია,
ისევ ვიცოცხლებ,
თუ მარტოობა იქნა მკურნალი.
სხვა გქონდა ფიქრი,
ალბათ მაშინაც სხვა უნდა გეთქვა,
მე კი პასუხად მიმიღია შენი დუმილი.
შენ ანგელოზი გაფრენილი რომ უნდა გერქვას,
მე დაბრუნების მცდელობისა დამრჩა სურვილი
22.05.2012
კარგები ხართ ბიჩებო გააგრძელეთ წერა რა იცით რა ხდება : ) რატი შენი მეორე ლექსი მაგრად მომეწონა კარგიააააააა :): ): )
რომელი, კარგი რომ ვარ? ))
შენდობის დღე
მომიტევეთ, თუმც არა ვარ ღირსი ამის,
სიმსუბუქეს ვეღარ იგრძნობს ჩემი გული.
დღეს დრო გაქრა, ყველა სიტყვა ფიცი არის,
ოცნება და ფიქრი ძალზედ შებინდული.
არ ემჩნევა სინანული ცას და მიწას,
არ ჩერდება, გამალებით ოხრავს გული.
მინდა ცეცხლმა სიძულვილი გადამიწვას
და სამოთხის ბაღი ვნახო, მოხატული...
აღარ მინდა შავი ჰქონდეს ფერი ზეცას...
და მიწაზე მესეოდნენ ჯალათები.
მეც შემინდეთ აპატიეთ თუკი მეძავს,
წინ გედგათ და ხელს ძმის მკვლელსაც არ ადებდით.
სხვაც თუ არ გთხოვთ ვერ მიწოდებთ მეც კი ლაჩარს,
პატიების თხოვნას კი არ ვერიდები.
მეც შემინდეთ არ ემდურით თუკი ყაჩაღს,
გესმოდათ და ხმას ვერავინ ვერ იღებდით...
დღეს ფხიზელს მსურს შეგევედროთ, არ ვარ მთვრალი,
საბრალო ვარ ცოდვით ღამეს რომ ვითენებ.
აღარა მაქვს არაფერი დასამალი,
არ ვარ ღირსი, მაინცა გთხოვთ- მომიტევეთ!
26/02/2012
რატი მადლობა ძალიან დიდი... მგონი უსამართლობაა ჩემს გახსნი ფორუმს პასუხობდე ასეთი კარგი ლექსებით...
ვიფიქრე აჯობებს შენი ფორუმი გააკეთო, პირადად შენი პოეზიის... ძალიან ლამაზად წერ... წარმატებები...
Rati Inashvili said:
შენდობის დღე
მომიტევეთ, თუმც არა ვარ ღირსი ამის,
სიმსუბუქეს ვეღარ იგრძნობს ჩემი გული.
დღეს დრო გაქრა, ყველა სიტყვა ფიცი არის,
ოცნება და ფიქრი ძალზედ შებინ
მადლობა ლაშა, ვიფიქრებ მაგაზე, თუმცა ზედმეტად გაპიარებად მიმაჩნია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?
The Anatomy of a Pop Hit
Pop tunes are built to be infectious. With their…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•