სწორედ ასე დავასათაურებდი იმ ლექსს, რომელსაც ერთ-ერთ სოც. ქსელზე წავაწყდი.
საღვთისმეტყველოს სტუდენტმა გამოაქვეყნე და ისე აღმაფრთოვანა მისმა სიტყვებმა, იმ სიყვარულმა, რომელზეც ის წერდა, რომ ვიფიქრე მოგეწონებათ:
მაშ ასე:
ავტორი: გოგონა სახელად სიყვარული
ხარ მიზეზი ჩემი არსებობის,
სიყვარულო ჩემო და სიცოცხლევ ჩემო.
მე კი შენზე ფიქრის და დარდის მონა ვერ,
ბატონო ჩემო და უბრალოდ "ჩემო".
შენა ხარ მიზეზი თეთრი ღამეების,
დაუნდობელო და უგულოვ ჩემო,
მე კი მონა ვარ ცრემლიან დღეების,
ოცნებავ ჩემო და უბრალოდ "ჩემო".
შენა ხარ მიზეზი ჩემი გულისცემის,
მიუწვდომელო და სანატრელო ჩემო.
მე კი ვსუნთქავ შენთვის და მხოლოდ შენთვის,
უტკბილესო და უბრალოდ "ჩემო".
შენა ხარ მიზეზი ჩემი აღსარების,
მიუკარებელო და უხილავო ჩემო.
მე კი დაგეძებ ნისლიან ფიქრებში,
გიხმობ და გეძახი:"სადა ხარ ჩემო?"
ჩუმად გეფერები ოცნების კოშკებში,
ნუთუ ვერაფერს გრძნობ სიცოცხლევ ჩემო?
კივილამდე და ტკივილამდე გნატრობ,
ხელები მომხვიე უბრალოდ "ჩემო"
ნინუცა ახალკაცი
ტეგები: L'amour, Qwelly, ლექსი, ნინუცა_ახალკაცი, პოეზია, სიყვარული, სიყვარულის_გოგონა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm
0 კომენტარი
1 Like
ქალთა უფლებები
ქეთევან პოპიაშვილი
პრეზენტაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…
გაგრძელება
© 2025 George.
•